მოდინახე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 1:
{{განსხვავება|მოდამნახეს ციხე}}
[[სურათი:Modinaxe.jpg|thumb|250px|<center>მოდინახეს ციხის ხედი<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''მოდინახე''', ''მოდიმნახეს ციხე'' — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთის მხარე]]ში, [[საჩხერე|საჩხერიდან]] ჩრდილოეთით ერთ კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.
 
==ისტორია==
გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ [[პაპუნა წერეთელი|პაპუნა წერეთელს]] ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.”
 
სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა [[ფალავანდიშვილები]]ს და საჩხერელი [[წერეთლები]]ს ფეოდალურ საგვარეულოებს. [[1735]] წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე [[ალექსანდრე V]]-მ რამდენჯერმერამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე [[სოლომონ I]]. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
 
მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშოდებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.
 
ოციოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე [[1991]] წლის [[მიწისძვრა]]მ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახვლზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. [[ყვირილა|ყვირილის]] ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოდინახე“-დან