Guns N' Roses: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვიდეო კლიპი → მუსიკალური ვიდეო (2) using AWB
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ (2) using AWB
ხაზი 67:
ამ ტურნეზე შესრულდა The Godfather, [[ბლექ საბათი]]ს სიმღერა It's Alright. Move to the City-ს ჩასაწერად ექსლმა მიიწვია მუსიკოსების სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ტურნესთვის შეიქმნა.<ref>http://web.archive.org/web/20071204231657/http://gnrsource.com/songinfo/le8793.htm</ref> პრესაში ხშირად იყო გაშუქებული კონცერტები, რომლის დროსაც ხდებოდა არეულობა ან ჯგუფი იგვიანებდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ნარკოტიკების გამოყენება კონტროლს ექვემდებარებოდა, ექსლი ხშირად იყო უკმაყოფილო დაცვით, ასევე კონცერტების უნებართვო ჩაწერით.
 
[[1991]] წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, ზუსტად [[სენტ-ლუისი]]ს გარეთ ექსლ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა ერთ-ერთიმსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ექსლი სცენაზე აიყვანეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : I'm going home. მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა. ზოგიერთ ფანს ეგონა, რომ ექსლმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა. თუმცა სლეშმა განაცხადა: მან მიკროფონი ძირს დააგდო, ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ. გაბრაზებულმა ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგად იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა. როუზმა თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ ჯგუფის დაცვამ რამდენჯერმერამდენიმეჯერ მოითხოვა, კამერით გადაღება შეწყვეტილიყო. ოთხივე თხოვნა იგნორირებულ იქნა. გარდა ამისა, ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებდნენ, რომ არავინ სცადა ხალხის შეჩერება, რომელიც ბოთლებს ისროდა.
 
ამ პერიოდში რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, ექსლთან და სლეშთან გაუგებრობის გამო. იგი შეცვალეს გილბი კლარკით. კონცერტების დროს ექსლი წარადგენდა გილბი კლარკს და ამის შემდეგ კლარკი იწყებდა ჯგუფის [[როლინგ სტოუნზი]] სიმღერის [[Wild Horses]] შესრულებას.1991 წლის ბოლოს როუზმა ტურნეს დაამატა მუსიკოსების ანსამბლი, რომელშიც რამდენიმე ბექ ვოკალისტიც იყო.[[1992]] წელს Guns N' Roses-მა მონაწილეობა მიიღო [[ფრედი მერკური]]სადმი მიძღვნილ კონცერტში უემბლის სტადიონზე, სადაც ორი სიმღერა შეასრულა. მოგვიანებით ჯგუფი გაემგზავრა მოკლევადიან ტურნეში ჯგუფ [[მეტალიკა]]სთან ერთად. [[1992]] წლის აგვისტოში , მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს მეტალიკას ვოკალისტი [[ჯეიმზ ჰეტფილდი]] დაშავდა. მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns N' Roses სცენაზე გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსებს საკუთარი ხმა არ ესმოდათ. გარდა ამისა, ექსლს, როგორც თავადა განაცხადა, ვოკალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა - შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა. ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ფანებმა არეულობა მოაწყვეს - ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.
ხაზი 149:
მე ველაპარაკე იზისა და სლეშს.მათ უნდათ ჯგუფის აღდგენა
 
Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი იზი სტრედლინი დღევანდელ შემადგენლობასთან ერთად რამდენჯერმერამდენიმეჯერ გამოჩნდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეების დროს.
 
მიუხედავად ადლერის განცხადებისა, სლეშმა [[2007]] წლის ინტერვიუში, რომელიც [[Guitar Edge]]-ს მისცა, თქვა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლები შესაძლებლობაა ჯგუფის აღდგენისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Guns_N%27_Roses“-დან