პაულ პეეტერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პაულ პეეტერსი''' (დ. [[20 სექტემბერი]], [[1870]], [[ტურნე]] - გ. [[18 აგვისტო]], [[1950]], [[ბრიუსელი]]), [[ბელგიელები|ბელგიელი]] აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. ფილოსოფიის დოქტორი (1894), ბოლანდისტთა საზოგადოების წევრი (1905). ამავე საზოგადოების პრეზიდენტი (1941), ბელგიის სამეფო აკადემიის წევრი (1933), საფრანგეთის კოლეჟის საპატიო პროფესორი (1943), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი (1945), სტრასბურისა და ლევენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი (1946, 1947).
 
პაულ პეეტერსმა დიდი ამაგი დასდო ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. მას ეკუთვნის 160-მდე სამეცნიერო გამოკვლევა, მათ შორის „ქართულ ხელნაწერთა ისტორია“ (1942), „ძიებანი აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორიიდან“ ორტომად (1951), „დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის ქართული თარგმანი“ (1912), „წმინდა ილარიონ იბერიელი“ (1914), „ქართული მონასტრების ისტორია“ (1917-1919), „დიონისე არეოპაგელის ავტოიოგრაფიის იბერიულ-სომხური ვერსია“ (1921), „ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ჰაგიოგრაფიული წყაროების მიხედვით“ (1923), „თორნიკე ბერის ქართული მინაწერი“ (1932), „წმინდა შუშანიკი — ქართველებისა და სომხების მარტვილი“ (ქართული და სომხური ტექსტების ლათინური თარგმანითურთ, 1935), „ხაზარები აბო თბილელის მარტვილობაში“ (1934) და სხვა. ავტორია რეცენზიებისა ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის და სხვათა გამოკვლევების შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაულ_პეეტერსი“-დან