ვახტანგ VI: განსხვავება გადახედვებს შორის

18 697 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
178.134.187.222-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვ...
(178.134.187.222-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვ...)
[[1703]] ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნა.
 
==ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის აღორძინებისთვის==
იყო მწერალი და მეცნიერი
[[ფაილი:ვახტანგ მე-VI.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ვახტანგ VI–ის საფლავი ასტრახანში]]
ვახტანგმა თავიდანვე დაიწყო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართული ეროვნული წეს-ჩვეულებები. შექმნა "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია, რითაც დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ [[დასტურლამალი|დასტურლამალში]] აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|კანონთა კრებული]]. იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "[[სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა]]". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს.
 
ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესული განათლებულ მეცნიერთა დასის - [[სწავლულ კაცთა კომისია|სწავლულ კაცთა კომისიის]] დიდი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI-ის ნაყოფიერი მოღვაწეობა რამდენიმე წლით შეწყდა [[1712]], ჯერ [[გიორგი XI|გიორგი XI-ისა]] და მერე ირანში მისი შემცვლელის [[ქაიხოსრო|ქაიხოსროს]] ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როდესაც ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI [[ირანი]]ს შაჰმა [[ქართლი]]ს სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] დაიბარა და [[მაჰმადიანობა|მაჰმადიანობის]] მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI [[ქირმანი|ქირმანში]] გადაასახლეს, სადაც [[1719]]-მდე დაჰყო. ამავე [[1719]] წელს მანამდე ([[1716]]) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში ([[1719]]-[[1724]]) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. [[საქართველო]] კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ [[რუსეთი|რუსეთთან]] კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა [[პეტრე I]]-თან, რომელიც, იმჟამად, [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა. სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. [[1723]] აღმოსავლეთ საქართველოს [[ოსმალები]] დაეპატრონენ. [[1724]] ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა [[რუსეთი]]ს დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა [[ასტრახანში|ასტრახანში]], დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.
 
[[File:Anna Alexandrovna Galitzin, nee Gruzinsky.jpg|file|thumb|250px|[[ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი-გალიცინა]] - ვახტანგ VI-ის შვილთაშვილი.]]
 
ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას, უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე, მისი აღმზრდელი [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაპუცინებს. მათი დახმარებით [[1709]] წელს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა [[დომენტი IV|დომენტი კათალიკოსი]]. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგ VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი [[ლუი XIV (საფრანგეთი)|ლუი XIV-სგან]] დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როდესაც ქართლში მისი ვაჟი [[ბაქარი]] ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი [[ინოკენტი XIII|ინოკენტი XIII-სა]] და ავსტრიის იმპერატორ [[კარლ VI|კარლ VI-დმი]]. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "... გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო", "...სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა."
 
[[ვახტანგ VI-ის სტამბა|ვახტანგ VI-ის სტამბაში]] დაიბეჭდა პირველად "[[ვეფხისტყაოსანი]]" ([[1712]]) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ [[რუსთველოლოგია]]ს. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), [[სპარსული]]დან თარგმნა "[[ქილილა და დამანა]]", "ამირ-ნასარიანი" და სხვ.
 
ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირვევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი - "მდურვა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ [[თეოლოგია]]შია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. "საღვთო მიჯნურობის" კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში" სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში ([[გურამიშვილი, დავით|დ. გურამიშვილი]], [[ბარათაშვილი, მამუკა|მ. ბარათაშვილი]] და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და"...), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა...") და სხვ.
 
== მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად ==
98

რედაქტირება