კანადელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 75:
'''კანადელები''' ({{lang-en|Canadians;}} {{lang-fr|Canadiens}}) — [[კანადა|კანადის]] თანამედროვე მოსახლეობა. შედგება ორი ერის ([[კანადელი ფრანგები]]სა და [[კანადელი ინგლისელები]]საგან), რამდენიმე ეროვნული ჯგუფისა და ინდიელ-ესკიმოსური ეროვნული უმცირესობისაგან. რაოდენობა 35,158,300 ადამიანი. კანადელი ფრანგები შეადგენენ [[კანადა|კანადის]] მთელი მოსახლეობის 22%. კანადელი ერის ბირთვს შეადგენენ ის პირველი ევროპელი მოსახლეები რომლებმაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] პირველ ნახევარში კანადაში დააარსეს კოლონია — [[ახალი საფრანგეთი]].
 
1763 წელს [[დიდი ბრტიანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]] ახალი საფრანგეთი თავის კოლონიად აქცია. ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კანადელმა ფრანგებმა დაიცვეს თავისი მშობლიური ენა ([[ფრანგული ენა|ფრანგული]]), რომელიც 1968 წლიდან კანადის ორენოვანი სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მათ დღემდე აქვთ შემონახული თავისი ეროვნული კულტურა. კანადელ ფრანგთა უმრავლესობა [[კათოლიკობა|კათოლიკეა]]. ბრიტანულ კოლონიად გადაქცევის შემდეგ კანადაში გაძლიერდა ემიგრანტთა გადმოსახლება [[დიდი ბრიტანეთიდანბრიტანეთი]]დან და მისი ამერიკული კოლონიებიდან, რის შედეგადაც გაბატონებული მდგომარეობა [[კანადელი ინგლისელები|კანადელმა ინგლისელებმა]] დაიკავეს.
 
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კანადელი ინგლისელები ერად ჩამოყალიბდა. აქვთ საკუთარი ეროვნული კულტურა. კანადელი ინგლისელების ეთნოგრაფიული კომპონენტები არიან ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, კონტინენტური ევროპული ქვეყნებიდან გადმოსახლებული და ადგილობრივი ასიმილირებული მოსახლეობა. კანადელ ინგლისელთა ენაა ინგლისური; მორწმუნეთა უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების პროტესტანტია. კათოლიკობას უმთავრესად ირლანდიელები მისდევენ. 2 ძირითადი ერის გარდა კანადელთა შემადგენლობაში შედიან გერმანელები, უკრაინელები, ინდიელები, ებრაელები, პოლონელები, ჰოლანდიელები და სხვა. უმცირესობას განეკუთვნებიან ინდიელები და ესკიმოსები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კანადელები“-დან