პროკარიოტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გვერდი დაცარიელდა
ხაზი 1:
{{წაშლის კანდიდატი|}}
 
== პროკარიოტული უჯრედი ==
პროკარიოტულ უჯრედს არ გააჩნია ბირთვი, ამიტომ მას უწოდებენ ბირთვამდელს. პროკარიოტულ ორგანიზმებს მიეკუთვნება ბაქტერიები და ლურჯმწვანე წყალმცენარეები ანუ ციანობაქტერიები. პროკარიოტულ უჯრედებს,ბირთვის გარდა, უჯრედის სხვა მემბრანული შენების ორგანოიდებიც არ გააჩნიათ.
აგებულება : არ აქვთ მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ბირთვი,
თუმცა ამ მოსაზრებას ყველა მევნიერი არ ეთანხმება. ზომა მცირეა: 1-10 მიკრომეტრი. გარედან აკრავს მკვრივი გარსი. ზოგიერთ სახეობას აქვს ლორწოვანი კაფსულა. გარსის ქვეში პლაზმური მემბრანაა, რომელიც მტკიცედ ეკვრის ციტოპლაზმას. დნმ თავმოყრილია ერთ ქრომოსომაში, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს და უჯრედის ცენტრშია მოთავსებული.
 
'''ბაქტერია'''- ბერძნული სიტყვაა და ქართულად "ჩხირს" ნიშნავს. ბაქტერიების ნაწილს ჩხირისებული ფორმა აქვს, მაგრამ არის სფეროსებური, მოღუნულ-ჩხირისებული, სპირალის ფორმის ბაქტერიებიც, ზოგიერთს შოლტი და წამწამები აქვს.ხელსაყრელ პირობებში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, არახელსაყრელ პირობებში კი ზოგიერთი ბაქტერია მკვრივი გარსით იფარება და წარმოქმნიან სპორებს. სპორები უძლებენ გამოშრობას, მაღალ ტემპერატურას,ყინვას. ასეთ მდგომარეობაში მრავალი წელი შეიძლება გაძლონ, ხელსაყრელ პირობებში კი კვლავ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან და მრავლდებიან. უჯრედის გაყოფის წინ მემკვიდრეობითი ნივთიერება ორმაგდება,რომელიც შვილეულ უჯრედებს შორის ნაწილდება.ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმის მიხედვით. კოკი - მრგვალი, ბაცილა - ჩხირი, ვიბრიონი - გაღუნული ჩხირი, სპირილი - სპირალური.. კვების მიხედვით ბაქტერიები იყოფა ავტოტროფებად (ქემოსინთეზიკოსები) და ჰეტეროტროფებად (პარაზიტები, საპროფიტები). არჩევენ სასარგებლო და საზიანო ბაქტერიებს. სასარგებლოა: რძემჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა, დუღილის, აზოტმაფიქსირებელი; საზიანოა: ლპობის, ცელულოზადამშლელი, დაავადების გამომწვევი (ქოლერა, ტიფი, განგრენა) ბაქტერიები.
ბაქტერიები მრავლდებიან დაყოფით და ეკოსისტემაში რედუცენტები არიან.
რძემჟავა დუღილი აერობული პროცესია, ამ დროს გლუკოზა იშლება რძემჟავამდე. ერბომჟავა დუღილი ანაერობული პროცესია, ამ დროს ნახშირწყლები და ცილები იშლებიან ერბომჟავამდე, CO2-მდე და H2Oმდე. ძმარმჟავა დუღილი დროს გლუკოზა ეთილისსპირტამდე იშლება, ის კი ძმრამდე.
ბაქტერიების მნიშვნელობა ძალზე დიდია, მონაწილეობენ სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტების წრებრუნვაში. რედუცენტები ძირითადად მიკროორგანიზმები არიან. ბაქტერიები გამოიყენება საკვები პროდუქტების, ორგანული ნივთიერებების, პრეპარატების მიღება-წარმოებაში. გამოიყენება ბიოტექნოლოგიის მრავალ დარგში (იხ. სტატია: ბიოტექნოლოგია). საყურადღებოა ბაქტერეიბის ნეგატიური გავლენაც ჩვენზე - ზოგიერთები ანადგურებენ მოსავალს, მცენარეებს, დაავადებას იწვევენ, ალპობენ, აფუჭებენ საკვებ პროდუქტებს, წიგნებს.
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. (ციანობაქტერიები) შეფერილობა: მოცისფრო-მომწვვანო, ზოგი მუქი მწვანე. შეიცავს პიგმენტებს: ქლოროფილ ალფას, კაროტინებს, ფიკოცინს და მცირე რაოდენობით წითელ პიგმენტს ფიკოერიფრანს.
გვხვდება როგორც ერთუჯრედიანი, ისე კოლონიური და მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები.
გარსი შეიცავს ცელულოზას. ზოგჯერ გარსი ლორწოვანია, არ აქვს დიფერენცირებული ბირთვი, ქლოროპლასტები. ციტოპლაზმაში მოთავსებულია მემბრანები, პიგმენტები, ნუკლეპროტეიდები. მრავლდება დაყოფით. არახელსაყრელ პირობებში წარმოქმნის ცისტას. ქლოროფილი და სხვა პირგმენტები ლოკალიზირებულია მემბრანულ სტრუქტურებში თილაკოიდების სახით. ისინი ფოტოსინთეზის დროს ჟანგბადს გამოყოფენ. ციანობაქტერიებს ახასიათებს ორგვარი კვება - ავტოჰეტეროტროფებია. სინათლეზე ფოტოსინთეზს ახდენენ, სიბნელეში კი გარემოდან ითვისებენ ორგანულ ნივთიერებებს. სამარაგო ნივთიერებაა გლიკოგენი. მრავალი მათგანი ახდენს ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას, გამოყოფს ამიაკს. მონაწილეობენ სიმბიოზში (ლიქენები).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პროკარიოტები“-დან