ჰაფეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q6240
No edit summary
ხაზი 5:
 
ჰაფეზის ბიოგრაფიის მცირეოდენი ცნობებია შემორჩენილი. იგი დაბადებულა ქ. იეზდში. მამა ადრე გარდაცვლია. ოჯახი გადმოსახლებულა ქალაქ [[შირაზი|შირაზში]], სადაც გაიარა ჰაფეზის მთელმა ცხოვრბეამ. აქვე მიუღია კარგი განათლება და ახალგაზრდობაშივე გაუთქვამს სახელი როგორც ყურანის ზეპირად მცოდნეს (ამას მოწმობს მისი ფსევდონიმი "ჰაფეზი", რაც არაბულად ყურანის ზეპირად მცოდნეს ნიშნავს). ჰაფეზი ეკუთვნოდა ქალაქის ინტელიგენციის ფენას. ქონებრივი უპირატესობის მიუხედავად ჰაფეზმა უარი თქვა მეხოტბე პოეტის კარიერაზე, თუმც მას ბევრი ქვეყნის გამგებელი იწვევდა თავის კარზე. მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს თუ ჩართავდა ხოლმე თავის ლექსებში რომელიმე მეფისა თუ ვეზირის საქებარ სტრიქონს თავისი არსებობისა და დამსახურების შეხსენების მიზნით.
ჰაფეზის საფლავს შირაზის განაპირად მუსალის ბაღში, რომელიც წმიდათაწმინდა ადგილად არის შერაცხულიშერაცხილი, ამშვენებს ეპიტაფია ასეთი დასასრულით: "რამეთუ მუსალის ბაღში პოვა სავანე, მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე". სიტყვების "მუსალის მიწა" შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამი გვაძლევს 791 წ. ჰიჯრით, რაც ჩვენი წელტაღრიცხვის 1389 წ. შეესაბამება. ამ ძუნწი ცნობებით ამოიწურება ჰაფეზის ბიოგრაფია, დანარჩენს კი ლამაზი ლეგენდები შეადგენს, რომელიც ხალხმა შექმნა სათაყვანებელი პოეტის ირგვლივ. ეს ლეგენდები მოგვითხრობენ ჰაფეზის ბავშვობის უკიდურესი გაჭირვების, მისი ჭაბუკური სიყვარულისა და მისი ღვთაებრივი ნიჭის "ზეგარდმოვლენის" შესახებ, რასაც მისი ღაზალები ახდენდნე მკითხველსა თუ მსმენელზე.
 
== გავლენა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაფეზი“-დან