კავკასიური როჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პუნქტუაცია
No edit summary
ხაზი 16:
| commons =
}}
'''კავკასიური როჭო''' (Lyrurus mlokosiewiczi) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[როჭოსებრნი|როჭოსებრთა]] ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის [[ბუმბული]] ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. [[ბუდე|ბუდეს]] მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია [[საქართველო|საქართველოს]] "წითელ წიგნში".საქართველოს ფაუნის თვალსაჩინო წარმომადგენელია კავკასიური როჭო,რომელიც კავკასიისთვის ენდემურია,ე.ი.კავკასიის გარდა სხვაგან არსად გვხვდება.მაღალი მთის ეს მუდმივი ბინადარი უმთავრესად დიდსა და მცირე კავკასიონზე და მის განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზედა ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახსი,ზღვის დონიდან 1800--2500 მეტრის სიმაღლეზე.
კავკასიური როჭო პირველად ლაგოდეხში მომუშავე მეტყევემ ლ.მლოკოსევიჩმა შეისწავლა,რის გამოც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ჩვენი როჭო "მლოკოსევიჩის როჭოს" სახელწოდებითაა ცნობილი.
მამალი როჭო შავი ბუმბულით არის დაფარული,მას წითელი ხორცოვანი წარბები აქვს,ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი,ტანი ლამაზი ბოლოთი თავდება.დედალი როჭო ჭროღაა.
კავკასიური როჭო ტყის ზედა ზონაში ბუდობს.სუბალპურ ზონასთან ახლოს,უმთავრესად სუბალპური მცენარეებით იკვებება და ზოგჯერ კენჭებსაც (გასტროლიტები) ყლაპავს--კუჭში მოხვედრილი უხეში საკვების გადასამუშავებლად.
დედალი როჭო ჩვეულებრივ 10 კვერცხს დებს,საიდანაც მეტწილად 6-7 წიწილა იჩეკება.ეს გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი სპორტული ნადირობის ობიექტია,რადგანაც მასზე ნადირობა საკმაო სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
==ლიტერატურა==
*''მ. სახოკია,'' ქსე, ტ. 5, გვ. 312, თბ., 1980