მიხეილ საბინინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- ფაქტის თარგი, საბინაშვილი რომ იყო მივუთითე სქოლიო
ხაზი 1:
[[Image:Sabinin. Glory of Iveria.jpg|thumb|[[ხატი]] „საქართველოს დიდება“, ავტ. მ. საბინინი.]]
'''მიხეილ (გობრონ) საბინინი''' (საბინაშვილი{{ფაქტი}}<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=2&t=25459 ფსევდონიმების ლექსიკონი — მიხეილ გობრონი]</ref><ref>[http://krotov.info/libr_min/18_s/ab/inin_00.htm Михаил Сабинин: Полные жизнеописания Святых Грузинской Церкви]</ref>) ({{lang-ru|Михаил Павлович [Гоброн] Сабинин}}, დ. [[1845]], გ. [[10 მაისი]], [[1900]], [[მოსკოვი]]) — [[ქართველი]]{{ფაქტი}} [[ბერი]], [[ხატმწერი]], ქართული ეკლესიის [[ისტორიკოსი]] და მოამაგე. მისი [[მამა]], [[ტვერი|ტვერელი]] [[მღვდელი]] ''პავლე საბინინი'' იყო, [[დედა]] - ქართველი ''ეკატერინე მირზაშვილი''. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 60-იან წლებიდან [[1868]] წლამდე [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში]] სწავლობდა, შემდეგ კი - პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და მეორე სახელად აირჩია ''გობრონი''. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის [[ლითოგრაფია]]ც პირველად [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] ([[1889]]) და შემდეგ [[ბერლინი|ბერლინში]] ([[1895]]) დაბეჭდა. ხატის [[კომპოზიცია]] შემდეგია: ცენტრში [[ანგელოზი|ანგელოზს]] აღუმართავს სასწაულთმოქმედი [[სვეტიცხოველი|სვეტი]], რომლის ზემოთაც გამოსახულია [[მაცხოვარი]] ორმაგი კურთხევით, ქვევით - მწოლიარე [[წმინდა სიდონია|სიდონია]] უფლის [[კვართი|კვართთან]] ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდედით მოსილი ქართველი [[მეფე]]ები და [[წმინდანი|წმინდანები]]. საბინინს აქვს შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. [[1871]] წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“, ხოლო [[1877]] წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია წმინდა დანიელის მონასტერში, მოსკოვში. მისი საფლავის კვალი დღეს მთლიანად გამქრალია.
 
== ბიბლიოგრაფია ==
ხაზი 10:
*{{cite web |url=http://children.wanex.net/istoria/megobrebi/sabinini.htm |title=ისტორიის გვერდი - საქართველოს მეგობრები - მიხეილ საბინინი |publisher=children.iatp.ge |date=2006 |accessdate=2009 წლის 02 23, კვირა}}
* [http://www.presage.tv/?m=society&AID=8305 უსაფლავო გარეჯელი // Presage.tv]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:საბინინი, მიხეილ}}