ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 3:
 
==ღვთაების ეკლესია==
ღვთაების ეკლესია კომპლექსის ცენტრში დგას. პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება [[V საუკუნე|V]]-[[VI საუკუნე]]ებით. ეკლესია რამდენჯერმერამდენიმეჯერ ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. მემატიანე ჯუანშერის ცნობით იგი [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა თავდაპირველად სამნავიანი [[ბაზილიკა]] ყოფილა.
 
ეკლესია ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანია (16,7 X 11,15 მ), შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით (ამოქოლილია) აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავი დანარჩენთან შედარებით დაგრძელებულია. ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. საკურთხევლის [[აფსიდი]]ს გვერდებზე [[სამკვეთლო]] და [[სადიაკვნე]]ა. ორივე სათავსი სწორკუთხაა, გადახურულია [[კამარა|კამარით]], დასავლეთით შესასვლელი აქვთ - აღმოსავლეთით - თითო სარკმელი. აფსიდის წინ ღრმა ბემაა, რომელიც გვერდებზე დიდი თაღებითაა გახსნილი. დასავლეთის მკლავი კამარით გადახურულ გვერდის ნავებს უკავშირდება შეისრული თაღით. გუმბათი აღმოსავლეთ კედლის კუთხეებსა და დასავლეთის კედლის დიდ შვერილ პილონებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. იატაკი ნატეხი ქვისა და აგურისაა.
ხაზი 25:
==ლიტერატურა==
* საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
 
{{თარგი:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
{{თარგი:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}