ჰაირი ჰაირიოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 1:
'''ჰაირი ჰაირიოღლუ''' ({{lang-tr|Hayri Hayrioğlu;}} დ. [[1936]] — გ. [[2002]]) — [[თურქეთი|თურქი]] მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი (ვახტანგ მალაყმაძე), [[აჭარა|აჭარელ]] [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირთა]] შთამომავალი.
 
ჰაირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე [[აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)]]. სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა [[იაკობ გოგებაშვილი]]ს „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრებ“ი, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[სიმონ ჯანაშია]]ს შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენჯერმერამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2002 წელს; დაკრძალულია ქ. ინეგოლის სასაფლაოზე.
 
== ლიტერატურა ==
* ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე თურქეთში : (1936-2002 წწ.) / როზეტა გუჯეჯიანი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] IV. - გვ.364-375. - შენიშვნ.. - რეზ. ინგლ.
 
{{DEFAULTSORT:ჰაირიოღლუ, ჰაირი}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1936]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2002]]