ზამთრის სასახლე (სანქტ-პეტერბურგი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q182147
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 9:
'''ზამთრის სასახლე''' ([[რუს.]] Зимний Дворец) მდებარეობს [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]], [[რუსეთი]], სასახლის სანაპიროსა და სასახლის მოედანს შორის; აშენდა 1754-1762 წლებში, როგორც რუსეთის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია.
 
პირველი "ზამთრის სახლი" [[პეტრე I|პეტრე I-ს]] [[1711]] წელს აუგეს, საზამთრო არხის ნაპირზე, მეორე - ახლანდელი ერმიტაჟის თეატრის ადგილას (1716-1719, არქიტექტორი გ. მატარნოვი, გადაკეთებულია 1720-იან წლებში არქიტექტორი დ. ტრეზინი). 1732 წელს რასტრელიმ დაიწყო მესამე ზამთრის სასახლის მშენებლობა, რომლის ფასადები გადიოდა ნევასა და სასახლის მოედანზე (მრავალჯერ გადაკეთდა). მეოთხე ზამთრის სასახლე რასტრელიმ ააშენა 1755, ნევის პროსპექტსა და მდინარე მოიკის სანაპირო კუთხეში (განადგურდა 1762). 1754-1762 წლებში მესამე სახლის ადგილზე [[ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი|ბართოლომეო რასტრელი]]მ ააგო [[ბაროკო]]ს სტილის მეხუთე სასახლე - შიდაეზოიანი კარეს სახის ნაგებობა. გრანდიოზული სასახლის (1000 ოთახი) ფასადები მიმართულია ნევის, საადმირალოსა და სასახლის მოედნისაკენ გადაწყვერილია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, გარემოს გათვალისწინებით. ფასადების მდიდრული მორთულობა და სათავსების ანფილადური განლაგება ხაზს უსვამს შენობის საზეიმო დანიშნულებას. თეთრ-მწვანე შეფერილობის სასახლეს 1.786 კარი და 1.945 ფანჯარა აქვს. სასახლის პირველი ბინადარი [[ეკატერინე დიდი]] იყო. ზამთრის სასახლის ინტერიერები რამდენჯერმერამდენიმეჯერ გადააკეთეს (ანფილადები ნევის გასწვრივ და სატახტო (გიორგის) დარბაზი, 1780-1790 წლებში, არქიტექტორები ჯ. კვარენგი, ი. სტაროვი; 1812 წელს სამამულო ომის გალერეა, არქიტექტორი კ. როსი).
 
1837 წელს ხანძრის შემდეგ ფასადები და საზეიმო დარბაზები აღადგინა არქიტექტორმა ვ. სტასოვმა, შიგა სამყოფლები - არქიტექტორმა ა. ბრიულოვმა. 1880 წელს ზამთრის სასახლეში ს. ხალტურინმა მოაწყო აფეთქება ალექსანდრე II-ის მოკვლის მიზნით. 1905 წლის 9 იანვარს მის წინ დახვრიტეს მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია.
 
ზამთრის სასახლე ამჟამად [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის]] დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დარბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი.
 
1917 წელს რუსეთში [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ ზამთრის სასახლე რუსეთის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა გახდა. ბოლშევიკთა ძალების მიერ ზამთრის სასახლის აღება [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] გადამწყვეტი მომენტი იყო.
 
==იხილით აგრეთვე==
*[[სასახლის სანაპირო]] და [[სასახლის მოედანი]] -- სადაც—სადაც ზამთრის სასახლე მდებარეობს.
*[[ეკატერინეს სასახლე]] -- ეკატერინე—ეკატერინე დიდის საზაფხულო რეზიდენცია.
*[[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|ერმიტაჟის მუზეუმი]] -- მსოფლიოში—მსოფლიოში უდიდესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექციით.
*[[ზაფხულის სასახლე]] -- ზამთრის—ზამთრის სასახლის წინამორბედი, როგორც სანქტ-პეტერბურგში მთავარი სამეფო რეზიდენცია.
*[[პეტერჰოფი]] -- ცარის—ცარის საზაფხულო რეზიდენცია სანქტ-პეტერბურგის გარეთ.
*[[ცარსკოე სელო]] -- ცარის—ცარის ზამტრის რეზიდენცია სანქტ-პეტერბურგის გარეთ.
 
{{-}}