ხელბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Kronau-Oestringen.jpg|thumb|250px|ხელბურთის მატჩი]]
'''ხელბურთი''' — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში გაიტანონ ბურთი.
== ისტორია ==
ხაზი 9:
ამჟამად ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20X40 მეტრზე. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომელთა სიგანე 3, ხოლო სიმაღლე — 2 მეტრია. ორივე კარის წინ შემოსაზღვრულია 6-მეტრიანი (მეკარის მოედანი) და 9-მეტრიანი (თავისუფალი დარტყმის ზონა) ნახევარწრეები. ხელბურთს თამაშობენ ტყავის ბურთით რომლის გარშემოწერილობა არის 58-60 სმ, ხოლო წონა 425-475 გრამი (ქალებისათვის — 54-60 სმ და 325-375 გრ).
თამაში შედგება ორი 30 წუთიანი (წმინდა დრო) ტაიმისაგან, ათწუთიანი შესვენებით. გუნდში 12 მოთამაშეა (7 მოედანზე და 5 სათადარიგო). შეცვლების ლიმიტი განუსაზღვრელია და მოთმაშეს შეუძლია
== საერთაშორისო ფედერაცია ==
ხაზი 17:
== მნიშვნელოვანი ტურნირები ==
ხელბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამით გათვალისწინებული ხელბურთელთა ტურნირი, რომელსაც [[ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია]] [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან]] ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია [[მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში|მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა]] შორის. გარდა ამისა ტარდება [[მსოფლიოს თასი ხელბურთში|მსოფლიოს თასი ხელბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის]]. ამ ტურნირის ჩატარების ინიციატივა [[დანია|დანიის]] (ქალები) და [[შვედეთი]]ს (ვაჟები) ფედერაციებმა აიღეს. 70-ანი წლებიდან [[2005]] წლამდე [[გერმანია|გერმანიის]] ხელბურთის ფედრაციის ინიციატივით ტარდებოდა [[მსოფლიოს სუპერ- თასი ხელბურთში|მსოფლიოს სუპერ-თასი ხელბურთში ვაჟთა გუნდებს შორის]], რომელშიც ყველა დროის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გამოდიოდნენ. გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის გამო [[2005]] წლის შემდეგ ეს ტურნირი, რომელიც მაიმცადამინც ვერ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, აღარ გამართულა.
[[ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია]] ატარებს აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატებს ჭაბუკებსა და გოგონათა შორის. გარდა ამისა კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) ატარებს [[ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში|ევროპის ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა]] შორის. გარდა ამისა ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ატარებს ხუთ საკლუბო ტურნირს, ესენია: [[ევროპის ჩემპიონთა თასი ხელბურთში|ევროპის ჩემპიონთა თასი]], [[ევროპის თასის მფლობელთა თასი ხელბურთში|ევროპის თასის მფლობელთა თასი]], [[ფედერაციის თასი ხელბურთში|ფედერაციის თასი]], [[ევროპის ჩელენჯ-ქაფი ხელბურთში|ჩელენჯ-ქაფი]] (გამოწვევის თასი) და [[ევროპის სუპერ-თასი ხელბურთში|ევროპის სუპერ-თასი]].
|