წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎სეფექალი შროშანა და სამეფო ბაღის მცველის ოჯახი: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯე using AWB
(clean up, replaced: როცა → როდესაც (4) using AWB)
(→‎სეფექალი შროშანა და სამეფო ბაღის მცველის ოჯახი: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯე using AWB)
სამეფო ბაღის მცველი და მისი ცოლი უშვილოები იყვნენ, რასაც ძალიან დარდობდნენ. წმ. ნინომ სიზმრად ჩვენებით იხილა ნათლისფერი კაცი, რომელმაც ურჩია, რომ შესულიყო ბაღში და იქ ნაძვის ძირიდან მიწა აეღო და ის შეეჭმია უშვილო ცოლ-ქმრისთვის. მართლაც, ამის შემდეგ მათ მრავლად ეყოლათ ძეები და ასულები.
 
იმავე ხანებში, წმინდანმა, ბაღში მუხლებზე ასკეტურად მთვლემარემ, რამდენჯერმერამდენიმეჯერ ნახა სიზმრად, რომ მრავალფერადი ჩიტები მოფრინდებოდნენ, მდინარეში გაიბანებოდნენ და ბაღში რტოებს მოკენკავდნენ, მერე ნინოს ეჭიკჭიკებოდნენ და გარშემო ევლებოდნენ ჟღურტულით. ქალწულმა ეს სიზმარი მოუთხრო [[სიდონია]]ს, [[აბიათარი|აბიათარ მღვდლის]] ასულს, რომელმაც იგი ისე განუმარტა, რომ წმინდანის მიერ ეს სამეფო ბაღი ღვთის სადიდებელ ბაღად გადაიქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ იმ ადგილას, სამეფო ბაღში, აშენდა ქართლის სამეფოში პირველი ეკლესია , რომელსაც, მოგვიანებით, სვეტიცხოველი ეწოდა.
 
მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც ბაღის მცველი [[ანასტოს]]ი და [[აბიათარი]]ს ასული [[სიდონია]] ერთი პიროვნებაა.<ref name="ReferenceA"/> ანასტოსი ამ ადგილის გარდა "ნინოს ცხოვრებაში" აღარ მოიხსენიება, ისევე, როგორც სეფექალი შროშანა, მაშინ როდესაც სიდონია წმ. ნინოს დაუცხრომელი თანამოღვაწეა.
49,737

რედაქტირება