რაინჰაიტსგებოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
ამ კანონს 500 წლიანი ისტორია აქვს და მასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტი უნდა აღინიშნოს. ბავარიის კანონი "ლუდის სისუფთავეზე" [[1516]] წლიდან ერთ-ერთ უძველეს კანონად ითვლება, რომელიც როდესმე დაწესებულა საკვებ პროდუქტებზე. კანონი შემდეგ ნაციონალურ ჭრილში გადაიყვანეს და "გერმანული კანონი ლუდის სისუფთავეზე", საბოლოოდ კი "კანონი ლუდის წარმოებაზე" დაარქვეს. ევროპის ბაზრის ლიბერალიზაციის დროს, კანონი მთლიანად ევროპაზე გავრცელდა. ინგრედიენტები შევიდა სახელით "დაშვებული ინგრედიენტები", რომელშიც ლუდი დაცულია როგორც "ტრადიციული კვების პროდუქტი". ბავარიელებისთვის სამწუხაროდ, ლუდის სისუფთავეზე კანონი ნაპოვნია ტიურინგიაშიც, რომელიც 82 წლით გვიან გამოსცეს, ვიდრე ბავარიაში. ჯერ კიდევ [[1351]] წელს ქ. ერფურტში გამოცემული იყო შიდაწესდება თუ როგორ უნდა დამზადებულიყო ლუდი მკაცრად განსაზღვრული ინგრედიენტებით. [[მიუნხენი|მიუნხენის]] მუნიციპალიტეტმა ლუდის წარმოებაზე კონტროლი [[1363]] წელს დაიწყო. პირველი ცნობა ლუდის ხარშვისას უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ ქერი, სვია და წყალი [[1453]] წლით თარიღდება. ამ დროისათვის ტიურინგიაში კანონი უკვე 20 წლის მიღებული იყო. [[1434]] წელს მიღებული კანონი ვაისენზეში (ტიურინგია) გამოიცა და შუასაუკუნეების რუნებურგში [[1999]] წელს ერფურტთან ახლოს იქნა ნაპოვნი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://brewery.org/library/ReinHeit.html რაინჰაიტსგებოტი, ინგლისური თარგმანი]
* [http://www.beercult.ru/profiles/blogs/pivopuritanstvo-a-byl-li-zakon ლუდპურიტანელობა. არსებობდა კანონი?]