პარალიმპიური თამაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: tt:Паралимпия уеннары is a good article
ხაზი 1:
[[ფაილი:Paralympic flag.pngsvg|250პქ|მინი|ლოგო]]
[[ფაილი:Paralympics Opening Ceremony.jpg|250პქ|მინი|2004 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი [[ათენი|ათენში]].]]
'''პარაოლიმპიური თამაშები''' — [[ოლიმპიური თამაშები]]ს მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება თანდაყოლილი ან შეძენილი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებისთვის. [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს დახმარებით ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, იქვე, სადაც ოლიმპიური თამაშები იმართება. ასპარეზობის შემოღების იდეა უკავშირდება ინგლისელი ნეიროქირურგის — [[ლუდვიგ გუტმანი]]ს სახელს, რომელმაც [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ქალაქ [[ეილსბერი]]ში, სტიკ-მენდევილის ჰოსპიტლის ბაზაზე ხერხემლის ტრავმების სამკურნალო ცენტრი დააარსა. მან პირველმა ჩართო აქტიური [[სპორტი]] იმ ჯარისკაცთა რეაბილიტაციის პროცესში, რომლებსაც ზურგის ტვინი ჰქონდათ დაზიანებული. [[1948]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] სტოკ-მენდევილის ჰოსპიტალში გაიმართა პირველი შეჯიბრება [[მშვილდოსნობა]]ში ინვალიდებს შორის მონაწილენი სარბიელზე ეტლებით გამოვიდნენ. ტურნირი სიმბოლურად დაემთხვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღს. 1956 წელს ლუდვიგ გუტმანმა შეიმუშავა ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო ინვალიდთა სპორტის განვითარებას მთელ მსოფლიოში. 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა ინვალიდთა საერთაშორისო შეჯიბრება ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში. მონაწილეობდა 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი.