ნილოს მირონმდინარე: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, [[მხეცები]]სთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი [[მირქმა|უფლის მირქმის]] სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი [[ლუსკუმი]]ს გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი [[მირონი]], რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]] აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.
 
ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა [[1913]]-[[1919]] წლებში რამდენჯერმერამდენიმეჯერ ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად გაუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში „[[ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი]]“. მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს [[აპოკალიფსი#შინაარსი|ბოლო ჟამზე]]. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: „ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა“. წმიდა ნილოსმა [[ათონის მთა]]ზე ხსნის მსურველებს, რომლებიც [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ ამ საფარველის რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას [[ივერიის ღვთისმშობლის ხატი]] არ დატოვებდა; რომ ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა, თვინიერებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ცოდვილთა ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება - ეს მოხდება მაშინ, როდესაც ღვთისმშობელი საფარს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი [[ხატი]] წმიდა მთას გასცილდება, უბიწო ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.
 
წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება [[ანტიქრისტე]]ს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილების საზომს, ადამიანთა ზრდის დაკნინებას, [[ანტიქრისტეს ბეჭედი|ანტიქრისტეს ბეჭდის]] მიღების გამასასტიკებელ მოქმედებას ადამიანის გულზე, [[ენუქ წინასწარმეტყველი|ენუქისა]] და [[ელია თეზბიტელი|ილიას]] ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ, მათ მოწოდებას [[ჯვარი|ჯვრის]] ნიშნით გარეშეზღუდონ თავი. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვებულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი - წმიდა [[ღირსი ათანასე ათონელი|ათანასეს]] [[ლავრა]]ში, სადაც [[1815]] წელს გადაასვენეს. წმიდა ეკლესიამ ღირსი მამის მოსახსენებლად დააწესა მისი გარდაცვალების თარიღი - [[12 ნოემბერი|12 (25) ნოემბერი]] და წმიდა ნაწილების გადასვენების დღე - [[7 მაისი]].
49 737

რედაქტირება