თოხთამიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 33:
== ხელისუფლებაში მოსვლა ==
 
თოხთამიში იყო [[მანგიშლაყი]]ს მმართველის, ოღლან [[ტუი-ხოჯა]]ს შვილი. მას შემდეგ, რაც ტუი-ხოჯა სიკვდილით დასაჯეს [[ურუს-ხანი]]ს ბრძანებით, ახალგაზრდა თოხთამიში [[1376]] წელს გაიქცა [[სამარყანდი|სამარყანდში]], [[მავერანაჰრი]]ს მმართველ [[თემურლენგი|თემურლენგთან]]. [[1377]] წელს ახალგაზრდა ხანი [[თემურლენგი]]ს მხარდაჭერით შეუდგა [[ოქროს ურდო]]ს დაპყრობას, მაგრამ პირველივე ბრძოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეს უფლისწული ყუთლუღ-ბუღა, თოხთამიში დამარცხდა და გაიქცა თემურლენგთან. მალევე თოხთამიში უფრო ძლიერი არმიით შეიჭრა ოქროს ურდოში, ამჯერადაც დამარცხდა [[ურუს-ხანი]]ს მეორე შვილთან, [[თოქთაქია]]სთან. თოხთამიშმა კვლავ თემურლენგს შეაფარა თავი. ურუს-ხანმა თემურლენგს ომის მუქარის ქვეშ მოსთხოვა თოხთამიშის გადაცემა, რაზედაც უარი მიიღო და თავად დაიწყო მზადება ოქროს ურდოს წინააღმდეგ ლაშქრობისათვის. თემურლენგი შეიჭრა ოქროს ურდოში, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო ურდოს დაპყრობა თემურლენგმა გაზაფხულამდე გადადო. მომდევნო წელს გადამწყვეტი ბრძოლები არ მომხდარა, რადგან ურუს-ხანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
 
[[1378]] წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც დაეცა ურდოს აღმოსავლეთი, თოხთამიში შეიჭრა დასავლეთ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებდა ბეგლარბეგი მამაი. [[1380]] წელს თოხთამიშმა დაიპყრო თითქმის მეთელი ოქროს ურდო [[აზოვის ზღვა]]მდე, მათ შორის დედაქალქი – [[სარაი-ბერქე]].
 
[[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლის]] შემდეგ, [[თემურლენგი]]ს დახმარებით თოხთამიშმა დაიკავა ერთიანი ოქროს ურდოს ტახტი, მოკლა ბეგლარბეგი მამაი და რუს თავადებს გაუგზავნა ელჩები, რათა შეეტყობინებინა თავისი გამეფება. თავადებმა პატივით მიიღეს ელჩები და საჩუქრები გაუგზავნეს ახალ ხანს. თუმცა მოსკოვის დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა არ ჩათვალა საჭიროდ ხლებოდა ახალ ხანს, რათა მიეღო დასტური მისი ხელიდან დიდი სათავადოს სამართავად.
 
== მოსკოვში ლაშქრობა ==
[[1382]] წელს თოხთამიშმა დაიწყო [[მოსკოვი|მოსკოვზე]] ლაშქრობა. [[ნიჟნი-ნოვგოროდი]]ს თავადმა [[დიმიტრი (სუზდალის მთავარი)|დიმიტრიმ]] სამთავროს გადარჩენის მიზნით მას გაუგზავნა შვილები [[ვასილი კირდიაპა|ვასილი]] და [[სიმეონ სუზდალელი|სიმეონი]]. [[რიაზანის სამთავრო|რიაზანის]] მთავარმა ოლეგმა, რომელიც იმავე მოტივებით ხელმძღვანელობდა თოხთამიშს ფონი მიუთითა [[მდინარე]] [[ოკა]]ზე. [[დიმიტრი I (დონელი)|დიმიტრი დონელი]] და [[ვლადიმირ მამაცი]] გაემგზავრნენ შესაბამისად [[კოსტრომა]]ში და [[ვოლოკოლამსკი|ვოლოკოლამსკში]] ჯარის შეგროვების მიზნით. მიტროპოლიტმა [[კიპრიანი (კიევის მიტროპოლიტი)|კიპრიანიმ]] თავი შეაფარა [[ტვერი|ტვერს]]. ტვერის თავადმა [[მიხეილი (ტვერის თავადი)|მიხეილმა]] თოხთამიშს ელჩი გაუგზავნა და მორჩილება გამოუცხადა.
 
როდესაც თოხთამიშმა აიღო [[სერპუხოვი]], მოსკოველებმა დახმარებისათვის მიმართეს [[ლიტვა|ლიტვის]] მთავარ [[ოსტეი]]ს. [[1382]] წლის [[24 აგვისტო]]ს თოხთამიში მოსკოვს მიადგა. ორი დღის მანძილზე მოსკოველები და ლიტველები მედგრად იცავდნენ ქალაქს. თოხთამიშმა მოსკოვი აიღო ეშმაკობით, მათ მიუგზავნა ნიჟნი-ნოვგოროდელი თავადები ვასილი და სემიონი, რომლებმაც ფიცის ქვეშ დადეს პირობა, რომ თოხთამიში მათ არაფერს დაუშავებდა თუ დანებდებოდნენ. [[26 აგვისტო]]ს [[მოსკოვი]] დანებდა. მიცემული პირობა არ შესრულებულა: უამრავი ადამიანი დაიღუპა, ქალაქი კი გაძარცვეს. ამის შემდეგ თათრებმა აიღეს [[პერეიასლავლ-ზალესკი|პერეიასლავლი]], [[ვლადიმირი (ქალაქი)|ვლადიმირი]], [[იურევ-პოლსკი|იურევი]], [[ზვენიგოროდი]], [[მოჟაისკი]] და სხვა მოსკოვის გარშემო მდებარე ქალაქები.
 
