სიცილაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 45 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q31963
ხაზი 1:
[[ფაილი:smiley.svg|right|thumb|180px| გრაფიკული სიცილაკი]]
'''სიცილაკი''' ან '''სმაილი''' ([[ინგლისური ენა|ინგლისურად]] Emoticon (ტექსტური სიცილაკებისთვის) ან smiley (გრაფიკული სიცილაკებისთვის) — [[პუნქტუაცია|პუნქტუაციური]] ნიშნებისგან შემდგარი ან [[გრაფიკა|გრაფიკული]] ხასიათის, ადამიანის სახის გამომხატველი სიმბოლო, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონულ მეტყველებაში პირისპირ კომუნიკაციისთვის დამახასიათებელი ემოციების გამომსახველი მიმიკებისა და ჟესტუალობების შეტანა.
 
== წარმოშობა ==
=== გრაფიკული სიცილაკები (smiley) ===
 
პირველად ორი წერტილითა და ფრჩხილით გამოხატული მრგვალსახიანი ფიგურა გამოჩნდა ''ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნის'' ( New York Herald Tribune) [[1953]] წლის [[10 მარტი|10 მარტის]] ნომრის მე-20 გვერდზე. ყვითელი ფერი და საბოლოო ფორმა კი მას მისცა [[ბალი, ჰარვეი|ჰარვეი ბალმა]] [[1963]] წელს, ერთ-ერთი დიდი [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკული]] სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით. სულ მალე სიცილაკმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ნიშნის საავტორო უფლების დაცვისა, ამერიკაში ჯერ კიდევ პროცესის დასრულებამდე გახდა იგი პოპულარული და მისმა გამოყენებამ საჯარო ხასიათი მიიღო.
 
სიცილაკი პოპულარული გახადეს [[1970]]-იანი წლების დასაწყისში ძმებმა მიურეი და ბერნარ სპეინებმა. ისინი აწარმოებდნენ ყავის ჭიქებს, მაისურებსა და მისაკრავ ქაღალდებს რომლებზეც გამოსახული იყო სიცილაკი შემდეგ სიტყვებთან ერთად : «ბედნიერ დღეს გისურვებთ » ("Have a happy day" ).
 
თავის მხრივ, ლონდონში არსებული საზოგადოების, SmileyWorld –ის პრეზიდენტი [[ლუფრანი, ფრანკლინ|ფრანკლინ ლუფრანი]] ამტკიცებს, რომ აღნიშნული ლოგო მან თავად შექმნა [[1971]] წელს რამდენიმე [[ევროპა|ევროპულ]] გაზეთში სასიამოვნო ახალი ამბების ხაზგასასმელად და მკითხველთა კარგ ხასიათზე დასაყენებლად.
 
მანვე განავითარა სიცილაკების სხვადასხვა ვარიანტები და აღნიშნული ლოგო სამარკო ნიშნად აქცია. დღეისთვის ეს ნიშანი ფრანკლენ ლუფრანის მიერ დარეგისტრირებულია 100-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი საზოგადოება, SmileyWorld, თანამშრომლობს ტანსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, კანცელარიის, სათამაშოების, საკვებისა და ა.შ. მწარმოებლებთან.
 
[[1997]] წელს, მისმა ვაჟმა, ნიკოლა ლუფრანმა განავითარა აღნიშნული ლოგოს 100-ზე მეტი ვარიაცია.
 
გრაფიკული სიცილაკების ნიმუშები:
{|
|-
| align="center" | [[ფაილი:SCongratulate.gif|19px]]|| მილოცვა
| align="center" | [[ფაილი:SConfident.gif|19px]]|| ნდობა
| align="center" | [[ფაილი:confused-tpvgames.gif]]|| დაბნეულობა
| align="center" | [[ფაილი:SDeep trouble.gif|19px]]|| ღრმა შეშფოთება
| align="center" | [[ფაილი:SFriendly.gif|19px]]|| მეგობრული
|-
| align="center" | [[ფაილი:SHurt.gif|19px]]|| ავადმყოფი
| align="center" | [[ფაილი:SInnocent.gif|19px]]|| უცოდველი
| align="center" | [[ფაილი:SHysterical.gif|19px]]|| ისტერიული
| align="center" | [[ფაილი:SIndifferent.gif|19px]]|| გულგრილი
| align="center" | [[ფაილი:SMocking.gif|19px]]|| დაცინვა
|-
| align="center" | [[ფაილი:SNasty.gif|19px]]|| ბოროტი
| align="center" | [[ფაილი:SSceptical.gif|21px]]|| სკეპტიკური
| align="center" | [[ფაილი:smile-tpvgames.gif|21px]]|| ღიმილი
| align="center" | [[ფაილი:SNive.gif|19px]]|| გულიბრყვილო
|-
| align="center" | [[ფაილი:SUpset.gif|19px]]||უკმაყოფილო
| align="center" | [[ფაილი:Very sorry.gif|19px]]|| "ძალიან ვწუხვარ"
| align="center" | [[ფაილი:SYawning.gif|19px]]|| მთქნარება
|} <br clear="all">
 
=== ტექსტური სიცილაკები (Emoticon) ===
[[ფაილი:Emoticons Puck 1881.png|thumb|ამერიკულ სატირულ ჟურნალში ''Puck'' წარმოდგენილი ტიპოგრაფიული სიცილაკები, 30 მარტი, 1881.]]
 
გრაფიკული სიცილაკების ანალოგს წარმოადგენს მათი ტექსტური ვარიანტები, რომელთა გამოხატვაში გამოიყენება მხოლოდ სასვენი ნიშნები. პირველი ტექსტური სიცილაკები ( '':-)'' და '':-('' ) გამოგონებულ იქნა [[1982]] წლის [[19 სექტემბერი|19 სექტემბერს]] კარნეჯი მელონ უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების კათედრის პროფესორის, [[ფალმანი, სკოტ ე.|სკოტ ე. ფალმანის]] მიერ უნივერსიტეტის ფორუმზე არსებული შეტყობინებების აღსანიშნავად.
 
ტექსტური სიცილაკების აგების პრინციპი მარტივია : საკმარისია თავი 90 გრადუსით შეაბრუნო მარცხნივ, რომ ადვილი გასარჩევია სტილიზებული სახის ფორმა, რომელშიც ორი წერტილი თვალებს გამოხატვს, ტირე - ცხვირს, ფრჩხილი კი - პირს. დღეისთვის არსებობს ტექსტური სიცილაკების მარცხნივ შებრუნებული ვერსიებიც, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.
 
ბევრი კომპიუტერული პროგრამა, მათ შორის word-ი, ინტერნეტ ფორუმები და მყისიერ შეტყობინებათა სერვისები (ე.წ. მესინჯერები) კლავიატურაზე აკრებილ ტექსტურ სიცილაკს ავტომატურად გარდაქმნის შესაბამის გრაფიკულ ექვივალენტად. ამგვარი გრაფიკული სახეები გაცილებით მდიდარია ვიზუალურად, მათ წასაკითხად არ არის საჭირო თავის შებრუნება, ზოგ შემთხვევაში ანიმაციურიცაა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი არ არის ASCII-ს ნიშნებით (American Standard Code for Information Interchange, ალფანუმერული ნიშნების გამოსახვის სტანდარტული კოდი) შეზღუდული და წარმოადგენს Gif –ის ფორმატის სურათებს.
 
== იაპონური სიცილაკები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიცილაკი“-დან