სონეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 61 interwiki links, now provided by Wikidata on d:q80056 (translate me)
No edit summary
ხაზი 9:
XVII საუკუნეში სონეტი ძირითადად სალონურ სალაღობო საშუალებას წარმოადგენდა, უფრო მასიური მოვლენა გახდა და თავისი პირვანდელი მიმზიდველობა დროებით დაკარგა. ამ დროის შემოქმედნი დიდი მგზნებარებით კამათობდნენ სონეტის არსისა და რაობის შესახებ, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ [[ბუალო, ნიკოლა|ბუალომ]] 1694 წელს დაწერილ შრომაში "პოეტური ხელოვნება" ("l’Art Poétique") სონეტის ფორმა მკაცრად დააკანონა, რამაც სონეტის დროებითი კვდომა გამოიწვია. რომანტიზმის ეპოქამდე სონეტი, მხოლოდ სალონებში განაგრძნობდა არსებობას, როგორც ელიტის თავშესაქცევი საშუალება და, როგორც ყოველ მასბორივად ქცეულ "გასართობს" ემართება ხოლმე, ამ დროს დაწერილი სონეტებიც ვერ ბრწყინავენ მხატვრული ღირებულებებითა თუ კონცეპტუალური სიახლეებით.
 
სანამ სონეტისათვის საფრანგეთში უძრაობის ხანა იდგა, ინგლისში ამ სალექსო ფორმამ ახალი სიდიადით გაიბრწყინა, [[1609]] წელს უილიამ შექსპირის სონეტების გამოქვეყნების შემდეგ. ამ სონეტების კრებულის წყალობით შექსპირი დღემდე ინგლისელთა უდიდეს პოეტად არის შერაცხულიშერაცხილი და კულტურული მნიშვნელობით მსოფლიო პოეზიის საგანძურშია შესული. შექსპირის სონეტები რენესანსული მსოფლხმედველობის ახლებურ ხედვას გამოხატავს. მსოფლმხედველობით–ფილოსოფიურ პლანში ეს არის დროის ფართო, სიმბოლური, ხოლო მაღალმხატვრულ–ესთეტიკურ პლანში კი – მასთან დაკავშირებული წუთისოფლის სიმოკლისა და მარადისობის, სილამაზის ფარდობითობისა და მარადიული მნიშვნელობის, ვერაგობისა და სიყვარულის მარადიული ურთიერთჭიდილის გააზრება.
 
[[რომანტიზმი|რომანტიზმმა]] სონეტს ახლად შთაბერა სული და ერთობლივად ევროპის სხვადასხვა კუთხეში ახლებური ჟღერადობა შესძინა [[კიტსი, ჯონ|კიტსის]], [[უორდსუორთი, უილიამ|უორდსუორთის]], [[მიუსე, ალფრედ დე|მიუსეს]] და სხვ. ლირიკაში. სონეტის ფორმალურმა შარმმა პარნასელი პოეტებიც არ დატოვა გულგრილი, თუმცა სონეტის ოქროს ხანა საფრანგეთში, პოეტურ ასპარეზზე [[ბოდლერი, შარლ|შარლ ბოდლერის]] და "ფრანგული პოეზიის წმინდა სამებად" შერაცხული ტრიადის: [[ვერლენი, პოლ|ვერლენის]], [[რემბო, არტურ|რემბოს]] და [[მალარმე, სტეფან|მალარმეს]] გამოჩენას უკავშირდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სონეტი“-დან