სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
''Blackout''-ის წარმატებით პოპულარობამოხვეჭილმა სკორპიონსმა ცოცხალი წარმოდგენა მოაწყო 375 000 ფანის წინაშე სამ დღიანი ფესტივალის მეორე დღეს [[აშშ]]-ში. კონცერტი გააშუქა [[MTV]]-მ პირდაპირი ეთერით, რამაც ჯგუფის შესანიშნავი ცოცხალი წარმოდგენა კიდევ უფრო მეტ მაყურებელს უჩვენა.
 
ჯერ კიდევ [[1984]] წლამდე, ალბომის ''[[Love at First Sting (ალბომი)|Love at First Sting]]'' გამოშვებამდევე, სკორპიონსი უკვე შერაცხულიშერაცხილი იქნა როკის სუპერვარსკვლავად. სინგლები Rock You Like a Hurricane და Love at First Sting ჩარტების სათავეებში მოექცნენ და აშშ-ში ორჯერ გახდა პლატინის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სკორპიონსმა კვლავ მოახერხა სკანდალის მოწყობა ალბომის პროვოკაციული გაფორმებით. ზოგიერთმა მაღაზიამ ალბომის გაფორმება მეტისმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. [[MTV]]-მ სკორპიონსის ვიდეოებს Rock You Like a Hurricane, Bad Boys Running Wild, Big City Nights და პაუერ ბალადას Still Loving You ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ალბომის პოპულარიზაციაში. არხმა სკორპიონსი მონათლა კიდეც და როკის ელჩები უწოდა.
 
ჯგუფი ალბომის მხადრასაჭერად ინტენსიურ ტურნეებს მართავდა და გადაწყვიტა, ჩაეწერა და გამოეშვა მეორე ცოცხალი ალბომი ''[[World Wide Live (ალბომი)|World Wide Live]]'' [[1985]] წელს. მათი პოპულარობის მწვერვალზე ჩაწერეს რა მსოფლიო ტურნე, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ალბომი გამოდგა კიდევ ერთი წარმატება ჯგუფისთვის, აშშ-ის ჩარტებში - მეთოთხმეტე, ხოლო ბრიტანულ ჩარტები მეთვრამეტე ადგილს მიაღწია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონსი“-დან