სინაფსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''სინაფსი''' ([[ბერძნ.]] synapsis — შეერთება, კავშირი)
აგზნება ან შეკავება გადაეცემა მხოლოდ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ნეირონის სინაფსური დაბოლოებიდან (პრესინაფსიდან) მეორე ნეირონის სხეულზე, მის მორჩებზე ან ეფექტორული ორგანოს მემბრანაზე (პოსტსინაფსზე). პრესინაფსურ და პოსტსინაფსურ მემბრანებს შორის არს '''სინაფსური ნაპრალი'''. რომლის სიგანე სხვადასხვა სინაფსში რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ანგსტრემამდე მერყეობს. სინაფსის პრესინაფსური დაბოლოება, როგორც წესი, ნეირონის აქსონის გაფართოებული ნაწილისგან შედგება. აქ თავმოყრილია მიტოქონდრიების დიდი რაოდენობა, რაც მეტყველებს აქ მიმდინარე პროცესების მაღალ ენერგეტიკულ აქტივობაზე. არსებობს ამგზნები სინაფსები რომლებშიც ხდება პოსტსინაფსთა პოლარიზაცია, და შემაკავებელი სინაფსები, რომლებშიც მიმდინარეობს პოსტსინაფსური მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია.
ცხოველთა უმრავლესობაში აგზნების ან შეკავების სინაფსური გადაცემა სპეციალური ქიმიური ნივთიერებების - [[მედიატორი (ბიოლოგია)|მედიატორების]] საშუალებით ხდება. ასეთ სინაფსებში პრესინაფსურ დაბოლოებაში მოთავსებულია მედიატორით გავსებული ბუშტუკები - ვეზიკულები. მედიატორი სინაფსურ ნაპრალში ვეზიკულებიდან მცირე ულუფების, ქვანტების სახით გამოიყოფა პრესინაფსულ დაბოლოებაში [[სპაიკური პოტენციალი]]ს აღმოცენებისას. მედიატორის გამოყოფა პრესინაფსის მცირედი დეპოლარიზაციის დროსაც ხდება. ასეთ შემთხვევაში გამოყოფილი მედიატორის რაოდენობა მხოლოდ მინიატიურულ პოსტსინაფსურ პოტენციალებს იწვევს და
გარდა ქიმიური სინაფსისა, ზოგიერთ [[უხერხემლოები|უხერხემლო]] ცხოვველში (კიბოსნაირებში, რგოლოვან ჭიებში) დადგენილია ისეთი სინაფსის არსებობა, სადაც ინფორმაციის გადაცემა უშუალოდ ელექტრული დენის მოქმედებით ხორციელდება. ასეთ სინაფსში სინაფსური დაყოვნება პრაქტიკულად ნულის ტოლია. გარდა წმინდა ქიმიური და ელექტრული სინაფსებისა ვარაუდობენ ისეთი სინაფსის არსებობასაც, სადაც გადაცემა შეიძლება ორივე გზით.
|