== ბრძოლა თემურლენგთან ==
თათრებმა კიდევ რამდენჯერმერამდენიმეჯერ მოაწყვეს პატარ-პატარა თავდასხმები რუსულ მიწაზე, გაძარცვეს [[რიაზანი]], [[ვიატკა]], მაგრამ სერიოზული ლაშქრობა მოსკოვის წინააღმდეგ თოხთამიშმა ვერ მოახერხა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩაება იგი ბრძოლაში [[თემურლენგი]]ს წინააღმდეგ, რომლის წყალობით ავიდა ტახტზე. ეშინოდა რა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] და დასავლეთ [[ირანი]]ს გადასვლისა მოწინააღმდეგის ძალაუფლიბის ქვეშ, თოხთამიში შეიჭრა ამ რეგიონში [[1385]] წელს. დაიკავა [[თავრიზი]] დააყაჩაღა და მდიდარი ნადავლით უკან დაიხია, 90 000 ტყვეს შორის იყო პოეტი [[ქამალ ხოჯენდი]]<ref>[http://farhang-alshia.narod.ru/karbin/histoir6.html#16 История Ирана с древнейших времен до конца XVIII века]</ref>. [[1390]] წელს თემურლენგმა ურდოს ხანს მიაყენა ორი სასტიკი დამარცხება [[მდინარე]] [[კონდურჩის ბრძოლა|კონდურჩზე]] ([[1391]] წ.) და მდინარე [[თერგის ბრძოლა|თერგზე]] ([[1395]] წ.), რომლის შემდეგ თოხთამიშმა დაკარგა რა ტახტი იძულებული გახდა გაემართა მუდმივი ბრძოლები თემურლენგის მიერ დანიშნულ ხანებთან. დამარცხების შემდეგ, როგორც ჩანს, თოხთამიშმა მოკლე დროით შეძლო დაეპყრო ხელისუფლება [[ტიუმენის სახანო]]ში <ref>
{{cite web
| author = Бустанов А. К.
ხაზი 56:
 
== ბრძოლა ედიგეისთან ==
მალე [[ოქროს ურდო]]ს ტახტზე უძლიერესი ემირის [[ედიგეი]]ს მეშვეობით დამკვიდრდა [[თემურ-ყუთლუღი]], მან დაამარცხა თოხთამიში, რომელიც ამის შემდეგ ოჯახთან ერთად გაიქცა [[კიევი|კიევში]] [[ლიტვის დიდი მთავარი|ლიტვის დიდ მთავარ]] [[ვიტოვტი|ვიტოვტთან]]. თოხთამიში ვიტოვტმა კარგად მიიღო, რადგან უკანასკნელს სურდა მისი გამოყენება ურდოში თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის. ვიტოვტმა დაიწყო მასშტაბური ლაშქრობის მომზადება თათართა წინაღმდეგ, თოხთამიშის ოქროს ურდოს ტახტზე დაბრუნების მიზნით. თოხთამიშმა რამდენიმე ათასკაციანი რაზმით მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში. [[1399]] წელს ლაშქრობის დროს ვიტოვტმა განალაგა ბანაკი [[მდინარე]] [[ვორსკლა]]ზე, თემურ-ყუთლუღს შეეშინდა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისა და ითხოვა ზავი. ამ დროს მდინარესთან მიუსწრო ედიგეიმ თავის ჯართან ერთად. მან ჩაშალა მოლაპარაკება და დაარწმუნა თემურ-ყუთლუღი გაეგრძელებინა ბრძოლა. ედიგეის მეთაურობით ურდოს ჯარმა ვიტოვტს მიაყენა გამანადგურებელი დამარცხება.
 
თოხთამიშმა საბოლოოდ თითქოს დაკარგა პოლიტიკური გავლენა, მაგრამ ბოლო წლებში გადაიხარა სამშვიდობოთ თემურლენგისაკენ, რომელსაც ელჩიც კი გაუგზავნა. ამიტომ ედიგეიმ ამ გამარჯვების შემდეგ არ მოასვენა თოხთამიში და ხანგრძლივი დროის მანძილზე გარდამავალი წარმატებით ებრძოდა მას. [[თემურლენგი]] გარდაიცვალა [[1405]] წელს, თოხთამიში კი ედიგეისთან და [[ჩოკრე-ხანი |ჩოკრესთან]] 16-ე ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხეს და მოკლეს. [[1406]] წლისათვის არხანგელოქალაქის მემატიანე (შედის [[უსტიუჟის მატიანეთა კრებული|უსტიუჟის მატიანეთა კრებულში]]) გვამცნობს: {{ციტატა|იმავე ზამთარს მეფე [[შადიბეკ-ხანი|ჟენიბეკმა]] მოკლა თახთამიში [[ციმბირი]]ს მიწაზე ტიუმენთან ახლოს თავად კი დაჯდა ურდოში.<ref>[http://imwerden.de/pdf/psrl_tom37_ustyuzhskie_i_vologodskie_letopisi_1982.pdf Архангелогородский летописец // Полное собрание русских летописей / Отв. ред. акад. Б. А. Рыбаков. — Л.: Наука, 1982. — Т. 37. Устюжские и вологодские летописи XVI—XVIII вв. — С. 82. — 227 с. — 5 400 экз.]</ref>}}
 
==რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოხთამიში“-დან