მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

მომხმარებლის 94.240.235.237 ცვლილებების გაუქმება (№2654886)
 
ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად [[1590]]-[[1607]] წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.
 
==ბიოგრაფია==
გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა [[სპარსული ენა | სპარსული]] და [[თურქული ენა |თურქული]] ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, [[სიმონ I |სიმონ I-თან]] ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. [[1600]]-[[1606]] [[გიორგი X]]-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა [[ლუარსაბ II]]-ის მეფობაში. ამ დროს იგი [[თბილისი]]ს ([[1608]]-იდან), [[ცხინვალი]]სა და [[დვალეთი]]ს მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.
[[სურათი:Giorgi Saakadze the Grand Mouravi.jpg|thumb|”გიორგი სააკაძის უცნობი პორტრეტი”]]
 
სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.
 
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო [[1608]]-[[1612]] წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და ([[1611]]), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება [[ტაშისკარის ბრძოლა 1609|ტაშისკარის ბრძოლაში]] ([[1609]]).
 
== ტაშისკარის ბრძოლა ==