რიო-დე-ჟანეირო: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ (2) using AWB
(- "PMERJ-BOPE4.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ JurgenNL-ს მიერ. მიზეზი: Per [[commons:Commons:Deletion requests/Files uploaded by Multpla...)
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ (2) using AWB)
სანაპიროს გასწვრივ, ერთმანეთის მონაცვლეობით ქრის [[ბრიზი|ბრიზები]], ხან სანაპიროდან და ხანაც სანაპიროს მიმართულებით, რაც ტემპერატურას ზომიერს ხდის. თავის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით [[შემოდგომა]]სა და [[ზამთარი|ზამთარში]], ქალაქში ხშირად აღწევს [[ანტარქტიდა|ანტარქტიდიდან]] წამოსული ჰაერის ცივი მასები, რაც [[ამინდი]]ს ხშირ ცვალებადობას განაპირობებს. ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია კოკისპირული [[წვიმა|წვიმები]], რომლებიც კატასტროფულ დატბორვებსა და [[მეწყერი|მეწყერებს]] იწვევს. მთიან არეალებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რადგან ეს მთები [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანიდან]] წამოსული ტენიანი ქარებისთვის ბარიერს წარმოადგენს.<ref>[http://www.brazilmycountry.com/rio-de-janeiro-weather.html Rio de Janeiro Weather Forecast & Climate - Weather In Rio de Janeiro, Brazil<!-- Bot generated title -->]</ref>
 
როგორც ამბობენ, წარსულში ქალაქში [[თრთვილი]]ც შეიმჩნეოდა ხოლმე, მაგრამ ეს ფაქტი დადასტურებული არაა. [[რიო-დე-ჟანეირო (შტატი)|რიო–დე–ჟანეიროს შტატის]] ზოგიერთ არეალში იშვიათად [[თოვლი]]ს ხორხოშელა და [[ყინული]]ს ბურთები შეიმჩნევა. ეს ფენომენი რეგიონისთვის მართლაც იშვიათობაა და რიოს მეტროპოლიურ არეალში [[XXI საუკუნე]]ში ჯერ მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.<ref>{{pt}} {{cite news| url=http://globotv.globo.com/globo-news/jornal-globo-news/v/chuva-de-granizo-atinge-zona-oeste-e-baixada-fluminense-do-rio/1853797/|title=Hail falls in Rio de Janeiro's West Zone and Baixada Fluminense |publisher=Globo News|date=2012-03-12 | accessdate=15 March 2012}}</ref> როგორც ვარაუდობენ, ეს ფაქტი მხოლოდ ორ ათწლეულში ერთხელ ხდება. სხვა არეალებში, საუკუნეში ერთხელ ან რამდენჯერმერამდენიმეჯერ ფიქსირდება ნამდვილი თოვა, უფრო ხშირად ქალაქ [[რეზენდი]]სა და [[იტატიაია]]ში (უფრო ქვემო განედზე, ვიდრე რიო, მაგრამ ზღვის დონიდან უფრო მაღლა).<ref>{{pt}} {{cite web| url=http://www.skyscrapercity.com/showthread.php?t=495779|title=Snowfall in Rio de Janeiro: Serra da Mantiqueira's part in Sul Fluminense |publisher=SkycraperCity forum|date=2007-07-07 | accessdate=15 March 2012}}</ref> ეს ქალაქები ქვეყანაში ყველაზე ცივი ადგილებია.
