ცხოველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
TaMu-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 33:
 
[[კატეგორია:ცხოველები|*]]
==ჯიშები და ინფორმაცია==
დიდი კატები
ე.წ. დიდი კატები ცხოველთა სამყაროს ყველაზე სწრაფი და სასტიკი წარმომადგენლები არიან. ნადირობისას მათი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა…
დიდი კატების 6 სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანთერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო გეპარდი (ავაზა) განსხვავებული ქვეჯგუფისაა. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე.წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის არც ერთ წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.
დედამიწაზე კატები 25 მილიონ წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე.წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეჭვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტავებლის ძირითადი უპირატესობა – ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლედა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.
დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით განსხვავდებიან. მაგალითად, ლომების ვეფხვების და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგურებს, თეთრ ლეოპარდებსა და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთრი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას, გეპარდის გარდა, აქვს ჩამალული ბრჭყალები.
დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთ-ერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ელვისებურად ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონაკლისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფურად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიჰყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.
სხვა დიდი კატებისგან განსხვავეით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუზე და მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძელვს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებზე მეტად სწრაფები არიან. ლომები იკვებებიან როგორც დიდი ცხოველებით, ასევე თაგვით ან გველით.
ძუ ლომი, როგორც წესი აჩენს 3-4 ბოკვერს, რომელთა აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვრები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამი თვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრი რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.
^თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებითა და ზიცფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არც ერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ —- მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერია.
^ გასაოცარი ზოლებიანი ბეწვის საფარი საუკეთესო შენიღბვას წარმოადგენს მონადირე ვეფხვისათვის. ვეფხვი ნადირობს შებინდებისას ან გვიან ღამით, როდესაც ხილვადობა ნაკლებია.
 
^ იაგუარი ბინადრობს ხშირ ტყეებში. ნადირობს ეულად. მოსი ნანადირევი მრავალფეროვანია. საკვებად მიირთმევს როგორც ირმის ხორცს, ასევე ბაყაყისას. მრისხანედ იცავს თავის კუთვნილ ტერიტორიას სხვა იაგუარებისაგან.
^ საკვების მოპოვების შემდეგ ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. იგი ჩინებული მცოცავია. ის მსხვერპლს მაღალ ღეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად.
უდიდესი კატები:
 
კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წწარმომადგენელი არის ვეფხვი. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ძალიან საშიშია. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამს აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც ძალიან ცივი კლიმატია, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც იცავს ვეფხვს ზამთრის სუსხისაგან. რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძალიან ცოტა საკვები მოიპოვება, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის სადარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფხვებისა; ამასთანავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც ეხმარება ვეფხვს როდესაც იგი თოვლში ჩასაფრებას ცდილობს.
ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ.
ვეფხვები ძალიან ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მასზე დიდი ნადირის დამარცხება. მას შემდეგ, როცა მოკლავს თავის მსხვერპლს, ვეფხვი მიათრევს გვამს მიყრუებულ ადგილზე, ძირითადად წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა ძალიან დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები რამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახებში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვები თავს იწესრიგებენ: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმოენ მდინარეებსა თუ ტბებში ცურვას.
ფარული მონადირეები:
 
ლეოპარდი დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეობარდი ერთ-ერთი ყველაზე კოხტა და მოხდენილი ცხოველია. მისი სხეული ზალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი ფარავს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ვეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც ადამიანი თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აძიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.
ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ასევე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მაღი მსხვეპრლის რიცხვს მიეკუთვნება როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე გაშხლართულს, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას იგი დიდ დროს უთმობს.
ბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი (თოვლის) ლეოპარდი, რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაღლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აქვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განსაკუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კილეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არც ერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.
დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია იაგუარი, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ბეწვის საფარით იგი ძალიან წააგავს ლეოპარდს. ნადირობისას მისი მთაგვაარი უპირატესობა მოთმინებაა. იაგუარი იკვებება ტროპიკული ტყეების სხვადასხვა მობინადრეებით. იაგუარის ნაკბენი განსაკუთრებულად სასტიკია. მისი ზედა და ქვედა ყბების განსაკუტრებული აგებულება საშუალებას აძლევს იაგუარს ჩაკბიჩოს, დაანაკუწოს და დაღეჭოს მსხვერპლი ძვლებიანად. სხვა დიდი კატების მსგავსად, იაგუარიც შებინდებისას ნადირობს. მსხვერპლის ძებნაში იგი ასობით კილომეტრს გადის.
გეპარდი, ანუ ავაზა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვარია. მისი ჩვეულებრივი სირბილის სიჩქარე 80 კმ/სთ-ია. ხოლო მსხვერპლის დევნისას სიწრაფე 112 კმ/სთ-ში აღწევს, თუმცა გეპარდს ამგვარი სიჩქარის ხანგრძლივად შენარჩუნება არ შეუძლია. იგი ნახტომში იჭერს მსხვერპლს. დიდი ზომის ნადირს ავაზა ბრჭყალებით განგმირავს გვერდიდან ან უკნიდან, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლი ძირს ეცემა, იგი ტელში სწვდება, ანწევრებს გვამს და ერთიანად ხარბად შთანთქავს.
ავაზა მხოლოდ თავისივე ნანადირევს მიირთმევს. ამასთანავე იგი უხმოდ დაუთმობს თავის მსხვერპლს მასზე უფრო დიდი ზომის კატებს.
ლეკვი გეპარდები ძლიერ უსუსურნი არიან, რის გამოც ისინი ხშირად სხვა მტაცებლების მსხვერპლი ხდებიან. ხშირად გეპარდის ლეკვები საფრთხეში საკუთარი ოჯახის წარმომადგენლები აყენებენ : დაწყვილების პერიოდში მამალი გეპარდი დედალს ტყვეობაში ამყოფებს, რის გამოც ძუ გეპარდს არ აქვს საშუალება გამოკვებოს თავისი ლეკვები. ასეთ შემთხვევაში პატარები ხშირად შიმშილით იხოცებიან.
მომაკვდავი ჯიში:
 
