გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის Aryamehr ცვლილებების გაუქმება (№2650277)
ხაზი 37:
თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან “შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგიერთი ადგილი ააოხრაო. ცხადია, თოღთამიში საქართველოსა და დაღესტნის მმართველებთან შეუთანხმებლად ასეთ ლაშქრობას ვერ მოაწყობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ თემურ-ლენგმა დარიალის ხეობის ჩაკეტვა და თოღთამიშისათვის გზის შეკვრა მოინდომა.
 
[[1398]] წელს თემურ-ლენგი ინდოეთისაკენ დაიძრა. კავკასიის ხალხებმა დრო იხელთეს და თათრების ბატონობისაგან გათავისუფლება სცადეს. ამ ბრძოლის მეთაური იყო საქართველოს მეფე გიორგი VII. კავკასიაში ლაშქრობების დროს ნახჩევანში ერთადერთი ციხე _ ალინჯა – დარჩა, რომელიც თემურმა ვერ აიღო. ამ ციხეში იყო გამოკეტილი ჯალაირიანთა დინასტიის უფლისწული თაჰერი, საიდანაც იგი განაგრძობდა მედგარ წინააღმდეგობას. თემურმა ინდოეთში წასვლის წინ ალინჯის ციხის ალყა თავის ძეს მირანშაჰს გადააბარა. მირანშაჰის სარდალმა ციხეს მაღალი კედელი შემოავლო და დარაჯად დაუდგა, რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო და ვერც ვერავინ შესულიყო ციხეში. და აი, გიორგი VII-მ და მისმა მოკავშირეებმა მიზნად დაისახეს ციხეში შეღწევა და იქ მყოფთა სურსათით და იარაღით მომარაგება. გიორგის ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ იყო გათვლილი. ჯალაიარიანები საქართველოს საიმედო მოკავშირეები უნდა გამხდარიყვნენ თემურის მემკვიდრეების წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგიმ თავი მოუყარა ქართულ ჯარს, ჩამოიყვანა მეომრები ჩრდილოეთი კავკასიიდან და ნახჩევანისკენ დაიძრა. ქართველებმა და მისმა მოკავშირეებმა მოალყე თათრები სასტიკად დაამარცხეს და განდევნეს ნახჩევანიდან. უფლისწული თაჰერი გიორგიმ გამოიყვანა ციხიდან და საქართველოსკენ გამობრუნდა. “გიორგი მეფემ განილაშქრა ალინჯას ყოვლითა სპითა: ქართლ-კახელთა, ლიხთ-იმერელთა, მესხთა და შირვანელთა” შეერთებული ჯარითო. “...მივიდა ალინჯას და დახოცა ლაშქარი და გამოიყუანა ძე სულტანისა, შეყენებული ციხესა ალინჯასსა... აღხოცნა მხედარნი თემურ ყაანისა და მოვიდა გამარჯვებული”(ძეგლი ერისთავთა). ეს ამბავი თავრიზში შეატყობინეს თემურ-ლენგის ძეს, მირანშაჰს. იმან დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა ალინჯისაკენ. ქართველები უკვე შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც თავრიზიდან წამოსულ მონღოლთა ლაშქარს გადააწყდნენ. ქართველებმა მონღოლები ამჯერადაც სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს.
 
ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულ თემურ-ლენგს კავკასიის საქმეები არეული დახვდა. თემური ამ ამბავს ვერ შეურიგდებოდა და საგულდაგულოდ მოემზადა საქართველოზე სალაშქროდ. [[1399]] წელს თემურ-ლენგის ურდოები შეესივნენ ჰერეთ-კახეთს. დიდთოვლობის მიუხედავად, ბრძოლა მთელ თვეს გაგრძელდა. ქართველები თავგანწირულად იცავდნენ თავს, მაგრამ მტრის მრავალრიხოვნება თავისას შვრებოდა. ჰერეთის მმართველი ხიმშია ჯარითა და აყრილი მოსახლეობით ტყეს შეეხიზნა, მათი სახლ-კარი და მეურნეობა კი მტერმა გაძარცვცა და გადაწვა. თემურ-ლენგის ბრძანებით ჭრიდნენ თუთისა და ნიგვზის ხეებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს, ბოსტნებს, ანგრევდნენ სალოცავებს სასახლეებს, ციხეებს, ერეკებოდნენ საქონელს. ამასობაში დიდთოვლობამ მოუსწრო ლაშქარს, ცხენების საკვები გამოელიათ და უკან გაბრუნდნენ. მომდევნო წლის გაზაფხულზე თემური კვლავ მოუბრუნდა საქართველოს. თემური უზარმაზარი ლაშქრით ბარდავის გზით საქართველოში შეიჭრა. გიორგი მეფეს ელჩის პირით და მორჩილება სულთან აჰმედ ჯალაირის შვილის თაჰერის გადაცემა მოსთხოვა. გიორგი მეფეს ორივე მოთხოვნაზე გამომწვევი პასუხი შეუთვლია. ხოლო თაჰერის, შესახებ უთქვამს: “არ არის ჩვენი ნათესავთ წესი, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე მივსცეთო”. სპარსული წყაროს მოწმობით, თემურ-ლენგის “მძვინვარების ალი უფრო აბრიალდა ურწმუნო გიორგის უგუნური გულადობის გამო”(ნიზამ ად-დინი). ამის შემდეგ თემურმა თავის ლაშქარს უბრძანა “საღვთო ომად მკლავი აღემართათ ბოროტსა და ცთომილ ხალხზე, მათი სადგომ-საცხოვრებელი გაენადგურებინათ, ხოლო ხეები და ყანები ძირიანად ამოეთხარათ მოსული ნაყოფითა და მოწეულ თავთავიანად” (ნიზამ ად-დინი). [[1400]] წელს ასეთი მოწოდებით შემოესია თემურის ლაშქარი საქართველოს. გიორგი მეფემ გოგჩის ტბის მიდამოებში გაუმართა ბრძოლა. ქარიან ამინდში გიორგის ისე განულაგებია ჯარი, რომ “აყრიდა მტუერსაა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა”. ქართველებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს, ურიცხვი “მოსრეს პირითა მახვილისათა”, მაგრამ მათ სიმრავლეს არაფერი აკლდებოდაო, - მოგვითხრობს “ახალი ქართლის ცხოვრების ავტორი”. საღამოჟამს, როდესაც მეომრები დაიღალნენ, თემური ახალ რაზმებს თავად წარუძღვა და იერიში მიიტანა დამაშვრალ ქართველებზე. ქართველებმა ვღარ გაუძლეს შემოტევას და უკუიქცეს. თემურის ლაშქარი ქვემო ქართლს მოედო, შემდეგ თბილისისკენ წამოვიდა. თემურმა აიღო თბილისი და ახლო მდებარე ციხეები, შემდეგ მუხრანის ველზე დაბანაკდა. აქედან ქსნის ხეობას. შიდა ქართლში მარბიელი რაზმები დაგზავნა. თემურმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა გიორგი მეფეზე. გიორგი მეფე გორში იყო. თემურის ლაშქარი გორშიც მივიდა და მიწასთან გაასწორა გორის ციხე. გიორგი მეფეს ძამის ციხეში მოუსწრია გამაგრება. თემური აქაც დაედევნა მეფეს და ძამის ციხეს ალყა შემოარტყა. შვიდდღიანი ალყის შემდეგ ციხე დაანგრიეს. ციხეში მყოფებმა გიორგის მეთაურობით ხმალდახმალ გააპეს ალყა და გაქცევა მოახერხეს. ამის შემდეგ გიორგი სავანეთის ციხეში გამაგრებულა. მტერი ფეხდაფეხ მისდევდა გიორგის. ამ ციხესაც იგივე ბედი ეწია. გიორგიმ ისევ გაარღვია ალყა და თანმხლები პირებითურთ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ქართლში დარჩენილმა თემურის ლაშქარმა ააოხრა თეძმისა და არაგვის ხეობები, გზაზე დაანგრიეს ციხეები და გადაწვეს ეკლესიები. შემდეგ თემური სამხრეთისაკენ იხევს კოლას საძოვრებისაკენ, სადაც ბანაკად იდგა. აქედან ტაოში, ფანასკერტის მიდამოებში გაგზავნა სარდლები იქაური ქრისტიანი მოსახლეობის დასასჯელად.
ხაზი 57:
*'' ჩხატარაიშვილი ქ.,'' [[ქსე]], ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978.
 
*'' ქართლის ცხოვრების გაგრძელება/ქართლის ცხოვრება, II,ს. ტექსტიყაუხჩიშვილის დაადგინაგამოცემა, ყველატ. ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სII. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1959.
 
*'' ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბილისი, 1966 წ.
*'' ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973.
 
*'' ი. აბულაძე, მათეოს განძასარელის ცნობა ქართველთა მეფისკონსტანტინეს შესახებ, ენიმკის მოამბე, V-VI, თბილისი, 1940,
*'' თომა მეწოფელი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარი დაურთო პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგმა, ტფილისი, 1937.მ
 
*'' დ. კაციტაძე, აბდ არ-რეზაყ სამარყანდის ”მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ-ბაჰრეინის” ცნობები საქართველოს შესახებ, მაცნე, #2, 1968.
*'' მიქელ პანარეტოსი, ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა, თითოეულმა როგორ, როდის და რამდენ ხანს იმეფა, გეორგიკა, ტ. VII, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1967.
 
*'' ივ. კაკაბაძეჯავახიშვილი, ფარსადანქართველი გორგიჯანიძისერის ისტორია, საისტორიოტ.III, ნაწილი მოამბემეორე, თბილისი, 1925, ნაწ.II1982;
 
*'' კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთადამპყრობთაA წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთასაუკუნეთA მიჯნაზე/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისიტ. IV, 1974თბილისი. 1979.
*'' ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბილისი, 1982.
 
*'' ვ. კოპალიანი, ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის წარსულიდან, თბილისი, 1962;
*'' კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბილისი, 1974.
 
*'' დ. კაციტაძე, საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1975.
 
*'' ლ. თავაძე, გიორგი VII-ის გარდაცვალების თარიღის შესახებ, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები,”უნივერსალი”,თბილისი, 2008.
 
*'' რ. კიკნაძე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან,
 
{{დაიწყე ყუთი}}