მიხეილ ლერმონტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB)
(→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
პოემა „მწირში“ (1839), რომლის მოქმედების ფონი საქართველოა, ლერმონტოვმა განახორციელა ყრმობისდროინდელი ჩანაფიქრი თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკის შესახებ. „მწირი“ თავისუფლების, სამშობლოსა და ბუნებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. 1829-იდან ლერმონტოვი „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა; საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის თამარის — მომხიბლავი სახე. ლერმონტოვმა დიდი ამაგი დასდო რუსულ პროზასაც. მისი სოციალური-ფსიქოლოგიური რომანის „ჩენი დროის გმირის“ ([[1939]]) მთავარი პერსონაჟი, „ზედმეტი ადამიანი“ პეჩორინი 30-იანი წლების თავადაზნაურული ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია. მას მოქმედება სწყურია, მაგრამ ბედკრულ სინამდვილეში ნიჭის, ცოდნისა და ენერგიის გამოყენების პირობები არა აქვს.
 
ლერმონტოვისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი რომანტიკოსები: [[გრიგოლ ორბელიანი]] (თარგმნა „მთანი მაღალნი“), [[ორბელიანი, ვახტან ვახტანგის ძე|ვახტანგ ორბელიანი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], რომელსაც თანამედროვენი „ქართველ ლერმონტოვს“ უწოდებდნენ. ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა 60-იან წლებში. ლერმონტოვის თხზულებები თარგმნეს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]], [[ჭავჭავაძე, ილია|ილია ჭავჭავაძემ]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველამ]], [[გრიგოლ აბაშიძე|გრიგოლ აბაშიძემ]], [[გურიელი, მამია|მამია გურიელმა]] და სხვა. საბჭოთა პერიოდში ლერმონტოვის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად ითარგმნა ქართულ ენაზე. ზოგი ნაწარმოები თარგმნილია რამდენჯერმერამდენიმეჯერ („დემონი“ 10-ჯერ, „პოეტის სიკვდილი“ 6-ჯერ, „წინასწარმეტყველი“ 5-ჯერ, „მწირი“ 4-ჯერ, „ჩვენი დროის გმირი“ 3-ჯერ). ლერმონტოვის შემოქმედებით არის შთაგონებული ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებებიც ([[თაქთაქიშვილი, ოთარ|ოთარ თაქთაქიშვილის]] სიმფონიური პოემა „მწირი“, [[ბალანჩივაძე, ანდრია|ანდრია ბალანჩივაძის]] ამავე სახელწოდების ბალეტი, [[ცინცაძე, სულხან|სულხან ცინცაძის]] ბალეტი „დემონი“ და სხვ.).
 
==ლიტერატურა==
49,737

რედაქტირება