პროკარიოტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Average prokaryote cell- en.svg|მინი|270პქ|პროკარიოტის ტიპური უჯრედის აგებულება]]
'''პროკარიოტები''', '''პროტოკარიოტები''' ({{lang-la|Procaryota;}} {{lang-grc|προ}} „წინ“ და {{lang-grc2|κάρυον}} „ბირთვი“) — საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და [[ქრომოსომა|ქრომოსომებად]] ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემისა და რეალიზაციის მატერიალური სუბსტრატი პროკარიოტებშიც [[დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა]]ა (დნმ), ოღონდ ქრომოსომებად არ არის ორგანიზებული და [[უჯრედი]]ს ცენტრში რგოლისებრ სტრუქტურას ქმნის, რომელსაც საკუთარი [[მემბრანა]] არა აქვს და ნუკლეოიდს უწოდებენ. პროკარიოტებს არც მიტოქონდრიები აქვთ, არც რთული შოლტები და სხვა. თანამედროვე კლასიფიკაციით პროკარიოტები განიხილება საუფლოს ან ქვესაუფოს რანგის ჯგუფად, რომელიც მოიცავს [[ბაქტერიები|ბაქტერიებს]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები|ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს]], [[რიკეტსიები|რიკეტსიებს]], [[მიკოპლაზმები|მიკოპლაზმებს]] და სხვა.<ref>{{ქსე|8|199-200|ნათაძე ლ.|არა}}</ref>
 
* '''ბაქტერიები''' — ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია, პროკარიოტი, რომელსაც მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი არ გააჩნია. ყველა მათგანს (გარდა მიკოპლაზმებისა) აქვს უჯრედის კედელი;<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=2064 ბაქტერიები — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი]</ref>
 
* '''ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები''' — ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; გაერთიანებულია დაახლოებით 2500 სახეობა.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=2064 ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები]</ref>
 
პროკარიოტები უძველესი ცოცხალი არსებებია, რომლებიც სამი მილიარდი წელია [[დედამიწა]]ზე ბინადრობენ. მცირე ზომის გამო მათი შესწავლა მხოლოდ [[მიკროსკოპი]]თ არის შესაძლებელი. [[ეუკარიოტები]]საგან განსხვავებით პროკარიოტების უჯრედებში არ არის მთელი რიგი ორგანოიდები: [[მიტოქონდრიები]], [[ენდოპლაზმური ბადე]], [[გოლჯის აპარატი]] და ა.შ.<ref>[http://www.atest.site90.net/uploads/PDFS/Biologia/14.pdf პროკარიოტული ორგანიზმები]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პროკარიოტები“-დან