პერიკლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
მიეკუთვნებოდა [[ალკმეონიდები|ალკმეონიდთა]] არისტოკრატიულ გვარს, მაგრამ იზრდებოდა დემოკრატთა გარემოცვაში. მიიღო დიდებული განათლება. თავისი ათლეტური აღნაგობის, არისტოკრატობისა და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო პერიკლეს „ოლიმპიელს“ უწოდებდნენ. იგი 15 წელი ([[ძვ. წ. 444]]-[[ძვ. წ. 429|429]] წწ.) უცვლელად იყო ათენის სტრატეგოსი, მართავდა პრინციპით: „ჩვენ ვქმნით დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე მონაკვეთისათვის“.
 
== პერიკლეს ხანა ==
პერიკლეს სახელთან არის დაკავშირებული მრავალი რეფორმა, რომლებმაც ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფოს წყობილების [[დემოკრატია|დემოკრატიზაციას]]. გააუქმა ქონებრივი ცენზი სახელმწიფო სამსახურისთვის, დააწესა ჯამაგირი (დიეტა) და ამით [[სახელმწიფო]] მართვა-გამგეობაში უღარიბესი ფენებიც ჩააბა. გააფართოვა სახელმწიფო [[კრება|კრების]] ([[ეკლესია]]) უმაღლესი [[კანონი|საკანონმდებლო]] უფლებანი. მანამდე არსებული ღია ხმის მიცემის (ქეიროტინია) გვერდით საარჩევნო ფორმად შემოიღო კენჭისყრა. [[თეატრი|თეატრალურ]] სანახაობებზე დასასწრებად ღარიბთათვის დააწესა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის გაცემა (თეორიკონი). სანახაობებისა და მისტერიების ხარჯები დააკისრა მდიდარ მოქალაქეებს (ლიტურგია). უმიწაწყლო გლეხობას ასახლებდა საგანგებოდ გამოყოფილ მიწებზე (კლერუქია). პერიკლეს დროის ათენს უწოდებდენ „საბერძნეთს საბერძნეთში“. ამ ეპოქაში მოღვაწეობდნენ [[ფიდია]], [[კალიკრატე]], [[იქტინე]], [[სოფოკლე]] და სხვა. ხელახლა აშენდა [[აკროპოლისი]], [[პროპილეთი]], [[პართენონი]], [[ედეანი]]. აშენდა ნავსადგურები [[პირეოსი]] და [[ფალერონი]]. [[ათენი]] და პირეოსი მთლიანად გაერთიანდა. პერიკლეს უკანასკნელი სიტყვები იყო:„არც ერთ ათენელს ჩემი მიზეზით სამგლოვიარო თალხი არ ჩაუცვამსო“. პერიკლეს მართველობა „ოქროს საუკუნის“ სახელით შევიდა [[ისტორია]]ში. [[კარლ მარქსი]]ს თქმით საბერძნეთის უმაღლესი აყვავება ემთხვევა პერიკლეს ეპოქას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერიკლე“-დან