პარეიაზავრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 13 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q132831
No edit summary
ხაზი 14:
| commons =
}}
'''პარეიაზავრები''' ({{lang-la|Pareiasauria}}) — ამომწყდარი ბალახისმჭამელი [[ქვეწარმავლები]]ს ქვერიგი. მათი სხეულის სიგრძე 3 მ აღწევდა. ზოგიერთს ზურგზე ჰქონდათ ძვლოვანი ფირფიტების ჯავშანი, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყო განვითარებული მხრის სარტყლისა და გავის მიდამოში. კიდურები მასიური და თითქმის ვერტიკალურად მიმართული იყო, რის გამოც პარეიაზავრების ტანი, ქვეწარმავლების უმეტესობისაგან განსხვავებით, საკმაოდ მაღლა ჰქონდათ ხმელეთიდან აწეული. ქალა მოკლე, მაღალი, განიერი ყვრიმალებით და ზემოდან უხეშ სკულპტირებული. ყბებზე მომრგვალო, მსხვილი და კიდედაკბილულ-გვირგვინიანი ერთგვაროვანი კბილები იყო განლაგებული. ჰქონდათ სასის კბილებიც, რომლებიც ორივე მხარეზე სამ რიგად იყო გაწყობილი. ცნობილია სამხრეთ აფრიკისა და ყოფილი სსრკ ევროპის ნაწილის გვიანპერმული ნალექებიდან.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარეიაზავრები“-დან