საჭმლის მონელება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საჭმლის მონელება''' — რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი [[საკვები]]ს ისეთ ფიზიკურ და ქიმიურ გარდაქმმნებს, რომელთა შედეგადაც საკვებიდან გამოცალკევდება საყუათო ნივთიერებები, იშლება სახეობრივ სპეციფიკურობას მოკლებულ მარტივ, წყალში ხსნად ნივთიერებებად და გამზადდება [[სისხლი|სისხლსა]] და [[ლიმფა]]ში შესაწოვად. საკვების ფიზიკური გარდაქმნა ნიშნავს მის დაქუცმაცებას, საჭმლის მომნელებელ წვენებთან შერევასა და წყალში გახსნას, ხოლო ქიმიური გარდაქმნა — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპეციალიზებულ უჯრედებში წარმოშობილი ჰიდროლიზური ფერმენტების ჰიდროლაზების გავლენით საყუათო ნივთიერებების — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ეტაპურ გარდაქმნას, რომლის დროსაც მაღალმოლეკულური ნივთიერებები წყლის თანაობისას დაბალმოლეკულურ წყალში ხსნად ნივთიერებებად იშლება. ჰიდროლიზის შედეგად წარმოშობილი შედარებით მარტივი ნივთიერებები შეიწოვება და მათგან კვლავ მიიღება რთული ორგანული ნივთიერებანი ან მოიხმარება ენერგეტიკული მიზნებისათვის.<ref>{{ქსე|9|225-226|ბაკურაძე ა.|არა}}</ref>
 
საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია.<ref>[http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/1335-2009-06-02-14-33-21.html საჭმლის მონელება — ინფორმაცია]</ref>
 
== სქოლიო ==