არტ-ნუვო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
==ქართული არტ-ნუვო==
[[ფაილი:univermagi.jpg|thumb|300px|ყოფილი ძველი თბილისის უნივერმაღი (ამჟ. [[თი-ბი-სი ბანკის შენობა]]), აგებული 1910 წელს.]]
ცოტასთვის თუ არის დღეს ცნობილი, რომ საქართველოს შეუძლია დაიტრაბახოს შენობათა საკმაოდ მნიშვნელოვანი კოლექციით, რომელიც მე-19/20 საუკუნეების მიჯნაზე პოპულარულ არქიტექტურულ მიმდენარეობას მიეკუთვნება. საბჭოთა პერიოდში არტ-ნუვო ფენომენი ბურჟუაზიულ კულტურად იქნა შერაცხულიშერაცხილი და ამგვარად იგნორირებული იყო. მცირე კოლონიურ საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები, და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, კუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ. მრავალი საინტერესო არტ-ნუვო სამარხი მდებარეობს ისტორიულ სასაფლაოებზეც. თუმცა მიუხედავად ამისა მსოფლიოსთვის საქართველოს წვლილი ამ სტილში თითქმის უცნობია.
 
მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვო საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა ქუჩის მხარეს და ქართული ხის აივნებისა არტ-ნუვო დეკორაციებით ეზოს მხარეს. ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით არტ-ნუვო ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით, ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტ-ნუვო“-დან