დარენ ფლეჩერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎საკლუბო კარიერა: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 13:
 
ფლეტჩერი ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო რომელიც მოხვდა მანჩესტერის კაპიტნის როი კინის კრიტიკის ქვეშ 2005 წლის ოქტომბერში მიდლსბროსთან 4–1 დამარცხების შემდეგ. გადმოცემით კინმა თქვა: "არ მესმის რატომ აქებენ ასე ფლეტჩერს შოტლანდიაში" თუმცა მოგვიანებით კინი შეეცადა შეერბილებინა თავისი სიტყვები: " თუ ყურადღებით მოუსმენთ ჩემს კომენტარებს ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი შემიქია,ეს ფლეტჩია. თვითონ ფლეტჩიც დაგიდასტურებთ ამას." ფლტჩერმა კრიტიკოსებს 2005 წლის 6 ნოემბერში დაანახა თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში, უმნიშვნელოვანეს საშინაო მატჩში ჩელსისთან, შესანიშნავი თავური დარტყმით თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა. მისმა გამარჯვების გოლმა დაასრულა ჩელსის 40 მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში.
2006–2007 წლის სეზონის დასაწყისში, ფლეტჩერმა შეინარჩუნა ადგილი პირველ გუნდში, მაგრამ მხოლოდ სათადარიგო სკამზე თუ ახერხებდა მოხვედრას. მან გაიტანა გოლი გასვლით შეხვედრაში ჩარლტონ ატლეტიკის წინააღმდეგ, ასევე თავით გაიტანა გამარჯვების გოლი მიდლსბროს წინააღმდეგ დეკემბერში, და კიდევ ერთი თავური ჩარლტონის წინაღმდეგ საშინაო თამაშში.სეზონის განმავლობაში, ალექს ფერგიუსონი უპირატესობას ანიჭებდა კრიშტიანო რონალდოს, პოლ სქოულზის ,მაიკლ ქერიქის და რაიან გიგზის ოთხეულს, რის შედეგადაც ფლეტჩერი მხოლოდ რამდენჯერმერამდენიმეჯერ გამოვიდა შეცვლაზე. თუმცა , იმის გამო რომ პოლ სქოულზი გაფრთხილებების გამო ტოვებდა მატჩს, ფლეტჩერმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი რომას წინააღმდეგ რომელიც მანჩესტერის გამარჯვებით დამთავრდა 7–1.
2007–2008 წლების სეზონში,როდესაც გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური ნახევარმცველები ოუენ ჰარგრივზი და ანდერსონი,ასევე განაპირა ნახევარმცველი ნანი, ფლეტჩერი კიდევ უფრო ცოტა დროს ატარებდა მოედანზე ვიდრე წინა სეზონში. ვრცელდებოდა ჭორები , რომ მას კლუბის დატოვება სურდა საკმარისი სათამაშო დროის არქონის გამო. მართლაც, ფერგიუსონი კვლავ ანიჭებდა უპირატესობას ქერიქს, სქოულზს, გიგზს და რონალდოს. ფლეტჩერმა კლუბის ახალწვეულებზე ნაკლები დრო გაატარა მოედანზე. თუმცა, როცა შანსი ეძლეოდა, ის ავლენდა თავის შესაძლებლობებს –მან თავისი 2 გოლით წვლილი შეიტანა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში არსენალის 4–0 დამარცხებაში ოლდ ტრაფორდზე.
2008–2009 წლების სეზონში, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო პირველი 5 თამაში, ქერიქის და რონალდოს ტრავმების გამო, და გაიტანა ნიუქასლ იუნაიტედის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში რომელიც ფრედ 1–1 დამთავრდა.ფლეტჩერმა თავისი მეორე გოლი სეზონში შორეული დარტყმით გაუტანა პორტსმუტს,პატრის ევრას პასის შემდეგ.ამავე თამაშში, 93–ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, თამაში კი 1–0 დამთავრდა.2008 წლის ოქტომბერში, ფლეტჩერმა 3 წლით, 2012 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან.სეზონში მესამე გოლი 25 ოქტომბერს ევერტონს გაუტანა. ასევე 2008 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანა გამბა ოსაკას 2008 წლის 18 დეკემბერს, მას შემდეგ რაც შეცვლაზე შევიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარენ_ფლეჩერი“-დან