მოზარდი იაგუარებისათვის ბუნაბაში არც ერთი ცხოველი საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა გიგანტური ანაკონდისა. იაგუარს საფრთხეს მხოლოდ ადამიანი უქმნის. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც იაგუარი ბინადრობს, ადამიანებს სჩვევიათ დროდადრო მისი დახოცვა, თუმცა უმეტესი ნაწილი დიდი კატების ამ წარმომადგენელს პატივს სცემს და მის ასაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად ამისა, იაგუარების რიცხვი მაინც კლებულობს. ამ მტაცებლის ძვირფასი და ულამაზესი ბეწვი მონადირეთა ყურადღებას იპყრობს. მართალია, დღეისათვის იაგუარებზე ნადირობა კანონით აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობა მაინც ხშირია. ასევე სწრაფი ტემპით ნადგურდება იაგუარების თავშესაფარი ტყიანი ადგილები.
ქართულ, ზოოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრებულია კანჯარის შესატყვისი ორი ტერმინი – კულანი და ონაგრი. ხშირად მას გარეულ ვირს მიაკუთვნებენ, სინამდვილეში პრიმიტიული გარეული ცხენია, ბინადრობს შუა აზიაში (თურქმენეთი, ირანი, ავღანეთი, მონღოლეთი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ტიბეტი, ნეპალი და დასავლეთი ინდოეთი).
საქართველოში მისი არსებობა მითითებულია XII-XIII საუკუნეებამდე. სხეულის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, წონა 120-127 კილოგრამს, აქვს მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, ხერხემლის გასწვრივ შავი ზოლი გასდევს. ფაფარი მოკლე აქვს. სწრაფად დარბის (70 კმ-მდე საათში), ძალზე ამტანი ცხოველია. შობს ერთ კვიცს. იკვებება 100 სახეობამდე ბალახოვანი მცენარით. ცხოვრობს ოჯახების სახით. საშუალოდ ჩლიქოსანთა მსგავს გაერთიანებებში 5-11 ცხოველია, ზოგჯერ მეტიც. შემოდგომაზე და ზამთარში ერთიანდებიან რემებად, სადაც თავმოყრილია 100 და მეტი ინდივიდი.
რუსთაველს პოემაში კანჯარი ერთხელ ჰყავს ნახსენები:
"ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი."
რუხი, ანუ ჩვეულებრივი. გვხვდება ევროპაში, აზიაში (გარდა ტროპიკული განედებისა) და ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში. ხასიათდება დიდი ეკოლოგიური პლასტიკურობით, ცხოვრობს სხვადასხვა ლანდშაფტში. მთაში ვრცელდებიან სუბალპური და ალპური სარტყლების ჩათვლით. გამრავლების პერიოდში წყვილ-წყვილად ცხოვრობენ, შემოდგომასა და ზამთარში – ხროვებად. მძუნაობს ზამთრის მიწურულს, ყრის 3-13 (ხშირად 9) ლეკვს; მონოგამია, ამიტომ, როცა ძუ მგელი ორ თვეს ლეკვებს უვლის, მამა მგელს საჭმელი მოაქვს. ცოცხლობს 5-6 წელს, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ერთი წლის ასაკში. აქტიურია დღისით და ღამით. იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, მღრღნელებით, ხშირად ჭამს ნაყოფს და კენკრას. ნადირობს ძირითადად მიპარვით და დევნით. თავს ესხმის შინაურ ცხოველებსაც.
"ვეფხისტყაოსანში" ნახსენებია მგლის მტაცებლური ბუნება. როცა ტარიელმა შემუსრა ხატაელები, მათ გადაწყვიტეს მლიქვნელობით მოეგოთ მისი გული:
"ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა თხანია".
სხვაგან გამოყენებულია მგლისა და ბატკნის თანაცხოვრების ბიბლიური მეტაფორები:
"შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს"
ლომი გავრცელებულია ცენტრალურ აფრიკაში (ფართოდ), ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში (ლოკალურად). მხეცის არეალი ისტორულ წარსულში მოიცავდა აფროევრაზიის დიდ სივრცეს. ლომი ძალიან დიდი მტაცებელია – ხვადი სიგრძეში აღწევს 180-240 სმ., კუდის (60-90 სმ.) გარეშე. იწონის 180-227 კგ. მიუხედავად ვეებერთელა სხეულისა, კოხტა აგებულებისაა. თავი ძალიან მასიურია, გრძელი დრუნჩით. კიდურები არ არის მაღალი. გრძელი კუდის წვეროში ფუნჯია. ხვადისთვის ფრიად დამახასიათებელია გრძელი ფაფარი. იგი ფარავს სხეულის კისერს, მხრებსა და მკერდს, დანარჩენ სხეულზე ბალნის საფარი მოკლეა, თაფლისფერი. ფაფარი გაცილებით მუქია. ყველა ამ თვისების გამო ლომს დამსახურებული ეპითეტი – ნადირთა მეფე უწოდეს. ლომი, უწინარეს ყოვლისა, გარეგნული იერითაა მეფე, ზვიადია მისი გამოხედვა, იყურება მაღლა, თითქოს არავინ ჭაჭანებდეს დედამიწაზე, დიდებული და კონცენტრირებულია მხეცის სახის გამომეტყველება. მის მზერაში ყოველთვის რაღაც აზრია ჩადებული. ლომის "პორტრეტის" მსგავსი დახასიათებისას, არ შეიძლება პარალელი არ გავავლოთ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტთან, გავიხსენოთ ტარიელის სიტყვები:
"მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა – ნაკვთად".
სხვაგან:
ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა".
ხვადსა და ძუს შორის აშკარად არის გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი, უკანასკნელი გაცილებით პატარაა ზომებში და ფაფარს მოკლებული.
განსხვავებით ჯიქისაგან, ლომი (ასევე ვეფხვიც) ხეზე ვერ გადის. ცხოვრობენ პატარ-პატარა ოჯახებად, რასაც პრაიდს უწოდებენ. ოჯახში შედის ერთი ან ორი ზრდასრული ხვადი, რამდენიმე ძუ და სხვადასხვა ასაკის ბოკვერები. სულ ოჯახში გაერთიანებულია 7-10 ან უფრო მეტი ინდივიდი (იშვიათად ოცდაათამდე). ბოკვერი იბადება თვალხილული, იზრდება ნელა და მხოლოდ ხუთი- ექვსი წლის ასაკში აღწევს ზრდასრულ ფაზას. ამიტომ არის, რომ მტაცებლები ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ნადირობენ საღამოს, უფრო იშვიათად ღამით, დღისით ისვენებენ. თავის სარჩენად ლომს წელიწადში ასი მსხვილი ნადირი სჭირდება. მათზე ნადირობა თვით მსგავსი მტაცებლისთვისაც არ არის იოლი საქმე. ჩლიქოსნები ხშირად უსხლტებიან დადევნებული მტრის ვეებერთელა ტორებსა და ბასრ ეშვებს. ამიტომ ძუ ლომთა რამდენიმე ინდივიდი ჩასაფრებითა და მირეკვით ნადირობს. ხვადის როლი მთელი ამ ზაკვახიმანდრული ფანდებით აღსავსე თავდასხმაში, ბრდღვინვა–ღრიალია. ამ დროს ფეხზე მდგომი მხეცი თავს რამდენადმე ქვემოთ სწევს, გვერდებს შეზნიქავს, მკერდს მაქსიმალურად შლის და "ჭექაქუხილიც" იწყება. თავზარდამცემი ხმა სავანის ტრიალ სივრცეში შვიდ-რვა კილომეტრზე ისმის, შიშისაგან ყველა სულიერი ან ადგილზე ქვავდება, ანდა უთავბოლოდ გარბის.
ლომის ეს კოლოსალური ფიზიკური მონაცემები შესატყვისი ექსპრესიით აქვს შოთა რუსთაველს გადატანილი თავის გმირებზე.
ტარიელზე:
"ასრე უჩს მოკვლა ლომისა, მართ ვითა ლომსა – ვაცისა;"
"გარდახდა და თაყვანისცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა";
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა ტროპიკული ნაწილისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ვხვდებით ყველგან – ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, მთაში აღწევს სუბალპურსა და ალპურ სარტყლებს, სახლობს კულტურულ ლანდშაფტებშიც. საშუალო ზომის ცხოველია (სხეულის სიგრძე 60-90 სმ, კუდისა – 40-60 სმ, წონა 5-10 კგ). გრძელი კუდი ფაფუკია და სწრაფი სირბილის დროს ნადირი მას დასაბალანსებლად იყენებს. ფეხები შედარებით მოკლეა, ყურები – დაცქვეტილი. იკვებება ძირითადად ცხოველებით, ასევე მცენარეულითაც. მეტწილად ნადირობს მღრღნელებზე. ხელიდან არ უშვებს ფრინველებზე თავდასხმის საშუალებას. საკვებით ნაკლულ წლებში ეტანება ლეშს. მრავლდება წელიწადში ერთხელ. ნაყარში 3-6 ლეკვია, იშვიათად – 12-მდე. აქტიურია ადრე დილით და გვიან საღამოს, ზაფხულობით კი დღე-ღამის განმავლობაში.
"ვეფხისტყაოსანში" ორჯერ არის ნახსენები, ორივეჯერ ხაზგასმულია ამ ცხოველისთვის ჩვეული ქცევები. მაგალითდ, როსტევანის ვაზირის მეფის სასახლიდან გაპარვას რუსთველი ასე აღწერს:
"გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს"
მტრედის გვარიდან საქართველოში გავრცელებული სახეობებია გვიძინი, ქედანი და ვეჟანი მტრედი. ჩვენს ქვეყანაში ეს უკანასკნელი ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის ადამიანის სამოსახლოსთან. სწორედ გარეული, ანუ ვეჟანი მტრედია შინაური მტრედების (450-მდე ჯიში) წინამორბედი. ბუდობს კლდეების ნაპრალებში, ნაგებობებში, გამოქვაბულებში. კვერცხდება აპრილსა და ივნისში. ერთ ჯერზე დებს თითო კვერცხს. კრუხად მორიგეობით ორივე ფრინველი ჯდება. საკვებს შეადგენს კულტურული მარცვლოვნები (მეტწილად ხორბალი - კენკავს მიწიდან), ჭამს სარეველი მცენარეთა თესლს. პოემაში პოეტს მარგალიტთან მტრედის კვერცხიც აქვს შედარებული:
"კვლა მარგალიტი ათასი, მართვ ვითა კვერცხი ტრედისა;"
სხვაგან ნესტანის ფიქრები პოეტს მტრედის ფრენას აგონებს:
"სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი";
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ცენტრალურ აზიაში, ირანში, ავღანეთში, ბელუჯეთში, ჩრდილოდასავლეთ ინდოეთში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში, როგორც მობუდარი ფრინველი თითქმის ყველგან ვრცელდება. სხეულის სიგრძე აღწევს 95-105 სმ-ს, ფრთების შლილი - 240-280 სმ-ს, იწონის 6,5-11,2 კგს. თავი და კისერი მკერდამდე ღინღლით არის დაფარული. ზრდასრულს აქვს თეთრი "საყელო". შეფერილობა თიხისებრ-მურაა, ფრთები - ღია-მურა. გვხვდება პატარა გუნდებად. იკვებება მსხვილი ცხოველების მძორით (ლეშით). ორბის გაუმაძღრობა მეტაფორად იქცა, ჯერ მსხვერპლის შიგნეულობას შეექცევა, შემდეგ - დანარჩენს. კვერცხდება ხდება მარტში, დებს ერთ კვერცხს. კრუხობს მონაცვლეობით ორივე მშობელი. მშობლები მართვეებს ამონანთხევით კვებავენ. ორბი პოემაში ერთხელ არის მოხსენებული. ცხენზე ამხედრებული ავთანდილი ისრით ჩამოაგდებს ცაში მფრინავ ორბს. ავთანდილის ცხენიდან ჩამოხტომა და ორბის ფრთების დაჭრა განპირობებულია ორბის მძვინვარე ხასიათით, რომელსაც შეუძლია სახიფათოდ შეუტიოს მტერს. ამგვარად, რუსთაველმა იცის მტაცებელთა ქცევები, თვისებები და ხშირად რეალურად აღწერს მათ. აი, ეს სიუჟეტიც:
"მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა,
ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა.
გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა"
ვხვდებით ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მაროკოს ჩრდილოეთში. საქართველოში, როგორც მობინადრე ფრინველი, გვხვდება ყველგან. საშუალო ზომის მტაცებელია: სხეულის სიგრძეა 48-62 სმ, ფრთების შლილი - 90-120 სმ, წონა 600-1100 გრ. დედალი მამალზე დიდია. ქორის სხეული ზემოდან მორუხო-ვეჟანია, სხეულის ქვედა ნაწილი მონაცრისფრო-თეთრია, წვრილი, გარდიგარდმო ზოლებით. ფრთხილია, გვხვდება ცალად ინდივიდებად. ბუდეს მაღალ ხეზე იკეთებს, გაზაფხულზე დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს მეტწილად დედალი. იკვებება საშუალო და მცირე ზომის ფრინველებით, მღრღნელებით. ფრინველებს ჰაერში ფრენისას აიძულებს ხეზე ან მიწაზე დასხდომას, შემდეგ ბრჭყალებით იჭერს და შეექცევა.
შოთა რუსთაველს პოემაში ქორი სამჯერ ჰყავს ნახსენები. ტარიელის მიერ ხატაელების დალაშქვრას რუსთაველი ქორის მიერ გნოლების დაწიოკებას ადარებს:
"შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;"
სხვაგან, ფრიდონი ტარიელს გაცნობისას შემდეგ უამბობს:
"დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,
ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე".
ყარყუმი გარეგნულად ჰგავს ამავე ოჯახში გაერთიანებულ, საქართველოში მობინადრე მტაცებელს – დედოფალას, მაგრამ ამ უკანასკნელზე დიდია. ტყის ცხოველია, ბინადრობს ტაიგის წიწვოვან ტყეებში, უფრო სამხრეთით – შერეულ ტყეებში, იჭრება ტყე-სტეპებშიაც. დედოფალასავით სისხლის მსმელი არ არის, მაგრამ აგრესიული მტაცებელია. იკვებება თაგვისებური მღრღნელებით, წყალსატევებში იჭერს ბაყაყებს, ადვილად უსწორდება გველსა და ხვლიკებს. ზოგიერთ წელიწადს, როცა მღრღნელების პოპულაცია მცირდება, ნადირობს ფრინველებზე. შესანიშნავად დარბის ხეებზე, მაგრამ მსხვერპლს ეძებს ნიადაგზე. აქტიურია დღისით და ღამით, ზაფხულში და თვით ციმბირულ ზამთარშიაც. სხეულის ზომა 26 სმ-ია (დედოფალასი – 20 სმ-მდე). წელიწადში ერთხელ მრავლდება, შობს 3-5, ზოგჯერ 8-10 ნაშიერს. ყარყუმის ბეწვი ძვირფასია, იყენებენ ტანსაცმლის მოსართავად.
ძველად მისი ტყავიდან ქალის ტანსაცმელს კერავდნენ. თინათინის წინაშე წარმდგარმა ავთანდილმა სწორედ ასეთ სამოსში იხილა თავისი სატრფო:
"გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმი უსაპირონი".
გავრცელებულია ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი. ცხოვრობენ წყვილად და გუნდების სახით ხეებზე, მიწაზე. გამრავლებას იწყებს მარტში. ბუდეს აკეთებს მამალი და დედალი მაღალ ხეებზე, დებს 4-5 კვერცხს, კრუხობს ძირითადად დედალი, ბახალებისთვის საკვები მოაქვს მამალს, მოგვიანებით – დედალსაც. ყველაფრისმჭამელია – ნადირობს უხერხემლო ცხოველებზე, ბარტყებზე, კვერცხებზე, ქათმის წიწილებზე, ეტანება მცენარეულ საკვებს; ზამთარში, დასახლებულ ადგილებში, თავი გააქვს საკვების ნებისმიერი ნარჩენით.
პოემაში ყვავი ადამიანის უარყოფითი ქცევის, თვისებების მეტაფორად არის გამოყენებული. როცა ავთანდილი წაიკითხავს ფატმანისაგან მიწერილ სამიჯნურო წერილს, გაკვირვებული ამბობს:
"თქვა: ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია";
ავთანდილი თავს არ პატიობს ფატმანთან დროებით გამიჯნურებას, იგონებს რა თინათინს, იგი თავის თავს ლანძღავს:
"უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!"
ფრიად სახასიათოა ვაჭარ უსენზე ფატმანის სიტყვები:
"მართლად თქმულა: არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი."
ბუდობის არეალი ვრცელია, მოიცავს ევრაზიასა და ამერიკას (ტუნდრიდან ნოტიო ტროპიკულ ტყეებამდე). საქართველოში ყველგან გავრცელებული მობინადრე ფრინველია. ბეღურასნაირთა რიგის ყველაზე დიდი ზომის ფრინველია, სხეულის სიგრძე აღწევს 70 სმ-მდე, წონა 1,6 კგ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. ბუმბული შავია, ასევე შავია ნისკარტი და ფეხებიც. ახასიათებს დაბალი ტონალობის ყრანტალი. მონოგამიური ფრინველია – წყვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობს. ბუდობს მაღალ ხეებზე, შენობებზე. მარტში დებს 4-7 კვერცხს. შთამომავლობას ორივე მშობელი კვებავს. ყველაფრისმჭამელია, მაგრამ ძირითადად ლეშით იკვებება, თავს ესხმის ასევე მღრღნელებს, ბარტყებს, კვერცხებს, თევზებს, მწერებს; ეტანება მარცვლოვან ბალახთა თესლს.
რუსთაველს ყორანი რვაჯერ აქვს მოხსენებული. ფრიად დრამატულია ნესტანის თხოვნა ტარიელისადმი – არ დაივიწყოს, რამეთუ ვეღარ იცოცხლებს და გახდება ყორანთა დასახივარი:
"შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად".
არეალი მოიცავს ყველა კონტინენტს; აღნიშნულია 20-ზე მეტი ქვესახეობა. საქართველოში მობინადრეა და ფართოდ გავრცელებული. სხეულის სიგრძეა 36-48 სმ, ფრთების შლილი - 95-110 სმ, წონა 445-920 გრ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. სხეულის ზედა მხარე შეფერილია მუქი ცისფერიდან მუქმურამდე, სხეულის ქვედა მხარე ღიაა - თეთრი ან მოყვითალო, დაფარული მუქი განივი ხაზებით. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ფერდზე, იშვიათად - მიწაზე. გაზაფხულზე დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი (მეტწილად დედალი). მართვეებს კვებავს მამალი, დედალი ნანადირევს გლეჯს და ასე სთავაზობს შთამომავლობას. ნადირობს სხვადასხვა ფრინველზე (მტრედი, გნოლი, იხვი, ბეღურასნაირნი). მსხვერპლს ჰაერში ბრჭყალებით ესხმის თავს. ნადავლის მოსაპოვებლად, პიკირებისას, ფრინველებს შორის ავითარებს რეკორდულ სიჩქარეს - 100 მეტრს წამში. ჩვეულებრივ ფრენს ფრთხიალით და ხშირი ლივლივით. შავარდენს სანადიროდ ჩვენს ერამდე წვრთნიდნენ ჩინეთსა და ინდოეთში. პოემაში ეს მტაცებელი ფრინველი სამჯერ არის ნახსენები, ორჯერ ნადირობისას, ერთხელ გამოყენებულია შედარებისათვის. შავარდენი ყველაზე სწრაფი ფრინველია. იცის რა ეს რუსთაველმა, ფრიდონს თავის ცხენს ამ მტაცებელს შეადარებინებს:
"ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა".
შვლის არეალი მოიცავს ევროპას, მცირე აზიას, კავკასიას. საქართველოში გარდა უდაბური ტრამალებისა, თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ვაცის სხეულის სიგრძე 110-130 სმ-ია, წონა 20-26 კგ. მამრს მომცრო რქები აქვს, 3-5 შტოიანი. რქებს იცვლის ოქტომბერ-დეკემბერში. ბალნის საფარი ზაფხულობით მოყვითალომოოქროსფრო- წითურია, მუცელი – ღია ფერის, ზამთარში – მურა-ნაცრისფერი ხდება. ნუკრი პირველ განგურამდე ხალებიანია. სხეულზე თეთრი ხალები სწორხაზოვნად არის განლაგებული. აქტიურია საღამოთი და ადრე დილით, ზამთარში – დღის საათებშიაც. ზაფხულობით განმარტოებით ცხოვრობს, ზამთარში ჯოგებად (20-30 სული) იკრიბება. ხურაობა ივლისაგვისტოშია. ფურისთვის ვაცებში ურთიერთჭიდილი იმართება. მდედრი შობს ერთ-ორ ნუკრს, იშვიათად სამ-ოთხსაც.
პოემაში შველი შედარებისათვის არის გამოყენებული. როდესაც სამი რაინდი ქაჯეთის ციხიდან ნესტან-დარეჯანს იხსნის, ნაწარმოებში ნათქვამია:
"თავნი მათნი გაალომნეს, მათნი ბრძოლნი იშვლეს, ითხეს".
იგივე ქურციკი. მისიარეალია: არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი (გადაშენებულია), აზერბაიჯანი, შუა აზია, ავღანეთი, პაკისტანი. ეტანება მყარგრუნტიან (თიხიან, ქვიან) უდაბნოებს, ქვიშნარ უდაბნოებში ზამთარში მიგრირებს. სხეულის სიგრძე 70-115 სმ-ია, წონა – 18-33 კგ; აქვს საკმაოდ გრძელი კუდი – 15-20 სმ. რქები მხოლოდ მამრებს გააჩნიათ, სიგრძით 25-43 სმ, იშვიათად, გაცილებით მოკლე (5 სმ-მდე). სხეულის ზურგი და გვერდები ქვიშისფრად არის შეფერილი. მუცელი, კისერი და კიდურების შიგნითა ნაწილი – თეთრია. ჩამოშვებული კუდი უკანა ტანის თეთრ "სარკეს" შუაზე ჰყოფს. მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9 თვის, მამრები – 18 თვის ასაკში. ქურციკი აჩენს 1-2, იშვიათად 3-4 ციკანს (ლიკლიკას). ცოცხლობს 10-12 წელს. ზაფხულში ცხოვრობენ ოჯახებად (10-15 ინდივიდია), ზამთარში ერთიანდებიან ფარებად (რამდენიმე ასეული). 100 წლის წინათ ქურციკი სამხრეთ კავკასიაში იყო გავრცელებული, თბილისიდან ბაქომდე არსებულ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. საქართველოს ფარგლებში, უმთავრესად, შირაქ-ელდარსა და ივრის ზეგანზე გვხვდებოდა, აქ ასეულობით სული ჯეირანი ძოვდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ცხოველის საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე პოპულაცია განადგურდა, აზერბაიჯანიდან შემოსულ თითო-ოროლა ინდივიდს კი ბრაკონიერები უღებდნენ ბოლოს.
"ვეფხისტყაოსანში" ქურციკზე არაერთხელ არის ნათქვამი:
"...ქურციკი მაღლად მხლტომელი".
ჯიქის საცხოვრებელი ტერიტორია ბევრად აღემატება კატისებრთა ოჯახის ნებისმიერი სხვა სახეობის, მათ შორის ლომისა და ვეფხვის არეალებს. ამჟამად კავკასიაში ჯიქი ძალიან იშვიათი ცხოველია. ჯიქის საბინადრო გარემო ერთობ მრავალფეროვანია. იგი ცხოვრობს ნოტიო ტროპიკებისა და სუბტროპიკების უღრან ტყეებში, მანჯურიისა და თალიშის ტიპის ფოთოლმცვივან, რელიქტურ ტყეებში, ვაკე ადგილების გაშლილ სავანებში, ვაშლოვანისა და ბათხიზის (შუა აზია _ ტაჯიკეთი) ტიპის ნათელ, სავანოიდურ ტყეებში, დიდი კავკასიონის შესატყვის მთის ტყეებში, ხოლო ზაფხულში – მაღალმთის ალპურ სარტყელში. ლეოპარდი ვეფხვზე პატარა ზომისაა. სხეული სიგრძეში აღწევს 91-180 სმ., კუდი – 75-100 სმ., წონა ჩვეულებრივ 32-40 კგ. შორის ცვალებადობს, იშვიათად 100 კგ. აჭარბებს. სხეულის ბეწვის ფერის საერთო ტონალობა ოქროსფერი ან ჩალისფერ- მოყვითალოა. ამ ფონზე (მთელ ტანსა და კუდზე) მიმოფანტულია ხშირი, რგოლისებრი ლაქები. ასეთი შეფერილობა სრულ ჰარმონიაშია ტყის იარუსებში შეღწევად, მზის სხივებისაგან შექმნილ შუქ-ჩრდილებთან.
ცხოველები
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა.
მგელი
 
მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა ) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი და რუხი მგელი . რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია.
დათვი
ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიადა შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს.
 
პანდა
 
გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები,ასევე ტოტები,ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს.მას დიდი რაოდენობით პანდა სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დაღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება,ზოგჯერ მეტიც.თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.
მელა
გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელია ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს
თეთრი ლომი
 
 
 
გვარი პანტერას და კატისებრთა ოჯახის წევრია. დღეს ბუნებაში ლომი გავრცელებულია აფრიკაში, სახარას ჩრდილოეთით, და ინდოეთში, გის ფორესტ ეროვნულ პარკში. ლომი გაქრა ჩრდილოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკიდან ისტორიული დროის ფარგლებში. დაახლოებით 10 000 წლის წინათ, ლომი, ადამიანის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძუძუმწოვარი იყო. ის ამერიკაშიც კი, გვხვდებოდა.
აფრიკაში ლომის პოპულაცია ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ოცდაათიდან ორმოცდაათ პროცენტამდე შემცირდა. ლომის პოპულაციის შემცირების მთავარი მიზეზია ჰაბიტატის დაკარგვა და ადამინათან კონფლიქტი.
 
არწივი
 
არწივის სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს, მაგრამ მთის არწივის ნადავლს ძირითადად საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველ-ფრინველი შეადგენს. ის ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ
ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.
 
 
 
 
 
 
ჯიქი
 
 
 
 
 
ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების შემთხვევები კოდორისა და ბზიფის ხეობებში.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის უღრან ტყეებში კლდოვან ფერდობებზე, ხევებში,
მდინარეთა ნაპირას ბუჩქნარებში. შეუძლია ადვილად ასვლა ხეებზე, სადაც ისვენებს და უთვალთვალებს მსხვერპლს. აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას . ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით ნადირთა ბილიკებზე და წყალსალევებთან. იკვებება ძირითადად გარეული ჩლიქოსნებით, ზოგჯერ ესხმის შინაურ ცხოველებს, კერძოდ-ძაღლებს, იშვიათად ადამიანსაც კი. მძუნაობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ იანვარში , მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 3 თვეა. მდედრი შობს 1-3 თვალაუხელელ ნაშიერს, რომლებიც თვალებს იხელენ 10-12 დღის შემდეგ.
 
ჯიხვი
 
 
 
დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წიტელ ნუსხაში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე.
 
 
 
 
ირემი
 
 
 
წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.
 
 
 
ლამა
 
 
 
 
 
წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა. კუზი არ გააჩნია, აქვს გრძელი კისერი, გრძელი და წვრილი ფეხები, დიდი თვალები და ყურები, გრძელი და სქელი ბეწვით დაფარული სხეული. ფეხის კორძები სუსტად აქვს განვითარებული. სხეულის სიგრძე 120-175 სმ, მასა 48-96 კგ აღწევს.
 
 
 
აქლემი
 
 
 
ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.
 
იხვი
 
 
 
 
 
შინაური იხვი წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები).
ავაზა
 
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.
მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.
ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის მუტაცია: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ.
 
 
ცხოველები
თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
?
ცხოველები
ედუარდ ჰიქსი, ნოეს კიდობანი
 
მეცნიერული კლასიფიკაცია
 
სამეფო: ცხოველები
 
ლათინური სახელი
Animalia
ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები — ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები,ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები,ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგია, ენტომოლოგია, იქთიოლოგია, ჰერპეტოლოგია, ორნითოლოგია,თერიოლოგია, მალაკოლოგია და სხვა.
მნიშვნელობა[რედაქტირება]
ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. მათ იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგ ცხოველს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგისათვის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება. ამ მნიშვნელობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო. მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (თუმცა შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.
ლიტერატურა[რედაქტირება]
• ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 11, გვ. 255, თბ., 1987
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
პორტალი ცხოველები
 
პორტალი ზოოლოგია
 
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ცხოველები
• ხეები
• ცხოველთა მრავალფეროვნება
• ARKive - გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, მსოფლიო მასშტაბით
• სამეცნიერო ამერიკული ჟურნალი.
კატეგორია:
• ცხოველები
 
 
ცხვირა მაიმუნი
ცხვირა მაიმუნი, ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.
 
ინფორმაცია მაიმუნებზე
 
მაიმუნები, ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალია, ანთარი, მანდრილი, გვერეცა და სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი - მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. მაგოტი, პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა - 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა - 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. მაიმუნების უმრავლესობა სქესობრივად მწიფდება 3-5 წლისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნები - 7-10 წლისა. პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები - 40 წელს და მეტსაც. ტყვეობის (ზოოპარკის) პირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ. მაიმუნები ცნობილია პლეისტოცენიდან. მაიმუნების სისტემატიკის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაიმუნების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, რომელთაგან აღსანიშნავია საგუინი, როზალია; კაპუცინისებრნი, რომელთაგან საყურადღებოა, რომელთაგან საყურადღებოა კაპუცინი, კოატა, ღრიალა მაიმუნები და სხვები. ორივე ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანთრისებრნი ბინადრობენ აფრიკაში, აზიასა და გიბრალტარზე, მათ შორის აღსანიშნავია ანთრები, პავიანები, მაკაკები. ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახშია გიბონები, შიმპანზე, გორილა და ორანგუტანი; გავრცელებული არიან ტროპიკულ აზიაში. ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანების ოჯახი.
 
--ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები, ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები: როცა ვერტიკალურად დგანან, ხელები მუხლისთავს ქვემოთ სწვდებათ. მიწაზე დადიან ნახევრად ვერტიკალურად და ეყრდნობიან ხელის თითების ზურგის მხარეს. ლოყისუკანა პარკები, ტუჩების წითელი ლორწოვანი გარსი, საჯდომი კორძები და კუდი არა აქვთ, ცხოვრობენ ხროვად. გამრავლებისათვის გარკვეული დრო არა აქვთ, რადგან კვერცხუჯრედი თვედათვე მწიფდება. მაკეობა გრძელდება 9 თვემდე. შობენ ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს ახწევენ 9-10 წლის ასაკში. ცოცხლობენ 20-50 წლამდე. თავის ტვინი საკმაოდ რთული აგებულებისა აქვთ. სხეულის სიგრძე — 1,5-2 მ, წონა — 60-250 კგ აღწევს.
ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებით ადამიანის მსგავსი მაიმუნები სხვა მაიმუნებთან შედარებით ყველაზე ახლო დგანან ადამიანებთან. მათ, როგორც ადამიანს, აქვთ ჭიაყელა ნაწლავი, კუდუსუნი, გავის 4-6 მალა, ფართო მკერდი, 12-13 წყვილი ნეკნი და სხვა. ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლის შედეგად დადგენილია მათი მსგავსებაც და თვისებრივი განსხვავებაც ადამიანისაგან. მსგავსება განსაკუთრებით დიდია ემბრიონულ პერიოდში. ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები წარმოშობილი არიან ერთი საერთო წინაპრისაგან, შემდეგ კი მათი ევოლუცია სცვადასხვა მიმართულებით წარმართულა.
 
ინფორმაცია ძაღლებზე
ძაღლი— ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, კუდისა — 20-50 სმ, მასა 6-80 კგ აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით, ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს, ყურძენს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა,მადაგასკარისა, ლულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში ცხრა სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვახდება 2 (მგელი და ტურა)
 
10 განსხვავება ძაღლებსა და კატებს შორის.
 
ზოგს ძაღლი უყვარს, ზოგს-კატა. მერე რა? რატომღაც ბოლო დროს ყველა აგრესიულადაა განწყობილი კატების მიმართ, საკმარისია, სადმე თქვა კატა მიყვარსო და იმწამსვე ამზერით დაგიწყებენ ყურებას. მერე იმასაც იტყვიან ღმერთი არ სწამს, კატა ხომ ეშმაკისეულიაო. ვერავინ გაიძულებს, გიყვარდეს ერთი ან მეორე, მაგრამ კატებიც ისეთივე ცხოველები არიან, როგორიც ძაღლები.
 
ძაღლი და კატა განსხვავებული ცხოველები არიან და რადიკალურად განსხვავებული თვისებები აქვთ. აი, რამდენიმე მათგანი:
 
- 1. ძაღლი გასცემს სითბოს, კატა-მოითხოვს. ძაღლი მოვა და მოგეფერება, იმიტომ, რომ მას შენ უყვარხარ, კატა კი მოვა იმიტომ, რომ შენ მოეფერო.
- 2. ძაღლი გულუბრყვილოა. კატა-ბუნებით მტაცებელი.
- 3. ძაღლს სჭირდება გარეთ გაყვანა და გასეირნება. ვისაც ძაღლი ჰყავს, ალბათ იცის, ხანდახან რა დამღლელი და მოსაბეზრებელია ეს, განსაკუთრებით ზამთარში. კატას გარეთ გასვლა არ სჭირდება იმისათვის, რომ კუჭი დაიცარიელოს.
- 4. ძაღლი რეაგირებს თავის სახელზე. კატა- არა.
- 5. ძაღლს სახლში დიდი ხნით ვერ დატოვებ მარტო. თუნდაც იმ მიზეზით, რომ გასეირნება სჭირდება. კატის მარტო დატოვება შეიძლება, თუ საჭმელს საკმარისი რაოდენობით დაუტოვებ.
- 6. ძაღლი უნდა დაბანო. კატა თვითონ ილოკავს და ისუფთავებს თავს.
- 7. ძაღლს არ აქვთ გამოკვეთილი სიარულის მანერა, ის დაბაჯბაჯებს. კატა ყოველთვის გრაციოზულად მოძრაობს, ლამაზად ჯდება და დაჯდომისას კუდს ფეხებთან მოაქცევს.
- 8. ძაღლი დიდ ყურადღებას არ აქცევს სისუფთავეს. კატა კი არ შეჭამს საჭმელს დასვრილი თეფშიდან, არ ავა საწოლზე, რომელიც დაულაგებელია და მანამდე არ მიეკარება მას, სანამ არ დაალაგებთ.
- 9. ძაღლი ჭამს მისთვის განკუთვნილ საჭმელს. კატა- ყველაფერს, რასაც მიაჩვევ. მე მინახავს, როგორ ჭამს კატა კვერცხს და საზამთროს :)
- 10. თუ კარზე ზარია, ძაღლი საგულდაგულოდ უნდა გადამალო, რომ შენს სტუმარს ფეხი არ მოაჭამოს. კატას კი თავად ეშინია სტუმრის, ის მიდის და იმალება ისეთი ავეჯის ქვეშ, რომლიდანაც ვერაფრის დიდებით ვერ გამოათრევ, მაგრამ თუ სიტუაცია მოეწონა- ძაღლიც და კატაც უპრობლემოდ უერთდება საზოგადოებას.
ინფორმაცია კატებზე
კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია. დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ. კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ. კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ. კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის. მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად Minchо-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 3-ჯერ დაორსულება ასეთივე ხეზე მცხოვრები კატებისაგან. ვარდნისას, კატა ყოველთვის ერთნაირად ეცემა. ჯერ თავს ასწორებს, შემდეგ ბეჭებს, შემდეგ ფეხებს და ბოლოს ბეჭებში იხრება, რომ რბილი დაშვება განახორციელოს.
თუ კატა ავეჯს ფხაჭნის, შეეცადეთ მისცეთ ამ ადგილს ლიმონის ან ფორთოხლის არომატი. კატები ვერ იტანენ ამ სუნს. რაც უფრო მეტს ელაპარაკებით კატებს, მით უფრო მეტს გელაპარაკებიან ისინი. კატის ცხვირის მოხაზულობა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. აქლემი და კატა – დედამიწაზე მხოლოდ ეს სამი ცხოველია ცაცია. სიარულს ისინი მარცხენა ფეხით იწყებენ. ასეთი სიარული სიჩქარის, სიმკვირცხლისა და სიჩუმის გარანტიას იძლევა. ეგვიპტელები, საყვარელი კატის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ. კატას შეუძლია ყური 180 გრადუსით შეაბრუნოს. ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს, სმენის სამართავად ისინი იყენებენ 12 ან მეტ კუნთს. რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანურ ასაკთან შედარებით? თუ თქვენი კატა 3 წლისაა – ეს ეფარდება ადამიანის 21 წელს, თუ 8 წლის – ადამიანის 40 წელს, ხოლო თუ 14-ის – 70 წელს. სახლის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წელია, მაშინ, როცა გარეული მხოლოდ 3-დან 5 წლამდე ცოცხლობს. ლიონის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი შინაური კატაა. ამ საქმეში პირველები ავსტრალიელები არიან, სადაც ყოველ 10 მაცხოვრებელზე 9 კატა მოდის. აზიურ კონტინენტზე პირველი ადგილი ინდონეზიას უჭირავს, აქ 30 მილიონზე მეტი კატაა, ხოლო ევროპაში – საფრანგეთს: 8 მილიონი კატა. არსებობენ ქვეყნებიც, სადაც შინაური კატა თითქმის არ გვხვდება, მაგალითად: პერუ და გაბონი. ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ 4 მილიარდ დოლარს კატების საკვებზე, რაც 1 მილიარდი დოლარით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ჩვილი ბავშვების საკვებზე ხარჯავენ. თუ კატა თქვენთან ახლოს იმყოფება და მისი კუდი ცახცახებს, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის გამოხატვაც შეუძლია. თუ კუდი დაბლა იწევს, ე.ი. ხასიათი ეცვლება და შეიძლება წახვიდეთ, მას არ ეწყინება. კატები კუდს აქანავებენ, თუ არჩევანის წინაშე დგანან, ამასთან, ერთი სურვილი ბლოკავს მეორეს. მაგალითად, თუ კატა სახლის ზღურბლთან დგას და გარეთ წვიმს, კუდი ქანაობს შინაგანი კონფლიქტის გამო. მას უნდა გასვლა, მაგრამ არ უნდა დასველება. როგორც კი იგი გადაწყვეტილებას მიიღებს (სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის), კუდი შეწყვეტს ქანაობას. კატები ადამიანს იმიტომ ეხახუნებიან, რომ სხვისი სუნები გადაფარონ. სუნს გამოყოფს ჯირკვლებიდან, რომლებიც მდებარეობენ თვალსა და ყურს შორის, და კუდის ძირში. თუ თვალის გუგები გაფართოებული აქვს დიდი განათების მიუხედავად, ე.ი. რაღაცამ ძალიან დააინტერესა, ან თამაშის ხასიათზეა. კატას, რაიმეს დასანახად სჭირდება 1/6 იმ შუქისა, რომელიც ადამიანს სჭირდება. მათი ღამის მხედველობა საოცარია! სიბნელეში იგი საკუთარ ბადურაში არეკლილ შუქსაც კი იყენებს.
კატებს, ძაღლებისაგან განსხვავებით, ახლო მანძილზე მყოფი საგნების დანახვა არ შეუძლიათ, ანუ შორსმხედველები არიან. ხოლო ძაღლები – ახლომხედველები. ფაქტიურად, კატა ყველაზე კარგად ხედავს 75 სმ-დან 2-6 მეტრამდე მანძილის სიშორიდან. კატის სმენის მგრძნობელობა ადამიანის სმენასთან შედარებით, 3-ჯერ მეტია. თუ ხვდება რომ მსხვერპლი მიუწვდომელია, კატას უცახცახებს ქვედა ყბა და უკაწკაწებს კბილები. კატები სუნს 14-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ, ვიდრე ადამიანი. ცხვირის გარდა, კატებს სუნის შეგრძნება შეუძლიათ ე.წ. “იაკობსონის მილით”, რომელიც მდებარეობს ზედა სასაზე, ორ წინა კბილს შორის. იგი მას იყენებს, როცა განსაკუთრებით საინტერესო სუნს გრძნობს. ოდნავ ასწევს ტუჩსა და ცხვირს და ისრუტავს ჰაერს. ბეწვის მოვლა აწყნარებს, ანეიტრალებს მის აგრესიას. თუ კატა ვერ წყვეტს, რა გზას დაადგეს, მას სჭირდება დაფიქრება თავის საქციელზე. თუ იგი რაღაცაზე ორჭოფობს, უნევერსალური რეცეპტი აქვს: საეჭვო სიტუაციებში ბეწვს ილოკავს. ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მას სჭირდება მოფარებული ადგილი, რომ არ შერცხვეს. ასევე, ეს ადგილი უნდა იყოს საჭმლის თეფშისაგან მოშორებით. კატებს არ უყვართ იმ ადგილის მოსვრა, სადაც ჭამენ. არასოდეს აჭამოთ კატას ძაღლის საჭმელი. პროტეინებისადმი მათი მოთხოვნილება 5-ჯერ მეტია, ვიდრე ძაღლებისა. კატებს სიმაღლეები უყვართ. სიმაღლეები უყვართ ასევე ლეოპარდებსა და იაგუარებს, რომელთაც ხეზე სძინავთ. თუ კატა ვარდება, მისი შინაგანი ყური, რომელიც ბალანსს მართავს, ეხმარება თათებზე დაცემაში. კატას საშუალოდ 12-12 მოძრავი ულვაში აქვს თითო მხარეს. ულვაშის ძირში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება, ამიტომ კატა მათი მეშვეობით იღებს ყველაფერზე ინფორმაციას – საგნებზე, ქარზე, ტემპერატურაზე და ა.შ. თუ კატას ულვაშებს მოაძრობთ, მას გაუძნელდება სივრცეში ორიენტირება, მაგალითად, ცუდად ინადირებს და საერთოდ, თავის თავში დარწმუნებული აღარ იქნება. ულვაშები ეხმარება კატას განსაზღვროს, გაეტევა თუ არა თუნდაც რაიმე ჭუჭრუტანაში. თუ კატას ულვაშები წინ აქვს გამოწეული, ე.ი. რაღაცით ძალიან დაინტერესებულია, ან ჩხუბის დროს მოწინააღმდეგის შეშინება სურს. თუ უკან – იგი შეშინებულია და გაურბის შეხებას. კატის ნერვიულ მდგომარეობას ყურები გასცემენ – ყურებს ატოკებენ. ამ დროს შეუძლიათ მშვიდად იჯდნენ და აკვირდებოდნენ. მაგრამ თუ შეეხებით, მან შეიძლება თათიც კი დაგარტყათ. თუ ვინმე თავს ესხმის, კატის ყურები მჭიდროდ ეკვრის თავს. ამით ის იცავს ყურებს თავდამსხმელის კბილებისა და ბრჭყალებისაგან. ხოლო თუ თვითონ ესხმის თავს, ყურებს უშვებს ჰორიზონტალურად და განზე. კატების ჩხუბი ხანმოკლეა, მაგრამ მძვინვარე. მათი მთავარი იარაღი – კბილებია. როცა კატას ეფერებით, თქვენი გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ქვეითდება. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, აქვთ შანსი იცოცხლონ დიდხანს, თუ მათ კატა ყავთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არც კატა ყავთ და არც ძაღლი.
 
