ასპიტისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 39 interwiki links, now provided by Wikidata on d:q186554 (translate me)
No edit summary
ხაზი 16:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ასპიტისებრნი''' ([[ბერძნ.]] aspis „შხამიანი გველი“) ({{lang-la|Elapidae}}), [[გველები]]ს ოჯახი. ზედა ყბის წინა ნაწილში აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. ყველა სახეობა ძლიერ შხამიანია. შხამი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და იწვევს სუნთქვის ცენტრის დამბლას. ოჯახი აერთიანებს 41 გვარს 181 სახეობით. გავრცელებული არიან [[ავსტრალია]]ში, სამხრეთ აზიაში, [[აფრიკა]]ში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ბინადრობენ მიწაზე. იშვიათად ხეებზე. იკვებებიან ბაყაყებით, ხვლიკებით, პატარა ფრინველებით, მღრღნელებით, აგრეთვე სხვა სახეობის გველებით. ასპიტისებრნთა უმრავლესობა ცოცხლადმშობია. აღსანიშნავია გვარები: [[კობრა]] (Naja) — გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ აზიაში; გვარი [[იქედნე]] (Pseudechis) — გავრცელებულია ავსტრალიაში, [[კრაიტი]] (Bungarus) — აზიაში, [[მამბა]] (Dendraspis) — აფრიკაში, [[მარჯნისფერი ასპიტები]] (Micrurus) — ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 1, გვ. 642, თბ., 1975
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასპიტისებრნი“-დან