საჭმლის მონელება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''საჭმლის მონელება''' — რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''საჭმლის მონელება''' — რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი საკვების ისეთ ფიზიკურ და ქიმიურ გარდაქმმნებს, რომელთა შედეგადაც საკვებიდან გამოცალკევდება საყუათო ნივთიერებები, იშლება სახეობრივ სპეციფიკურობას მოკლებულ მარტივ, წყალში ხსნად ნივთიერებებად და გამზადდება სისხლსა და ლიმფაში შესაწოვად. საკვების ფიზიკური გარდაქმნა ნიშნავს მის დაქუცმაცებას, საჭმლის მომნელებელ წვენებთან შერევასა და წყალში გახსნას, ხოლო ქიმიური გარდაქმნა — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპეციალიზებულ უჯრედებში წარმოშობილი ჰიდროლიზური ფერმენტების ჰიდროლაზების გავლენით საყუათო ნივთიერებების — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ეტაპურ გარდაქმნას, რომლის დროსაც მაღალმოლეკულური ნივთიერებები წყლის თანაობისას დაბალმოლეკულურ წყალში ხსნად ნივთიერებებად იშლება. ჰიდროლიზის შედეგად წარმოშობილი შედარებით მარტივი ნივთიერებები შეიწოვება და მათგან კვლავ მიიღება რთული ორგანული ნივთიერებანი ან მოიხმარება ენერგეტიკული მიზნებისათვის.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|225-226|ბაკურაძე ა.}}