 
 
თოვლის კაცი, ანუ იეტი
თოვლის კაცი, მაღალი (3 მეტრამდე) შავ ბალნიანი არსება. იგი არის 200 კილოგრამწე მძიმე. ნაფეხურები აქვს 45 სანტიმეტრამდე. დადის ორ ფეხზე, როგორც ადამიანი. ყველაზე ხშირად ხალხს ეს არსება ნანახი აქვს ჰიმალაის მთებთან ახლოს. ხალხმა ამ არსებას თოვლის კაცი შეარქვა, რადგან მის არსებობას ადასტურებს თოვლში დატოვებული ნაკვალევის ფოტოები...
 
ინფორმაცია თეთრ და მურა დათვზე
-მურა დათვი, მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.
დათვი
საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია საქართველოში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს.
მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.
დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.
 
დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია.
ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.
ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.
დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან.
დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.
 
-თეთრი დათვი — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი - შეზღუდული.
ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.
თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.
თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.
თეთრი დათვების ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ. მათზე ნადირობისას ისინი ყინულის ქვევიდან უსაფრდებიან მსხვერპლს, ცურვით მისდევენ მათ და უეცრად „ამოხტებიან“ ყინულიდან.
ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.
 
 
ინფორმაცია პანდაზე
პანდა, ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.
 
ინფორმაცია აქლემზე
აქლემი, მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.
ცნობილია აქლემის ორი სახეობა:
- დრომედარი – ერთკუზიანი აქლემი.
- ბაქტრიანი – ორკუზიანი აქლემი.
ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აქლემის ღირებულების აბსოლუტური რეკორდი დამყარდა, იუწყება გაზეთი ”ალიტიჰადი”.
არაბი მომთაბარეები აქლემის სილამაზეს სრულყოფილად მიიჩნევენ. შუა საუკუნეებამდე არაბები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმ იშვიათი პოეტების შემოქმედებით, რომლებიც აქლემებს ხოტბას არ ასხამდნენ.
ათ მილიონ დირჰამად (2,7 მლნ დოლარი) შეაფასეს ”მაჯაჰიმის” (შავი) ჯიშის აქლემი აქლემების სილამაზის ფესტივალზე, რომელიც ამ კვირას აბუ-დაბის საემიროს დასავლეთ რაიონში, ქალაქ ზაიდში დასრულდა.
აქლემი იყიდა დუბაის საემიროს პრინცმა შეიჰმა დამდან ბენ მუჰამედ ალ მაკტუმმა.
”მაჯაჰიმის” ჯიშის აქლემები სინამდვილეში შავი ფერისანი არ არიან. მათ აქვთ ძალიან ლამაზი მუქი ყავისფერი შეფერილობა და გამოირჩევიან განსაკუთრებული გრაციით, ამაყად მოღერებული თავით, კისრის, ზურგის სილამაზით, წინა ფეხების სიმსუბუქით, რომელთაც აქ ”ხელებს” უწოდებენ, და უკანა კიდურების ძალით.
ეს ცხოველები არ მონაწილეობენ აქლემების ტრადიციულ გარბენში და მათ ამრავლებენ შალის, რძისა და ხორცის მისაღებად. სილამაზის კონურსებში ისინი მონაწილეობენ ცალკე, ღია ფერის აქლემებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მათ სილამაზით ვერ შეედრებიან.
აქლემების სილამაზის ყოველწლიურ ფესტივალში ქალაქ ზაიდში მონაწილეობს ღია და მუქი ფერის ათი ათასზე მეტი აქლემი. მათ ერთობლივ ღირებულებას სპეციალისტები ერთ მილიარდ დირჰამად (270 მილიონი დოლარი) აფასებენ. გამოფენაში, რომელიც 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მონაწილეობს სამი ათასი მეცხოველე ყველა არაბული ნავთობმომპოვებელი მონარქიიდან.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრიზებისთვის 35 მილიონი დირჰამი და ასი ავტომობილი გამოყო. აბუ-დაბის საემიროს პრინცმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა გამოფენის დათვალიერებისას მის ბიუჯეტს საკუთარი ხარჯიდან დაუმატა თანხა, რათა პრიზიორების რიცხვი გაეორმაგებინა.
უნდა ითქვას, რომ საემიროებში პრიზები ყველაზე ძვირფასი არ არის. მეზობელ კატარში, მაგალითად, აქლემების შეჯიბრის გამარჯვებულებს ასაჩუქრებენ ოქროს შაშხანებით და ”ლანკრუზერებით”, რაც ბუნებრივია, რადგან ყველაზე ჯიშიანი აქლემების პატრონები არიან უმდიდრესი შეიხები, რომელთა გაკვირვებად უბრალო ”აუდით” და მათი კონკურსზე მიტყუება ძნელია.
-ახლაც, 25 წლის დუბაის პრინცს შეიხ ჰამდანს ჰყავს აქლემი, რომლის სილამაზითაც გამოფენაზე თავის მოწონება შეუძლია
 
ინფორმაცია მგელზე
მგელი— ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.
მგელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.
მგელი დღეს საქართველოს სოფლებისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მოსახლეობაზე მგლების თავდასხმისა.
რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების – ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.
ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული რუხი მგლის და წითელი მგლის შესახებ:
წითელი მგელი
წითელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 76-100 სმ-ია, კუდის - 28-48 სმ, წონა - 14-21 კგ. გარეგნულად ერთდროულად ჰგავს მგელსაც, ტურასაც და მელასაც. შემოსილია ხშირი გრძელი ბეწვით. კუდი ძალიან გრძელი აქვს და ფაფუკი, მაგრამ მელასგან განსხვავებით მისი ბოლო თითქმის შავია. თავი საკმაოდ განიერი აქვს, შედარებით მოკლე და წაწვეტებული დრუნჩით, დიდი დაცქვეტილი ყურებით. ზაფხულში სხვადასხვა ტონალობის მეწამულისფერ-ჟღალია, ზამთარში - რუხი-ჟღალი.
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ცხოველი ჩვენებური რუხი მგლის საკმაოდ შორეული თანამოძმეა. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში წითელი მგლის არსებობას ადასტურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა, რომ ამერიკული „წითელი მგელი” რუხი მგლისა და კოიოტის ჰიბრიდია.
წითელი მგლის გავრცელების ძირითადი არეალია: ცენტრალური და სამხრეთ აზია, ინდოჩინეთი, მალაკის ნახევარკუნძული, კუნძულები სუმატრა და იავა. შედარებით ნაკლებია შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ საიანებსა და შუა აზიაში. ალექსი არაბულის ცნობით, ეს აბეზარი მტაცებელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით (მათი სამეცნიერო ცენტრი ჩვენთანაც არსებობს), საქართველოშიც შემოიყვანეს. იგი ნახეს ლაგოდეხისა და ლიახვის ნაკრძალში. ერთი მათგანი მოინადირეს კიდეც და აღწერეს.
წითელი მგელი თითქმის ყველგან მაღალმთიანეთში ბინადრობს და ხშირად ალპურ ზონამდე ადის. იგი ტიპური მტაცებელია. თავს ესხმის ტყის ნებისმიერ ბინადარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები გარეული ჩლიქოსნებია. ჩვენთან - ირემი, არჩვი და ჯიხვი. არეალის სამხრეთ ნაწილში უშიშრად შედის დასახლებულ პუნქტებში და შინაურ საქონელსაც აზიანებს. ცნობილია, რომ წითელი მგლები უპირატესად დღისით, სხვადასხვა მეთოდით ნადირობენ. წვრილ მღრნელებზე და კურდღლებზე - ცალკეულად, ხოლო მსხვილ ცხოველს ხროვად ესხმიან თავს. ხროვა, რომელშიც ყველაზე ხშირად 15-20 ცხოველია, ორგანიზებულად, შეთანხმებულად მოქმედებს და კამეჩსაც კი იმორჩილებს.
დაუნდობელი მტაცებლები მხსვერპლს ყნოსვით ეძებენ და პოულობენ. თუ ადვილად ვერ ჩაიგდეს ხელში, მაშინ იწყება ხანგრძლივი დევნა, რომლის დროს დამახასიათებლად წკმუტუნებენ.
ისინი ტურასთან და მელასთან შედარებით ნელა დარბიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამტანები არიან და მსხვერპლს მანამდე სდევენ, სანამ მას ძალა არ გამოეცლება. როცა მსხვილ ცხოველს დაეწევიან და ალყაში მოაქცევენ, მგლები სხვადასხვა მხრიდან, მორიგეობით ჩაურბენენ ხოლმე, კბილს გაჰკრავენ და ჭრილობებს აყენებენ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა მგლები მოხერხებულად იყენებენ რელიეფის თავისებურებას - თავიანთ მსხვერპლს გზებს უჭრიან და აიძულებენ იმ მიმართულებით გაიქცეს, სადაც ფრიალო ხრამებია და განწირული ცხოველი კლდიდან იჩეხება. წითელი მგლები იშვიათად დათვსაც კი ესხმიან თავს.
ამ ცხოველის ოჯახურ ხროვებად ნადირობის ისტორიები ლეგენდების სახით არის შემორჩენილი, ზოგიერთი მათგანი მხატვრულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი. კაპლინგი თავის ცნობილ „მაუგლიში“, „დეკანის წითელ ძაღლებში” (რომლებსაც თითებს შორის ბეწვი ეზრდებათ) სწორედ წითელ მგლებს გულისხმობდა.
წითელი მგლის გამრავლების ბიოლოგია არასაკმარისადაა შესწავლილი. ისინი მკაცრი მონოგამები არიან - ხვადები თავგამოდებით იცავენ და მონაწილეობას ღებულობენ მოზარდი თაობის აღზრდაში. მძუნაობა იანვარ-თებერვალში მიმდინარეობს. მაკეობა 62-64 დღეს გრძელდება. ლეკვები აპრილში იბადებიან. ნაყარში საშუალოდ 5-9 ლეკვია, რომელთა წონა 200-350 გრამია. ახალ დაბადებულები მოკლე, მუქი ფერის ბალნით არიან დაფარულნი. კბილები ორ კვირაში ამოსდით. 70-80 დღეში ლეკვები ბუნაგს ტოვებენ (წითელი მგლები სოროს არ თხრიან, თავშესაფრად ბუნებრივ გამოქვაბულებს და კლდეთა შორის არსებულ ნაპრალებს იყენებენ). 7 თვის ასაკის ცხოველები ზომით მშობლებს უტოლდებიან და კოლექტიურ ნადირობებში ერთვებიან. სქესობრივ სიმწიფეს კი 2-3 წლის ასაკში აღწევენ.
რუხი მგელი
ჩვენებური რუხი მგელი აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს („ავჩარკას”) ჰგავს, ზოგი ფიქრობს, რომ მარტოხელა მონადირეა, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ხროვებადაც ცხოვრობენ. სიგრძეში რუხი მგელი 105-დან 160 სანტიმეტრამდე იზრდება, 35-50 კილოგრამს იწონის, იშვიათად 75-საც.
იკვებება როგორც შინაური, ისე გარეული ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ძაღლებით, წვრილი მღრღნელებით.
გამრავლების პერიოდში წყვილებად ცხოვრობენ. გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში ერთიანდებიან ხანდახან 10-12 წევრიან ჯგუფებად. გაზაფხულზე, 62-65 დღიანი მაკეობის შემდეგ ძუ მგელი აჩენს სამიდან 13-მდე, უფრო ხშირად 5 ბრმა ლეკვს, რომელთაც 10-13 დღეში აეხილებათ თვალი. როდესაც ლეკვები წამოიზრდებიან, ძუ მგელს ისინი მდინარეზე მიჰყავს და აკვირდება როგორ სვამენ წყალს. მგელი წყალს სხვამს ისე, როგორც საქონელი, შესრუტვით. მაგრამ ხდება, რომ ლეკვებს შორის გამოერევა ისეთი, რომელიც ძაღლივით თქვლეფს წყალს. ძუ მგელი მას დაუყონლებლივ შეჭამს ხოლმე.
ზოგნი ირწმუნებიან, ვითომ მგელი ტყის სანიტარია და დაავადებულ ცხოველებს ჭამს. მგელი უსაფრდება მობალახე ცხოველებს, ელოდება როდის მიუახლოვდებიან, მერე წამოხტება და რომელიც დაფრთხება და ჯოგს გამოეყოფა, იმას გამოეკდიება. მანამდე მისდევს, სანამ არ დაღლის, წააქცევს და ისე იმორჩილებს.
საინტერესოა, რომ წყვილები სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი რჩებიან, შვილები რომ გაიზრდებიან, მიდიან „ოჯახიდან” და თვითონაც ქმნიან „ოჯახს.” ძუ მგელი გამრავლებისთვის მზად არის 2-3 წლის ასაკში, ხვადი 5 წლისა უნდა იყოს. ძუ მგელს დაუძლურებული, მოხუცი „ქმრისთვის” რბილი ნაჭრები მიაქვს ბუნაგში.
მგელს სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული ზარალი მოაქვს და ამ 20-25 წლის წინ მასზე ნადირობა ნებადართული იყო ნებისმიერ დროს. 500 მანეთი პრემიაც იყო დაწესებული. ამიტომ მონადირეებს საგანგებო მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული მგელზე სანადიროდ. ცნობილია, რომ მგლები ყმუილით ეხმიანებიან ერთმანეთს. ზოგიერთ მონადირეს შეეძლო მათი ხმების მიბაძვა და მიუხედავად იმისა, რომ მგელი ძალიან ფრთხილი ცხოველია, მაინც ტყუვდებოდა ხოლმე.
თუ მონადირე ნახავდა მგლის მიერ მოკლულ ცხოველს, იმავე ღამეს წაიყვანდა თავის მეწყვილე მონადირეს. ორი იმიტომ იყო საჭირო, რომ მგელი შორიდან უვლიდა თავის მიერ მოკლულ მსხვერპლს, რომ დარწმუნებულიყო ახლო-მახლო ადამიანის ნაკვალევი არ არისო. მისთვის „ეჭვი რომ გაეფანტათ” ერთი მონადირე შეისვამდა მეორეს ზურგზე, 80-100 მეტრიდან მიიყვანდა ახლოს, დატოვებდა ბუჩქებში, თვითონ გამობრუნდებოდა, მგელი მოივლიდა იქაურობას, ნახავდა, რომ ერთი ადამიანი მოსულა და წასულა, მეორეს ნაკვალევი (სუნი) არ არის. მგელი დაიყმუვლებდა, ჩასაფრებული მონადირე გამოეხმაურებოდა და „სრული ნდობა” მოპოვებული იყო. ასე ახერხებდნენ მგლის მოკვლას და კარგ პრემიასაც ღებულობდნენ.
მგლის თვისებები ნადირობისას
მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.
ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის – ეძებს მყუდრო ბუნაგს. ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა.
 
მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო “სალათი”. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას – ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს.
მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს. მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ. სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას.
საქართველოში მგლების გავრცელების არეალი ამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა, რაც ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია.
 
 
 
ინფორმაცია ციყვზე
ციყვისებრნი, ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მსხვილი ფორმების სხეულის სიგრძე 70 სმ, მასა 9 კგ-ს აღწევს. უკანა კიდურები წინას თითქმის ორჯერ აღემატება. გვხვდებიან ყველგან ავსტრალიის, ახალი გვინეის, ტასმანიის, მადაგასკარის, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის და სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. ოჯახში ერთიანდება ორი ქვეოჯახის 47 გვარი. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 3 სახეობა. ზოგიერთი მათგანი ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობისაა.
 
ინფორმაცია ქათამზე
ქათამი, შინაური ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წარმოშობილია გარეული ბანკივური ქათმისაგან. სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას. ძირითადი პროდუქციის მიხედვით ქათმის ჯიშები იყოფა მეკვერცხულად, მეკვერცხულ-მეხორცულად, სახორცე-მეკვერცხულად და სახორცედ. ამ მიმართულებების ჯიშებს აქვთ კონსტიტუციური და ექსტერიერული თავისებურებანი.
 
 
მიახლოებით 4 დღის წიწილა
მეკვერცხული ქათამი პატარაა, სწრაფად იზრდება, სქესობრივად ადრე მწიფდება.
სახორცე-მეკვერცხული ქათამი უფრო დიდია, კარგად აქვს განვითარებული კუნთები, გვიან მწიფდება.
მეკვერცხულ ქათამს განვითარებულ აქვს ფოთლისებრი ბიბილო, რომელიც მეორე-მესამე კბილანის შემდეგ გვერდზეა გადმოზნექილი, ნისკარტი ოდნავ მოღუნულია.
შინაური ქათმების ნისკარტის ფერი თითქმის ერთნაირია, ბუმბულისა - სხვადასხვა. მეკვერცხული ჯიშის ქათმის მასაა დედლის 1,8-2,2 კგ, მამლისა - 2,7-3,0 კგ; მეკვერცხულ-მეხორხულისა (შესაბამისად) 2,2-2,8 და 3,2-3,8 კგ; სახორცე-მეკვერცხულისა - 2,5-3,0 და 3,5-4,0 კგ; მეხორცულისა - 3,0-3,5 და 3,5-4,5.
ქათამი რეპროდუქციისთვის 5-6 თვეში მწიფდება. მეკვერცხული ჯიშების კვერცხმდებლობა წელიწადში 200-220 კვერცხია, სარეკორდო 365. კვერცხის მასა 55-65 გრამი. ქათმის კვერცხმდებლობა დაახლოებით 10 წლამდე გრძელდება.
 
ინფორმაცია იხვებზე
იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.
 
ინფორმაცია თხაზე
თხა — წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობა — ნიამორი და რქახრახნილი თხა, აგრეთვე ამომწყდარი Capra prisca.
თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. გვარში (Capra) გაერთიანებულია 10-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3. თხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), თივთიკს. ცოცხლობს 9 — 10, მაქსიმუმ 17 წელს, სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადაა 7 — 8 წელი. დასაგრილებლად 14 — 18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლოებით 5 თვეს გრძელდება. თხის კულტურული ჯიშების უმეტესი ნაწილი მრავალნაყოფიანია. 100 დედა თხა 150—250-მდე თიკანს შობს. საუკეთესო კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში შეიძლება წელიწადში ორი დოლი მოგვცეს. მამალი თხის (ბოტის) ცოცხალი მასაა 60 — 65 კგ, მაქსიმალური 100 კგ, დედის თხისა (ნეზვის), შესაბამისად 40 — 60 კგ-მდე.
პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და უხეშმატყლიანი შერეული პროდუქტის ჯიშის თხება. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450 — 550 კგ იწველის, საუკეთესო მეურნეობებში 1000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8 — 4,5%. თხას დღეში 1—3-ჯერ წველიან, სამატყლე ჯიშის თხის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თხის ნაპარსია 4 — 5 კგ, დედალი თხისა 3 — 5 კგ. სათივთიკე ჯიშების თივთიკის საშუალო გამოსავლიანობაა 0,2 — 0,5 კგ, მაქსიმალური 2 კგ-მდე. მოზრდილი თხის ნაკლავი 20 — 28 კგ ხორცს და 4 — 6 კგ ქონს იძლევა.
ინფორმაცია გოჭზე
ღორი — შინაური ცხოველი, რომელსაც სახორცედ აშენებენ. უმეტესი შინაური ღორის კანი დაფარულია მეჩხერი ჯაგარით, თუმცა ზოგიერთ ჯიშს ჯაგართან ერთად აქვს თივთიკიც, მაგალითად მანგალიცური ღორი,[1] რომელიც მათ იცავს სიცივისგან და კარგად ეგუებიან მომთაბარეობას.
 
 
ინფორმაცია ცხენებზე
ცხენი არის ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან.საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი.ცხენს აქვს გრძელი , წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება.თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.იმის გამო ,რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს .შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე .ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს .ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ,გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ.ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება.მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა ,ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.ცხენს კარგი მხედველობა ,სმენა და ყნოსვა აქვს.შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი.მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას.ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები.მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები.მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც.ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია.მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც.ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა .ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს ,რის გამოც მისი ყბებიც გრძელია :გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს.ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს . ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს.ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს ,მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია .მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია ,რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია.ძირითადი კბილები დიდია ,მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს ,თივას და სხვა მცენარეულ საკვებს.ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა ,მაგრამ მარტივი აგებულებისა ,ე.ი. არ არის დაყოფილი ,როგორც მცოხნელებში.სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს.ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს ,იმ დროს როცა მცოხნელებში ნაწლავები სხეულის სიგრძეზე 20-ჯერ გრძელია.ამიტომ ცხენი ნაკლებად არის შეგუებული დიდი მოცულობის უხეში საკვების ჭამას, მას უფრო მეტად ესაჭიროება ნოყიერი საკვები ,როგორიცაა ქერი ან შვრია.ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს ,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს ,იშვიათ შემთხვევაში-ორს.ახალდაბადებულ კვიცს ,დაბადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,შეუძლია ფეხზე დგომა და მალე დედასთან დადევნებაც კი.შინაური ცხენის ჯიშები მრავალგვარია.ისინი შესასრულებელი სამუშაოს მიხედვითაა სპეციალიზებული.მაგალითად არიან :საჯდომი ,მარბოლარი ,მძიმე ტვირთმზიდავი ცხენები.ჩვენში ცხენის მრავალი ადგილობრივი ჯიშია შექმნილი ,რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ვლადიმირული მძიმე ტვირთმზიდავი ცხენი.მარბოლარი ჯიშის ცხენებიდან განთქმულია მარბოლარი ცხენი ,რომელიც უკვე საუკუნენახევარზე მეტია რაც გამოიყვანეს.საჯდომი ცხენებიდან ცნობილია დონური ცხენი ,რომელიც დონის ველების პირობებში ჩამოყალიბდა.ამ ჯიშს იყენებენ არმიაში.მისი უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ტვირთის გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება.ამ ცხენის შემდგომი გაუმჯობესების შედეგად შექმნილია ახალი ჯიში ,ე.ი. ბუდიონური ცხენი.ცხენების ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია თუშური და მეგრული ცხენები.თუშური ცხენი კარგადაა შეგუებული მთაში არსებობას და ფართოდაა მოშენებული აღმოსავლეთ საქართველოში.ის კარგ საჯდომ-სასაპალნე ცხენად ითვლება.ტანით შედარებით პატარაა(სიმაღლე 134სმ-ს არ აღემატება).მეგრული ცხენი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.ის კარგი მუშა-ცხენია და სწრაფმავალიცაა.ტანად შედარებით პატარაა (სიმაღლე 129სმ-ს აღწევს).ცხენის ჯიშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად საქართველოშიც მუშაობენ.
 
 
ინფორმაცია თახვებზე
თახვი, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია.
თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს3-4 ნაშიერს.
თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას.
 
ინფორმაცია მყრალაზე - (სკუნსი)
მყრალა - (სკუნსი), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 28-38 სმ, კუდისა — 18—44 სმ, მასა —0,8—2,5 კგ აღწევს. ტერფითმავალია. ბალნიანი საფარველი ხშირი და ფუმფულაა, განსაკუთრებით კუდზე. ფერად უფრო შავ-თეთრია. კუდის ძირში აქვს ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მეტად მყრალ ნივთიერებას. საფრთხის შემთხვევაში მყრალა ამ სითხეს აფრქვევს თავდასხმელის მიმართულებით. გავრცელებულია სამხრეთ კანადიდან ცენტრალურ ამერიკამდე. ცხოვრობს ნაირგვარ სავარგულებში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, მწერებით. მრავლდება ზამთრის დამლევს. მაკეობა 63 დღემდე გრძელდება. 4—10 ნაშიერს შობს. ერთი წლისა სქესობრივად მწიფდება. მყრალას ძვირფასი ბეწვი აქვს.
 
