ალისარჩული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| commons =
}}
[[File:Carthamus tinctorius MHNT.BOT.2011.3.34.jpg|thumb|''Carthamus tinctorius'']]
 
'''ალისარჩული''' (Carthamus tinctorius) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] კულტურული ზეთოვანი საღებავი მცენარე [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახისა. აქვს მაღალი, სწორი, დატოტვილი ღერო და მოგრძო, ტყავისებრი, მჩხვლეტავი ფოთლები. ყლორტის წვერზე ზის მსხვილი კალათა ყვავილედი. ყვავილი ყვითელი, ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერ-მოწითალოა, [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] - [[თესლურა]]. თესლურები 25-30% ზეთს შეიცავს, საუკეთესო სასელექციო ჯიშები - 37%-მდე. ყვავილის გვირგვინის ფურცლებისაგან ამზადებენ ყვითელ საღებავს, რომელიც ხალიჩების წარმოებასა და კულინარიაში იხმარება. ალისარჩულის ზეთს მზესუმზირას ზეთის მაგივრად ხმარობენ მედიცინასა და კვების მრეწველობაში, იყენებენ აგრეთვე ოლიფისა და სხვა დასამზადებლად. ალისარჩული ხარობს წინა და მცირე აზიის ქვეყნებში, ინდოეთში. აშენებენ [[კავკასია]]ში. გვალვაგამძლეა და გვალვიან ადგილებში მზესუმზირას ნაცვლად მოჰყავთ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალისარჩული“-დან