კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი''' — უწყვეტი [[ქედი]], [[კავკასიონი]]ს სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს [[ჩრდილო კავკასია|ჩრდილო კავკასიისა]] და [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია [[შხარა]] (5058 მ). [[მდინარე]] [[ბელაია (კრასნოდარი)|ბელაიის]] ([[ყუბანი]]ს მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან — ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: [[ჯვრის უღელტეხილი|ჯვრის (ხევისყელის)]], [[მამისონის უღელტეხილი|მამისონის (ჭანჭახის)]], კლუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|311|მარუაშვილი ლ.}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980