 
 
 
მაჩვი
მაჩვი საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყველგანაა გავრცელებული.
მაჩვი (ლათ. Meles meles), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. სხეული წინა ნაწილში შევიწროებულია და უკანა მიმართულებით გაფართოებული. თათები შეიარაღებულია გრძელი მახვილი ბრტყელი ბრჭყალებით,
რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია , ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს თითო შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი.
 
ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ.
მაჩვის სორო რთული აგებულებისაა, ლაბირინთის მსგავსია მრავალი გადასასვლელითა და ჩიხით. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. ზამთარს სოროში ატარებს და ზამთრის ძილს ეძლევა.თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილს თავს ანბებს, გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
 
იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით.
მაკეობა 230 დღემდე გრძელდება. შობს აპრილ-მაისში2-6 თვალებაუხელელ თეთრბეწვიან ნაშიერს, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში.
მავნე მწერების და მღრღნელების განადგურებით მაჩვსსარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც.
ჯიხვი — კავკასიის ენდემი
ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) დააღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის
სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე.
ჯიხვებისთვის დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.
ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს.
უკანასკნელ წლებში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯიხვისა და განსაკუთრებით ნიამორის რაოდეობის კლება ბრაკონიერობას უკავშირდება, რომლის დონე უკანასკნელ პერიოდში არნახულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი თუ ადგილობრივი ბრაკონიერების სამიზნეს უმეტესად ჯიხვი წარმოადგენს. ჯიხვებზე არალეგალური სატროფეო ნადირობის ძირითადი ობიექტებია ასაკოვანი (დიდრქიანი) ხარჯიხვები და ნიამორები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები საქართველოს წითელ ნუსხაში არიან შეტანილები, მათ დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება. უახლოეს მომავალში ისინი შეიძლებაგადაშენების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ.
"ადრე თუშეთში ჯიხვზე ნადირობა დაკავშირებული იყო "მეკდეურობასთან"-კლდეზე ცოცვის ხელოვნებასთან, რაც მენაპირეთა(მესაძღვრეთა) ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გზას წარმოედგენდა. ნადირობის დაუწერელი კანონი ზღვარს უდებდა მონადირის თავისუფალ ნებას და უზრუნვლველყოფდა ბიოლოგიურ წონასწორობას, თუნდაც მონარიდე ხელმოცარული ყოფილიყო წესად არ იყო ციკნებიანი ნადირისთვის(შუნი,თხა ფურირემი) სროლა. ასევე წესად არ იყო ფრინველზე ნადირობა."
ნამდვილი მონადირე ის არის, ვინც ნადირობის დაუწერელ კანონებს ემორჩილება, კანონებს, რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა ჯიხვი, ნიამორი და კიდევ ბევრი მთის ენდემი ცხოველი. ნადირის გაფრთხილების სურვილი, შენი ბუნებიდან უნდა მოდიოდეს და სხვას მისი სწავლება არ უნდა სჭირდებოდეს, უნდა იცოდე სად გაჩერდე(რამდენი მოკლა), რათა მომავალში ისევ მოხვიდე იმ ადგილზე და ინადირო. ჩემი დევიზია:–გაამრავლე და შემდეგ ინადირე. იმედია თვითოეული თქვენგანი, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, იფიქრებს, როგორ ინადიროს მომავალში.
რა სჯობია ჯიხვების ფარას რო დაჰყურებ მაღლიდან და არჩევ რომელი წააქციო. ასეთი ადრენალინი მხოლოდ საჯიხვეებში შეიძლება განიცადო, ასე რომ მხოლოდ ყურებით ნადირობის მეათედ სიამოვნებას იღებ . ეს ყველაფერი ოცნებად დარჩება თუ არ გავუფრთხილდებით.
ტურა
ტურა(Canis aureus) – ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახიდან. აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, მოწითალო-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზაფხულობით უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.
გავრცელება: სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ტურა ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, რადგანაც სოროს თხრა ეზარება თვითონ თხრის პატარა სოროს, ან იკავებს სხვა ცხოველების სოროს.
ტურა იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით: ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველით,ბაყაყი, ლოკოკინა, მწერები, ჭამს ლეშსაც, იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც, მას ტკბილი ხილი უყვარს, მაგალითად ყურძენი, საზამთრო, ნესვი და სხვა. ის სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს, ის მავნებლობით მელასაც აჭარბებს, შეუძლია საქათმესა და ბეღელში მოხერხებულად შღწევა.
ტურა ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია, მას შეუძლია ნახტომით ჰაერში მიწვდეს ფრენილ ფრინველს, განსაკუთრებით ანადგურებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს. ის ძალიან ფრთხილია, ნადირობისასა ხშირად ამოწმებს გარემოს საფრთხის შიშით, სადაც მსხვილი მტაცებლები ნადირობენ ტურები მათ კვალს მისდევენ, რომ მათი ნადავლის ნარჩენები მიირთვას.
მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში, მაკეობის ხანგრძლივობაა სამი თვე. აპრილ-მაისში ყრის უსუსრ თვალბაუხელელ 4–6 ლეკვს. დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეული საკვებით იკვებებიან.
 
 
 
ტურისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი ყმუილი -"კივილი". ისინი ყმუიან ნადირობის წინ, სირბილის დროსაც, რაიმე ხმამაღალ ხმაურს აყვებიან ყმუილით. არ კივიან წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში, მოწმენდილ მთვარიან ღამეებში კი განსაკუთრებით ყმუიან. ის არის ცოფისა და სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი. ბეწვი მდარე ხარისხისაა. ტურას უგებენ 4 ან 5 ნომერ ხაფანგს. თოფით მოპოვებისთვის საჭიროა 1ნომერი საფანტი.
 
საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე,მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში.შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში,დასავლეთ საქართველოში რიონის ქვემო მდინარეების ჭალებში.
შდარებით დიდი რაოდენობით მხოლოდ გარდაბნის და ივრის სატყეო-სანადირო მეურნეობაში მოიპოვება. გვხდება ალაზნის ჭალის ტყეებში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზ ეყვარლის, ახმეტის რაიონებში, ახალციხის რაიონში.
 
ძირითადად, ღორზე ნადირობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ეს არის: მიპარვით ნადირობა, ჩასაფრებით ნადირობა, ძაღლებით ნადირობა და სარეკით ნადირობა.
ღორი ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა, სუსტი აქვს მხედველობა, ეს უნდა გაითვალისწინოს მონადირემ, და სწორად შეარჩიოს ქარის მიმართულება, ტანსაცმელს არ ასდიოდეს რაიმე სპეციფიური სუნი, ღორი კარგად გრძნობს თამბაქოს და ნიკოტინის სუნსაც, სუნამოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, გასათვალისწინებელია ოფლის ფაქტორი.
იმის გამო რომ გარეული ღორის "დაგდება" არც ისე ადვილია, და დაჭრილი ცხოველი ძალიან საშიშია, აგრეთვე რომ არ დავკარგოთ დაჭრილი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად უნდა ვესროლოთ მსხვერპლს, რომ დავაზიანოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ცხოველის სასიკვდილო ზონა, არის თავი, კისერი და გულმკერდის არე.
 
ღორზე სანადიროდ მიზანშეწონილია, ძლიერი კალიბრები გამოდგება როგორიცაა: .308 ვინ 300ვინმაგი, 30 06, 7,62X54 და ა.შ.
ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი.
დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა, სპეციალური ლიცენზიით, რაც საკმაო რაოდენობის თანხებთანაა დაკავშირებული.
 
ღორზე ნადირობის თავისებურებები:
მიუხედავად თავისი მასის და გარეგნობისა ის საკმაოდ სწრაფი ცხოველია. მას შეუძლია 100-150 მეტრის დაშორებით იგრძნოს მონადირის მოძრაობა და შეცვალოს მიმართულება.
დედა ღორი განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ყავს ჩვილი გოჭები, მას შეუძლია თავს დაესხას ნებისმიერ ცხოველს ან ადამიანს თუ შეამჩნევს 30-40 მერტის სიახლოვეზე. კოლტში ნებისმიერი ღორი იცავს პატარას, როგორც თავისას.
ზაფხულობით მთელი ღამის განმავლობაში ჭამენ, ზამთარში კი, დღისით შედარებით თბილ დროს აქტიურობენ. ისინი ყოველდღე წყალში წვებიან, მიუხედავად სიცივისა და ამისათვის გუბეს, თიხიან წუმპს ან დაჭაობებულ ადგილს არჩევენ. წყალი მათთვის იმდენად აუცილებელია, რომ მის სიახლოვეს ირჩევს ბინას.
ღორის ქცევა სროლის შემდგომ:
ღორი დიდ გამძლეობას იჩენს სასიკვდილოდ დაჭრილიც კი, არ არსებობს შემთხვევა, რომ ერთი სროლით, დაეგდოს ვინმეს, დაჭრილს შეუძლია კილომეტრები გაიაროს, გულში დაჭრილიც კი 100 მეტრის მანძილზე გარბის.
განსაკუთრებით გამძლეა ჭრილობაზე გვიან შემოდგომით, როდესაც კანქვეშ წარმოექმნება დამატებითი ფენა. დაჭრის უეჭველი მანიშნებელია დაშვებული კუდი. დაჭრილს სისხლი გვიან გამოსდის სხვა ცხოველთან შედარებით, სქელი კანის და ცხიმის ფენის გამო, ამიტომ სისხლი ნაკვალევზე გვიან ჩნდება 100-150მ დაშორებით მცირე წვეთებად. ამიტომ დაჭრილ ღორს უნდა მივყვეთ 250 მსიგრძეზე კვალში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონადირე დარწმუნებულია რომ ააცილა.
სისხლის დიდი რაოდენობა მიგვითითებს სერიოზულ ჭრილობაზე, თუ გულშია ჭრილობა, სისხლის ნაკადი გულისცემის ინტერვალებითაა.თუ ცხოველი დაცემის შემდეგ ცდილობს წინა ფეხებით წამოდგომას, დაზიანებულია ხერხემალი, თუ სროლის შემდეგ დაეცა, რამოდენიმე წამის მერე წამოდგა და გარბის, დაზიანებულია თავის ქალა.
უსაფრთხოების ზომები:
პოზიცია დაიკავეთ ხის გვერდით, ან რაიმეს რომ მოეფაროთ საფრთხის დროს. თქვენი მეზობლის მდებარეობა კარგად დაადგინეთ, და თქვენი ხელის აწევით ანიშნეთ და ამის შემდეგ გადატენეთ იარაღი.
არავითარ შემთხვევაში არ ისროლოთ თუ კარგად არ ჩანს სამიზნე, არ ისროლოთ მარტო ხმაურზე და გაფაჩუნებაზე . არ გამოხვიეთ ნომრიდან თუ არაა გაცემული ბრძანება "ატბოი".
დაცემულ ცხოველთან მიდით ფრთხილად, სასროლად მომზადებული იარაღით, მიუახლოვდით უკნიდან ან გვერდიდან, არავითარ შემთხვევაშიწინიდან არ მიხვიდეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ მდგომარეობაში ცხოველი წამომხტარა და თავს დასხმია მოახლოვებულ მონადირეს. ყურადღება მიაქციეთ ყურებს და ჯაგარს, თუ ყურები დაჭიმულია და ჯაგარი ყალყზე უდგას ცხოველი ცოცხალია და საშიში. ახლოს მისულმა საკონტროლო გასროლა გააკეთეთ ყურში.
გასროლა არ მოახდინოთ, თუ პირდაპირ თქვენსკენ მორბის ღორი, მოცილდითდა ესროლეთ გვერდიდან. საუკეთესო ვარიანტია ყურში და წინა ბეჭისთავზე სროლა.
დაჭრილი მხეცის დევნა ყოველთვის საშიშია, რადგან ის შეიძლება დაიმალოსდა იქიდან თავს დაესხას მონადირეს. მის თავდასხმაზე ჯობია სწრაფად გვერძე გადახტომა, გვერძე ჩარბენის მერე, ღორი იშვიათად ბრუნდება ხელმეორედ საიერიშოდ. მონადირიე თუ შემთხვევით დაეცა ამ დროს ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება ეს ამბავი!!!
არ გაუშვათ კვალზე ორი ძაღლი ერთად, რადგან ისინი ამ დროს სიფრთხილეს ადუნებენ.
მელა
მელა - მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. საქართველოშიგვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი
წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარვისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი.
ბინადრობენ ტყეში, ველებსა და უდაბნოებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებენ. იყენებს ბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს.
აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით.
იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით.
წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში - სულ რამდენიმე წელი.
მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით. მაგრამ სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: მწყერს, ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა.
საშიშია როგორც ცოფის მტარებელი და გამავრცელებელი. ზიანს აყენებს ადამიანსაც შინაური ფრინველის განადგურებით.
ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობაში მიღებულია ბაკურიანული თეთრი მელა, ქართული თეთრი მელა, რომელიც შავ-ვერცხლისფერი მელიებისგან ბუნებრივი მუტაციის შედეგად გამოიყვანეს.
აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და შავი ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა.
მელაზე ნადირობა აკრძალულია.
გიურზა
გიურზა – საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია!
გიურზა (Vipera lebetina) - წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ
არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1,3, ხოლო მამრები - 1,6 მეტრს აღწევენ. შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით.
გავრცელებულის არეალი ძალიან ფართოა - მაროკო და ალჟირი, ტუნისი და ლიბია, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები, თურქეთი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი.
საქართველოში ის გვხვდება შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისისმიდამოებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, თურქმენეთში, სამხრეთ და აღმოსავლეთ უზბეკეთში, დასავლეთ ტაჯიკეთში, ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთში.
ლაკონური და მეტყველი დასახელება „გიურზა“, გველის ამ სახეობამ მიიღო კავკასიაში და ამავე სახელწოდებით მოიხსენიებენ მას შუა აზიის ქვეყნებშიც. სხვა ქვეყნებში მას, როგორც წესი, უწოდებენ აღმოსავლურ ან ლევანტის ასპიტს. გარდა ამისა, არსებობს მისი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მინიჭებული სახელწოდებებიც. გავრცელების ფართო არეალის მიუხედავად, გიურზა ყველგან მსგავს პირობებში ცხოვრობს.
საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ.
ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.გიურზას შხამი მსხვერპლისსისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა. გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. თუმცა, დროული და კვალიფიციური მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი შრატების გამოყენებით, სასიკვდილო შედეგი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული.
რა უნდა ვიცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას საფრთხე ნაკლებად სახიფათოს წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ. მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების წესი:
გიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.
- იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის. დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკან გადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას. გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი... იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის დაადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა. ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა. სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა...
განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს - გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილი სამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც - ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს.
განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე - ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.
გველი ადამიანს თავს არ ესხმის! ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
საჭირო ინფორმაცია, პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე, იხილეთ:
http://hunters.ge/pirveladi-daxmareba.html
 