 
დაახლოებით იმავე გარეუბანში, სადაც 2012 წლის მარტში ყინულის ბურთები მოვიდა (''granizo''), უფრო ადრე, 2011 წლის იანვარში [[ტორნადო]]ს მსგავსი ფენომენი დაფიქსირდა, პირველად რეგიონის ისტორიაში, რამაც ელექტორსისტემის ავარია გამოიწვია, მაგრამ არა სხვა ფატალური შედეგები..<ref>{{pt}} {{cite news| url=http://g1.globo.com/bom-dia-brasil/noticia/2011/01/tornado-causa-destruicao-em-nova-iguacu-no-rio-de-janeiro.html|title=Tornado is responsible for havoc in Nova Iguaçu, Rio de Janeiro |publisher=Globo|date=2011-01-20 | accessdate=11 April 2012}}</ref><ref name="9guaçutornado" /> [[მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია]] [[ბრაზილია]]ს, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონს აფრთხილებს, რომ ისეთი კატასტროფები, როგორიც იყო რიო–დე–ჟანეიროს [[2011]] წლის დატბორვები და [[მეწყერი|მეწყერები]], იზოლირებული ფენომენები არაა და მომდევნო წლებში ბრაზილია ცუდი ამინდებისთვის მზად უნდა იყოს. „ეს არ იყო იზოლირებული მოვლენა. ბრაზილიაში მომხდარი ეს მოვლენა ადასტურებს მსოფლიო ტენდენციას, რომ შტორმები თანდათან გაძლიერდება და ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე ის არ ფიქსირდებოდა იგივე სიძლიერის იქნება“ — აღნიშნა პუპაკუმარ კოლიმ — მსოფლიო კლიმატოლოგიის ორგანიზაციის ექსპერტმა კლიმატოლოგიური ფენომენების დარგში.<ref name="9guaçutornado">{{pt}} {{cite news| url=http://www.gazetadopovo.com.br/chuvadevastadora/conteudo.phtml?tl=1&id=1088896&tit=Tornado-causa-estragos-em-Nova-Iguacu|title=Tornado is responsible for havoc in Nova Iguaçu |publisher=Gazeta do Povo|date=2011-01-21 | accessdate=11 April 2012}}</ref>
საკუთრივ ქალაქი რიო-დე-ჟანეირო [[პორტუგალიელები|პორტუგალიელებმა]] [[1565]] წლის [[1 მარტი|1 მარტს]] დააარსეს და წმინდა სებასტიანის პატივსაცემად ''სან-სებასტიან-დე-რიო-დე-ჟანეირო (São Sebastião do Rio de Janeiro)'' უწოდეს. ეს წმინდანი პორტუგალიის მისივე მოსახელე მონარქ [[სებასტიან I (პორტუგალია)|სებასტიან I]]-ის მფარველად ითვლებოდა. ''რიო-დე-ჟანეირო'' ამ დროს გუანაბარის უბის სახელწოდება იყო. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ადრეულ წლებამდე, ქალაქს თავს ესხმოდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ძირითადად [[ფრანგები|ფრანგი]] [[მეკობრეობა|მეკობრეები]], მათ შორის იყვნენ ჟან-ფრანსუა დუკლერი და რენე დუგაი ტრუენი.<ref>{{cite web|url=http://www.paralumun.com/citrio.htm |title=History of Rio |publisher=Paralumun.com |accessdate=April 17, 2010}}</ref>
[[File:Afot3602.jpg|thumb|left|150px|[[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] იმიგრანტი 1895 წელს]]
[[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს, ჯერ კიდევ [[შაქრის ლერწამი|შაქრის ლერწმის]] ერაში, [[ბანდეირანტები|ბანდეირანტებმა]] მეზობელ მხარეში, [[მინას-ჟერაისი|მინას-ჟერაისში]] [[ოქრო]] და [[ბრილიანტი|ბრილიანტები]] აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, რიო-დე-ჟანეირო საბადოებში მოპოვებული სიმდიდრის საექსპორტოდ უფრო ხელსაყრელი პორტი გახდა, ვიდრე [[სალვადორი (ბრაზილია)|სალვადორი]], რომელიც უფრო შორს, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ამიტომ, [[1763]] წელს, [[პორტუგალია|პორტუგალიის]] ამერიკის კოლონიურმა ადმინისტრაციამ სალვადორიდან რიო-დე-ჟანეიროში გადაინაცვლა. [[1808]] წლამდე რიო კოლონიურ დედაქალაქად რჩებოდა, როდესაც პორტუგალიის სამეფო ოჯახი და [[ლისაბონი]]ს დიდებულთა უმეტესი ნაწილი პორტუგალიაში [[ნაპოლეონ I|ნაპოლეონი]]ს შეჭრის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში გაიქცა. სამეფოს დედაქალაქი რიო გახდა, რომელიც [[ევროპა|ევროპის]] საზღვრებს მიღმა მდებარე ერთადერთ ევროპული დედაქალაქად იქცა. იმის გამო, რომ უცაბედად ჩამოსახლებული ასობით კეთილშობილისთვის დასაბინავებელი ურბანული სტრუქტურები არ არსებობდა, ქალაქის მრავალი მაცხოვრებელი უბრალოდ თავიანთ საცხოვრებლებიდან გამოასახლეს.<ref>{{cite web|url=http://www1.folha.uol.com.br/folha/brasil/ult96u372084.shtml |title=Real Portuguese Family in Rio |publisher=.folha.uol.com.br |date=January 1, 1970 |accessdate=April 17, 2010}}</ref> რიოში რამდენჯერმერამდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა [[აფრიკა|აფრიკელი]] [[მონობა|მონების]] ფართო ნაკადის შემოყვანას, მათ შორის [[1819]] წელს 145 000 მონა შემოიყვანეს. [[1840]] წლისთვის მონათა რიცხვმა 220 000-ს მიაღწია.<ref>{{cite web|url=http://www.multirio.rj.gov.br/historia/modulo02/africa_civiliza.html |title=A África civiliza |publisher=Multirio.rj.gov.br |accessdate=April 17, 2010}}</ref>
[[File:Bondinho Rio 1940.jpg|thumb|right|ძველი საბაგირო 1940.]]
