კანადელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი |ჯგუფი = კანადელები |მოსახლეობა = 35...
 
No edit summary
ხაზი 73:
|რელიგიები =
}}
'''კანადელები''' ({{lang-en|Canadians;}} {{lang-fr|Canadiens}}) — [[კანადა|კანადის]] თანამედროვე მოსახლეობა. შედგება ორი ერის ([[კანადელი ფრანგებისაფრანგები]]სა და [[კანადელი ინგლისელებისაგანინგლისელები]]საგან), რამდენიმე ეროვნული ჯგუფისა და ინდიელ-ესკიმოსური ეროვნული უმცირესობისაგან. რაოდენობა 35,158,300 ადამიანი. კანადელი ფრანგები შეადგენენ [[კანადა|კანადის]] მთელი მოსახლეობის 22%. კანადელი ერის ბირთვს შეადგენენ ის პირველი ევროპელი მოსახლეები რომლებმაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] პირველ ნახევარში კანადაში დააარსეს კოლონია — [[ახალი საფრანგეთი]]. 1763 წელს დიდმა ბრიტანეთმა ახალი საფრანგეთი თავის კოლონიად აქცია. ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კანადელმა ფრანგებმა დაიცვეს თავისი მშობლიური ენა (ფრანგული), რომელიც 1968 წლიდან კანადის ორენოვანი სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მათ დღემდე აქვთ შემონახული თავისი ეროვნული კულტურა. კანადელ ფრანგთა უმრავლესობა კათოლიკეა. ბრიტანულ კოლონიად გადაქცევის შემდეგ კანადაში გაძლიერდა ემიგრანტთა გადმოსახლება დიდი ბრიტანეთიდან და მისი ამერიკული კოლონიებიდან, რის შედეგადაც გაბატონებული მდგომარეობა კანადელმა ინგლისელებმა დაიკავეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კანადელი ინგლისელები ერად ჩამოყალიბდა. აქვთ საკუთარი ეროვნული კულტურა. კანადელი ინგლისელების ეთნოგრაფიული კომპონენტები არიან ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, კონტინენტური ევროპული ქვეყნებიდან გადმოსახლებული და ადგილობრივი ასიმილირებული მოსახლეობა. კანადელ ინგლისელთა ენაა ინგლისური; მორწმუნეთა უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების პროტესტანტია. კათოლიკობას უმთავრესად ირლანდიელები მისდევენ. 2 ძირითადი ერის გარდა კანადელთა შემადგენლობაში შედიან გერმანელები, უკრაინელები, ინდიელები, ებრაელები, პოლონელები, ჰოლანდიელები და სხვა. უმცირესობას განეკუთვნებიან ინდიელები და ესკიმოსები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კანადელები“-დან