კურდღელი
საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის
შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.
 
დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.
 
კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.
კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).
 
მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია დაარახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.
რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.
 
 
საუბრები ეკოლოგიაზე
რა არის ეკოლოგია?არსებობს ასეთი ანეგდოტი:ძნელია იყო მასწავლებელი ან ექიმი,რადგან ყველამ იცის როგორ ისწავლოს ან როგორ იმკურნალოს.ეს ანეგდოტი საკმაოდ ესადაგება ეკოლოგის პროფესიასაც.
დღეს ეკოლოგიის პრობლემებზე ხშირად სპეკული რებენ ჟურნალისტები თავიანთ სტატიებში,ასევე დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო გამოსვლებში და თვითონ სხვადასხვა რანგის დეპუტატებიც.საკმარისია უბრალო ადამიანებმა ეკოლოგიის შესახებ რაიმე წარმოთვან ზემოთნახსენები პროფესიის ადამიანები მაშინვე იწყებენ მცდელობას ერთი შეხებით როგორ გადაჭრან წარმოქმნილი პრობლემა,თუნდაც რეგიონულ დონეზე. ხშირია წამოთქმული ფრაზები:"ეკოლოგია ჩვენთან ძალიან ცუდია",ცუდი ეკოლოგიის გამო იქმნება ონკოლოგიურ დაავადებათა პრობლემები" და ასე შემდეგ.კონკრეტულად დასმულ კითხვაზე :"რა არის ეკოლოგია?",შესატყვისი პასუხი ხშირად გაუცემელი რჩება.მართლაც რა არის ეკოლოგია? მოკლედ ესაა მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობის შესახებ,ურთიერთობისა ერთმანეთს შორის ასევე,ურთიერთობისა გარემოს მიმართ.ამიტომ ეკოლოგია შეუძლებელია იყოს კარგი ან ცუდი.ეკოლოგიური ურთიერთდამოკიდებულება ერთგვარად ფაქიზი მექანიზმია,მუდმვად ცვალებადი დროის განმავლობაში.გარემოს ცვალებადი ბუნების გამო ხშირია შემთხვევა, როცა მცენარისა თუ ცხოველის რომელიმე ნაირსახეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგება.
 
ეკოლოგიური ბალანსი ძალიან ფაქიზი თემაა.მასზე ზემოქმედება შეიძლება,მხოლოდ ძალიან ფრთხილად და დელიკატურად. მაგალითად გავრცელებისა და სასიცოცხლოდ მოშენების მიზნით ევროპის დაბლობზე, თეთრი კურდღელი, რომელიც მოპოვებულ იქნა ციმბირის დაბლობის ტერიტორიაზე,კარგი ვერაფერი შედეგი მოიპოვა.ევროპის დაბლობზე თეთრ კურდღელთან ერთად ტაიგის ტკიპაც გავრცელდა, რომელიც მანამდე იქ არ იყო.უფრო მეტიც,თავის მშობლიურ ადგილთან შედარებით ევროპაში ტკიპის რიცხობრიობამ ევროპის ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.მოქმედებდა თუ არა ტკიპის გავრცელება ევროპულ ტყეებში არსებული ძუძუმწოვრების სასიცოცოცხლო მნიშვნელობაზე?რა თქმა უნდა მოქმედებდა, რადგან ტაიგის ტკიპა ერთ-ერთი პირველი გადამტანი იყო სხვადასხვა ინფექციური დაავადებისა.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ცენტრალურ შავმიწა და ვოლგისპირა რაიონებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიისა,საერთოდ არ არსებობდა გარეული ტახი.სამონადირეო მეურნეობის მმართველობითი უწყებები ახალ ტერიტორიებზე მათი გავრცელებით დაინტერესდნენ.ახალ საცხოვრისში ტახი საკმაოდ მომრავლდა და იმდენად ფართო გავრცელება ჰპოვა,რომ ჩრდილოეთის ტერიტორიის საზღვარსაც მიაღწია,სადაც თოვლის საფარი წლის განმავლობაში 50 სანტიმეტრზე დაბლა არ ჩამოდის. ადრე კი ასეთი ზონა გარეული ტახისათვის არასათანადო ადგილს წარმოადგენდა.აღნიშნული მოვლენა ეკოლიური თვალსაზრისით შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს.საქმე ისაა რომ ტახის გავრცელებამ ტყეებში ჭიანჭველების საცხოვრებელ ბუდეებს შეუქმნა გადაშენებსი საფრთხე.ჭიანჭველები კი თავის მხრივ სწორედ ტკიპების გავრცელებას უშლიდა ხელს.ტახის გავრცელებამ ასევე საფრთხე შეუქმნა იმ ფრინველებსაც,რომლებიც ბუდეებს მიწაზე აკეთებენ,ყოველივე ამან კი რა თქმა უნდა ეკოლოგიური ბალანსი დაარღვია.
ასე რომ ექსპერიმენტი ფლორასა და ფაუნაზე ეკოლოგიური თვალსაზრისით ყოველთვის სიფრტხილეს საჭიროებს.
რით იკვებებიან ჩვენს გარშემო არსებული გარეული ცხოველები
ცხოველები შეადგენენ ბიოსფეროს მნიშვნელოვან ნაწილს. ისინი გვხდებიან ყველგან: თყეებში, უდაბნში, მთებში, წყალში. რაოდენობით ცხოველების სამეფო აღემატება სამ მეოთხედს ყველა არსებული ცოცხალი არსების დედამიწაზე. გარდა ცხოველების არსებობენ აგრეთვე სხვა სამეფოები როგორიცაა მაგალითად: მცენარეები, სოკო, ბაქტერიები, ვირუსები და ა. შ. ცხოველები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომით, სხეულის ფორმითა და შეფერადობით. დათვი და კალია ბევრათ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მაგრამ ერთ და იგივე ცხოველების სამეფოს ეკუთვნიან.
როგორც ყველა დანარჩენი ცოცხალი არსება (მათ შორის მცენარეები) ცხოველები სუნთქავენ, იკვებებიან, იზრდებიან, მრავლდებიან და კვდებიან. მთავარი თავისებურება რომელიც განასხვავებს ცხოველებს სხვა ცოცხალი არსებებისგან არის გადაადგილების უნარი: ისინი ხტუნაობენ, დარბიან, ცოცავენ, ფრინავენ, ცურავენ. ასე ისინი პოულობენ საკვებს, იმალებიან მტრებისგან ეძებენ ადგილს და პარტნიორებს გამრვლებისთვის.
დედამიწაზე ცნობილია ორ მილიონამდე ცხოველის სახეობა.
რით იკვებებიან ცხოველები? მოდით ყურადღებით შევხედოთ. მაგალითად ფუტკრისთვის ყვავილის მტვერი და ნექტარი არის უმნიშვნელოვანესი და უგებრიელესი. კურდღლები ჭამენ მცენარის ყლორტებს, ბალახს, ხის ქერქებს. ყველა ეს ცხოველი არის ბალახისმჭამელი ცხოველები იმიტომ რომ საკვებად იყენებენ მცენარეებს.
და მგლები კი გულგრილნი არიან მცენარეს მიმართ. მათ რაციონს შეადგენენ კურდღლები, შველები, გარეული ღორები. ბუ დიდი რაოდენობითანადგურებს თაგვებს, ჭიამაია კი ჭამს სხვა მწერებს, მაგალითად მცენარეთა პარაზიტი - ბუგრები. ყველა ეს ცხოველი იკვებება სხვა ცხოველით და ამიტომ მათ მტაცებლები ეწოდება. არსებობენ კიდევ ყველაფრის მჭამელი ცხოველები, რომლებიც მიირთმევენ როგორც მცენარეს ასევე სხვა ცხოველებს. მათ მიეკუტვნებიან ჭიანჭველები, დათვები, ბეღურები და სხვა.
საკვები ესაჭიროება ყველა ცოცხალ არსებას და ამიტომ ცხოველებ იძულებულნი არიან გადარჩენისთვის ერთმანეთზე იყვნენ ურთიერთ დამოკიდებულნი.
მაგალითად დამწიფდა ტკბილი, არომატული გარეული მარწყვი და გვერდით გამვლელმა ლოქორამ მოინდომა პირი ჩაეტკბარუნებინა. ბოლომდე ვერც კი მოასწრო გაძღომა, და ეგრევე გომბეშოს საკვები გახდა. გომბეშომ კი რომ შეჭამა და დაკმაყოფილდა, დასვენებაც კი ვერ მოასწრო წესიერათ რომ გახდა გველგესლას მსვერპლი, რომელიც თავის მხრივ იყო დაჭერილი ზღარბით. ამგვარად გარეული მარწყვი, ლოქორა, გომბეშო, გველგესლა და ზღაბი - ეს ერთი საკვები ჯაჭვის რგოლები არიან.
მსგავსი საკვები კავშირები შეიძლება ვიხილოთ ბინებაში ყველგან და მნიშვნელოვანია ის რომ პირველი რგოლი ამ საკვების ჯაჭვში ყოველთვისაა მცენარე, მეორე ბალახისმჭამელი ცხოველები, ხოლო შემდეგი რგოლები არიან მტაცებლები.
 
მოამზადა: თამუნა ობგაიძემ
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხოველები“-დან