მარჯორი უორდროპი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = მარჯორი უორდროპი |მშობსახ...
(განსხვავება არ არის)

09:15, 18 მარტი 2014-ის ვერსია

მარჯორი უორდროპი (ინგლ. Sir (John) Oliver Wardrop დ. 11 ნოემბერი, 1869 — გ. 7 დეკემბერი, 1909) — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.

მარჯორი უორდროპი

მარჯორი უორდროპი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1869
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1909
ეროვნება ბრიტანელი
საქმიანობა სწავლული
მთარგმნელი

შვიდ უცხო ენასთან ერთად მან შეისწავლა ქართულიც და იმოგზაურა საქართველოში (მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ნაწილში) 1894-1895 და 1896 წლებში. მან თარგმნა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები (ლონდონი, 1894 წ.), ილია ჭავჭავაძის განდეგილი (ლონდონი, 1895 წ.), წმინდა ნინოს ცხოვრება (ოქსფორდი, 1900 წ.) და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები. ის ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ინგლისურად თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (გამოიცა 1912 წელს ლონდონში მისი ძმის მიერ). მისი გარდაცვალების შემდეგ, სერ ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო.


რესურსები ინტერნეტში