როდესაც [[1822]] წელს პრინცმა [[პედრუ I (ბრაზილია)|პედრუ I]]-მა ბრაზილიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან რიო-დე-ჟანეირო თავისი ახალი იმპერიის დედაქალაქად დატოვა. რიომ დედაქალაქის ფუნქციების შესრულება [[1889]] წლის შემდეგაც განაგრძო, როდესაც [[მონარქია]] [[რესპუბლიკა]]მ ჩაანაცვლა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ადრეულ წლებამდე, ქალაქი ფართოდ იყო შემოსაზღვრული გარეუბნებით, რომლებიც დღეს ისტორიულ ბიზნეს-საქმიან ნაწილს წარმოადგენს [[გუანაბარის უბე]]სთან. ამავე პერიოდში, [[ბოტაფოგო]]სა და დღეისათვის კოპაკაბანის სახელით ცნობილ რაიონებს შორის მდებარე მთების ქვეშ პირველი გვირაბის გაჭრის შემდეგ, ქალაქის მიზიდულობის ცენტრმა სამხრეთით და დასავლეთით გადაინაცვლა, რომელიც სამხრეთის ზონის (Zona Sul) სახელწოდებითაა ცნობილი. ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაფართოებას აადვილებდა გაერთიანება და [[1905]] წელს [[ტრამვაი]]ს ამოქმედება.<ref>Boone, Christopher G. 1995. Streetcars and Politics in Rio de Janeiro: Private Enterprise versus Municipal Government in Mass Transit Delivery, 1903–1920. Journal of Latin American Studies 27: 343–365.</ref> ბოტაფოგოს ბუნებრივი მშვენიერება, 1930-იანი წლების ამერიკის მდიდრულ სასტუმრო კოპაკაბანა-პალასთან ერთად, რიოს იმ რეპუტაციის შექმნაში დაეხმარა, რომელსაც ის დღემდე ინარჩუნებს, როგორც ბრწყინვალე პლაჟების მქონე ქალაქი (თუმცა, ბოლო დროს მისი რეპუტაცია გარკვეულწილად შელახა [[ფაველა|ფაველებში]] არსებულმა ძალადობამ და ნარკოვაჭრობამ<ref>{{cite news|url=http://www.economist.com/world/americas/displaystory.cfm?story_id=14700720|title=Drugs and violence in Rio: The bottom line|accessdate=January 21, 2010|date=October 22, 2009|work=The Economist}}</ref>). დედაქალაქის ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში გადატანის გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ როდესაც [[1955]] წელს [[ბრაზილიის პრეზიდენტი|ბრაზილიის პრეზიდენტად]] [[ჟუსელინუ კუბიჩეკი]] აირჩიეს, მან ახალი დედაქალაქის აშენების პირობა დადო.<ref>[http://www.cpdoc.fgv.br/nav_jk/htm/biografias/juscelino_kubitschek.asp Juscelino Kubitschek and the city of Rio de Janeiro]</ref> მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ დაპირებას მხოლოდ პოლიტიკურ პიარად აღიქვამდა, დიდი დანახარჯების სანაცვლოდ [[1960]] წლისთვის კუბიჩეკის ხელმძღვანელობით [[ბრაზილია (ქალაქი)|ბრაზილიის]] მშენებლობა დასრულდა. ამავე წლის [[21 აპრილი|21 აპრილს]], ბრაზილიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროდან ოფიციალურად იქნა გადატანილი ახლადაშენებულ ქალაქ [[ბრაზილია (ქალაქი)|ბრაზილია]]ში.
49,737

რედაქტირება