ფადეი ბელინსგაუზენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''ფადეი ფადეის ძე ბელინსგაუზენი'''<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=26822 ფადეი ბელინსგაუზენი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref> (დაბადებისას: '''ფაბიან გოტლიბ თადეუს ფონ ბელინსგაუზენი'''; დ. [[9 სექტემბერი]]/[[20 სექტემბერი]] [[1778]], კუნძული [[ეზელი]], ამჟამად კუნძული [[საარემაა]], [[ესტონეთი]] — გ. [[13 იანვარი]]/[[25 იანვარი]] [[1852]], [[კრონშტადტი]]) — რუსი ზღვაოსანი, [[ადმირალი]]. 1803-1806 წლებში მონაწილეობდა გემ „ნადეჟდით“ დედამიწის გარშემო ჩატარებულ პირველ რუსულ მოგზაურობაში, რომლის ექსპედიციის მეთაური იყო [[ივანე კრუზენშტერნი]]. 1819-1821 წლებში ხელმძღვანელობდა კარჭაპებით „ვოსტოკით“ (მეთაური ბელინსგაუზენი) და „მირნით“ (მეთაური [[მიხეილ ლაზარევი]]) დედამიწის გარშემო მოგზაურობას, რომლის მიზანი იყო უცნობი მიწების აღმოჩენა [[ანტარქტიკა]]ში. 1819 წელს მათ აღმოაჩინეს [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] ანტარქტიკული ნაწილის რამდენიმე კუნძული, 1820 წლის 16 (28) იანვარს [[ანტარქტიდა]]. რამდენჯერმერამდენიმეჯერ მიუახლოვდნენ მის ყინულოვან ნაპირებს და დაასკვნეს, რომ ეს იყო „ყინულოვანი კონტინენტი“. 1821 წელს აღმოაჩინეს კუნძული, რომელსაც [[პეტრე პირველის კუნძული|პეტრე I]]-ის სახელი უწოდეს, და ნაპირი, რომელსაც [[ალექსანდრე პირველის კუნძული|ალექსანდრე I]]-ის მიწა დაერქვა. ექსპედიციამ აღმოაჩინა აგრეთვე მრავალი კუნძული [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ტროპიკულ ნაწილში. 1821 წლის 24 ივლისს (5 აგვისტოს) 751-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, გემები [[კრონშტადტი|კრონშტადტში]] დაბრუნდნენ. 1828-1829 წლებში ბელინსგაუზენი მონაწილეობდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის ომში]]. 1839 წლიდან იყო კრონშტადტის სამხედრო გუბერნატორი.
 
ბელინსგაუზენის სახელს ატარებს [[ბელინსგაუზენის ზღვა|ზღვა]] და [[ბელინსგაუზენის ქვაბული|ქვაბული]] წყნარ ოკეანეში, კონცხი სამხრეთ სახალინზე, კუნძული ტუამოტუს არქიპელაგში და შელფური მყინვარი ანტარქტიდაში. ბელინსგაუზენმა თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: «ორი გამოკვლევა სამხრეთ ყინულოვან ოკეანეში და დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა 1819-21 განმავლობაში კარჭაპებით „ვოსტოკ“ და „მირნი...“» (1931; მე-3 გამოცემა 1960).
 
== ლიტერატურა ==