ჩაკ პალანიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
→‎სტილი: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 55:
პალანიკის თხრობის სტილი გამოირჩევა სხვებისგან, ის შეიძლება იწყებოდეს პირობითი ბოლოდან და მიდიოდეს დასაწყისისკენ. ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც კვანძი თავიდანვე, დასაწყისში იხსნება და წიგნში ბოლომდე უბრალოდ ამ კვანძის განზოგადოება და ახსნა მიდის. "იავნანა" ამის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ხშირად თითოეულ ცალკეულ ისტორიებთან ერთად სრულდება და შემდგომში თავიდან იწყება. ამგვარი თხრობის სტილის საპირისპიროდ უფრო მეტად ხაზოვანი თხრობით ხასიათდება "დღიური" და "ჰაერის უკამრისობა".
 
პალანიკის შემოქმედებაში არის მინიმალისტური ელემენტებიც, რასაც ტომ სფენბაუერის გავლენას მიაწერენ (ის ჩაკის მასწავლებელი იყო 5 წლის განმავლობაში), ასევე ტომ ჯონსს და ბრეტ ელისს. საერთოდ პალანიკს არ უყვარს ლექსიკურად გამდიდრებული, გრძელი წინადადებებით თხრობა, ის ცდილობს მეტად უშუალო და გახსნილი იყოს თხრობისას, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მსუბუქად ჩაიკითხოს მისი მოთხრობის ყველაზე საშინელი სიუჟეტიც კი. თვითონ პალანიკი ამბობს, რომ ურჩევნია წეროს ზმნები, ვიდრე ზედსართავი სახელები. ასევე ყურადსაღებია მისი "მისამღერები", პალანიკი ხშირად იმეორებს ერთი და იგივე ფრაზას რამდენჯერმერამდენიმეჯერ, რასაც თვითონ სწორედ ზემოთაღნიშნულ სახელს უწოდებს. პალანიკის გმირები ხშირად ხასიათდებიან მიზანთროპული და აბსურდული მიდგომით ისეთ რთულ საკითხებზე როგორიცაა: სიკვდილი, მორალი, ბავშვობა, მშობლები, სექსი, ღმერთი.
 
პალანიკი პროზაული ნაწარმოებების წერის პარალელურად, წერს ესეეებს და სტატიებსაც, როგორც თავისუფალი ჟურლანისტი. მას ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ჯულიეტ ლუისთან და მერლინ მენსონთან. მისი სტატიები, ესეები და ინტერვიუები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალებში (მაგ.: Los Angeles Times, Gear ). მისი "ნამდვილი ისტორიები" გამოქვეყნდა 2004 წელს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პალანიკის არალიტერატურული ნაშრომებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩაკ_პალანიკი“-დან