თავისუფალი საქართველო (პარტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sofio.sofia-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 13:
| საიტი = http://freegeorgia.ge/
}}
'''თავისუფალი საქართველო''' — მემარცხენე პოლიტიკური პარტია საქართველოში. შეიქმნა 2010 წლის შემოდგომაზე [[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010)|ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების]] შემდეგ. პარტიის ლიდერია თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე [[კახა კუკავა]].
 
==ისტორია==
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ 2010 წელს დააფუძნა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა, კახა კუკავამ თანამოაზრეებთან ერთად. ის თავს მიიჩნევს ჟურნალ „[[თავისუფალი საქართველო (ჟურნალი)|თავისუფალი საქართველოსა]]“, რომელიც 1913-1914 წლებში [[ჟენევა]]ში გამოიცემოდა, და საარჩევნო ბლოკ „[[მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო]]ს“ იდეურ მემკვიდრედ მიიჩნევს .
 
პარტიის ბოლო ყრილობა გაიმართა 2012 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში. „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], სადაც აიღო ხმათა 0,27%. რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ არჩევნებში [[ნაძალადევი]]ს ოლქში „თავისუფალმა საქართველომ“ დაიკავა მეორე ადრილი (17.26%), დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან 39.48% და გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურმა მოძრაობას“ (15.11%). 2013 წლის [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)|საპრეზიდენტო არჩევნებში]] „თავისუფალ საქართველოს“ მონაწილეობა არ მიუღია.
პარტიის ბოლო ყრილობა გაიმართა 2012 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია კახა კუკავა, ხოლო პოლიტიკური საბჭოს წევრებად: კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე, ზაზა აბაშიძე, მაგდა გაბრიჩიძე, თენგიზ ომანიძე, ვლადიმერ ბულბულაშვილი.
 
ამჟამად პარტია წარმოდგენილია [[თბილისი]]ს, [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს]], [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთისა]] და [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]] მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თითო წევრით.
==საშინაო პოლიტიკა==
„თავისუფალი საქართველოს“ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებია:
 
==პლატფორმა==
• ჯანდაცვა და განათლება: პარტია მიიჩნევს, რომ ამ სფეროებში სახელმწიფო არ უნდა იყოს ორიენტირებული ფინანსურ მოგებაზე და უნდა იზრუნოს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. უნდა შეჩერდეს საავადმყოფოების პრივატიზება და ექიმების საქმიანობა უნდა იყოს დაფასებული. სახელმწიფომ უნდა გაზარდოს მოქალაქეების დაზღვევისთვის დაფინანსება და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ხარჯები აიღოს საკუთარ თავზე. ასევე, უნდა გაიზარდოს სახელმწიფოსგან 100%-ით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.
პარტიის პროგრამაში საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანობის აღდგენა, [[საქართველოს სასამართლო ხელისუფლება|სასამართლოსა]] და [[საქართველოს ტერიტორიული მოწყობა|ადგილობრივი თვითმმართველობის]] რეფორმა. სოციალურ პოლიტიკაში ძირითდი მიმართულებებია საჯარო სამსახურის რეფორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების სახელმწიფო დაფინანსება, საპენსიო რეფორმა და დემოგრაფიული პროგრამის განხორციელება. პარტიის ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს ეროვნული წარმოებისა და გლეხობის მხარდაჭერას, [[მონოპოლია|მონოპოლიებთან]] ბრძოლას. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია საქართველოს თვითმყოფადობის დაცვა, ევროპული ინტეგრაცია და კონფლიქტების მოწესრიგება.
 
• დემოგრაფიული რეფორმა: პარტიის პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას საბინაო ფონდი ქალაქებში და საკარმიდამო მეურნეობები რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სხვ) - მრავალშვილიანი და უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებისთის, ეკოლოგიური მიგრანტებისთვის. სახელმწიფო დამატებით დაეხმაროს მრავალშვილიან ოჯახებს: უფასო კომუნალური მომსახურეობით, მუნიციპალური ტრანსპორტით და ფულადი დახმარებით. დევნილებს დაუკანონდეთ მათ მიერ დაკავებული ფართები.
 
• ეროვნული წარმოების მხარდაჭერა: პარტიის პროგრამის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შექმნას რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სახელმწიფო და კერძო კაპიტალის თანამონაწილეობით, რომელიც დააფინანსებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და იმპორტი. მცირე მეწარმეებს უნდა დაუწესდეთ ფიქსირებული გადასახადი.
 
• გლეხობის მხარდაჭერა: პარტია მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საძოვრების და ტყეების - თვითმმართველობა. სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს წინა და მოქმედი ხელისუფლების დროს უცხოელებისთვის გადაცემული მიწები და ტყეები. სახელმწიფომ გლეხები უნდა მოამარაგოს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარით წინასწარ ცნობილ, ფიქსირებულ ფასებში და ასევე უზრუნველყოს მოწეული მოსავლის ჩაბარება - ესეც ფიქსირებულ ფასში.
 
== საგარეო პოლიტიკა ==
„თავისუფალი საქართველო“ იბრძვის საქართველოს ევროპეიზაციისთვის. პარტიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია:
 
• ევროპული ინტეგრაცია: პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში და ევროპული ფასეულობების დანერგვა, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება;
 
• ურთიერთობა აშშ-სთან და ნატო-სთან: „თავისუფალი საქართველო“ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების მომხრეა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში. ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში. ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის გათვალისწინებით;
 
• ურთიერთობა რუსეთთან და კონფლიქტების მოგვარება: პარტია ემხრობა პირდაპირ დიალოგს რუსეთთან. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, დიპლომატიური, სოციალური ურთიერთობების აღდგენას და ნორმალიზებას. „თავისუფალ საქართველოს“ ამ გზით შესაძლებლად მიაჩნია აფხაზებთან და ოსებთან არსებული კონფლიქტების მოწესრიგება და საქართველოს დეოკუპაცია.
 
== არჩევნები ==
„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში]], თუმცა პარტიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“, რათა არჩევნების გზით მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილება ხელისუფლებისგან. რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე თვეში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, „თავისუფალმა საქართველომ" დაიკავა მეორე ადრილი (17.26%) და დამარცხდა მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატთან („ქართული ოცნება“ – 39.48%). პარტიამ გაუსწრო ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, „ნაციონალურმა მოძრაობას“ (15.11%).
 
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალ საქართველოს“ პოლიტიკური მოსაზრებების გამო მონაწილეობა არ მიუღია.
 
ამჟამად პარტია წარმოდგენილია [[თბილისი]]ს, [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს]], [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთისა]] და [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის]] მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თითო წევრით.
 
==სტრუქტურა==
პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. ყრილობებს შორის პარტიას მართავს შვიდკაციანი პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს წევრებია: [[კახა კუკავა]] (თავმჯდომარე), ალექსანდრე შალამბერიძე, ზაზა აბაშიძე, მაგდა გაბრიჩიძე, თენგიზ ომანიძე, ვლადიმერ ბულბულაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი. პარტიას გააჩნია ახალგაზრდული ორგანიზაცია.
 
==რესურსები ინტერნეტში==