მიხეილ შენგელია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 23:
==ბიოგრაფია==
 
[[1939]] წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, განაწილებით დაიწყო მუშაობა [[სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკაში]] ექიმ-ოფთალმოლოგად, [[1941]] წლიდან, როგორც მოხალისე, მოაწილეობდა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]]. დაიჭრა რამდენჯერმერამდენიმეჯერ და დემობილიზებული იქნა. [[1943]] წლიდან სხვადასხვა დროს იყო საქართველოში არსებული ევაკოჰოსპიტლების ექიმი–ოფთალმოლოგი, ქირურგი, განყოფილების გამგე, ჰოსპიტლის უფროსის მოადგილე. ომის შემდგომ წლებში აქტიურად მოღვაწეობდა ოფთალმოლოგიაში. 1946–1954 წლებში ქ.ცხაკაიას საავადმყოფო–პოლიკლინიკის თვალის სნეულებათა კაბინეტის გამგე, ხოლო 1954–1956 წლებში საქართველოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული კლინიკის ნეიროოფთალმოლოგი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია.
 
[[1956]]–[[1974]] წლებში ს. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ქართული მედიცინის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია.
 
[[1974]] – [[1991]] წლებში იყო [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი]]ს მედიცინის ისტორიის კათედრის გამგე და ამავე ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ქართული მედიცინის ისტორიის და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. [[1991]] წლიდან ამავე განყოფილების გამგე, 1995 წლიდან კონსულტანტი. იმავდროულად, [[1967]]–[[1999]] წლებში მის მიერვე ჩამოყალიბებული ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია.
 
[[1979]] წლიდან [[1991]] წლამდე იყო საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[ბიოლოგია|ბიოლოგიისა]] და [[მედიცინა|მედიცინის]] ისტორიკოსთა სექციის თავმჯდომარე და საპრობლემო კომისიის წევრი, ბულგარეთის მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების წევრი, მედიცინის ისტორიკოსთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის წევრი.