ყირიმის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
'''ყირიმის მთები''' ({{lang-uk|Кримські гори}}) — მთები [[უკრაინა]]ში, [[ყირიმი]]ს სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე დაახლოებით 50 კმ. შედგება მთავარი (სამხრეთ) მწკვრივის — იაილისაგან, რომელიც გადაჭიმულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ნაპირის გასწვრივ, და მის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ორი მეწინავე [[კუესტა|კუესტური]] მწკვრივისაგან. დასავლეთით იაილას პლატოსებრი მწვერვალები აქვს (აი-პეტრის, იალტის, ნიკიტის, ბაბუგან-იაილა და სხვა). აღმოსავლეთით იაილა იყოფა იზოლირებულ პლატოსებრ მასივებად — ჩათირდაღი, დემერჯი, დოლგორუკოვის იაილა და სხვა. იაილის უმაღლესი მწვერვალია [[რომან-ყოში]] (1545 მ). ჩრდილოეთით მდებარე კუესტები უფრო დაბალია.
 
ყირიმის მთები ალპური დანაოჭებისაა. იაილა ყირიმის [[ანტიკლინორიუმი|ანტიკლინორიუმის]] ღერძული ზონაა, კუესტები მისი ჩრდილოეთი ფრთის მონოკლინია, ხოლო სამხრეთი ფრთა დაძირულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ქვეშ. ყირიმის მთების კალთები აგებულია მეზოზოური თიხა-ფიქლებითა[[თიხაფიქლები]]თა და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]], იაილის თხემური ნაწილი — ზედაიურული კირქვებით, რომლებშიც განვითარებულია [[შიშველი კარსტი]]. ადგილ-ადგილ გვხვდება ამონთხეული ქანებიც. [[კუესტა|კუესტები]] აგებულია ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით.
 
იალის სამხრეთი კალთის ქვედა სარტყელში ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. იცის რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექები 600 მმ წელიწადში. იაილის პლატოებზე ზაფხული გრილია, ზამთარში იცის ყინვები. ნალექები დასავლეთით 1000-1200 მმ წელიწადში, აღმოსავლეთით 500-700 მმ. იცის ძლიერი ქარები. მდინარეები საზრდოობენ ატმოსფერული ნალექებითა და კარსტული წყლებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყირიმის_მთები“-დან