ბუკმოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 4:
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] უდიდესი ნორვეგიელი მწერლები [[ჰენრიკ იბსენი]] და [[ბიორნსტიერნე ბიორნსონი]] სტიქიურად ნორვეგიზებულ დანიურ ენაზე წერდნენ, თუმცა დანიურ [[ორთოგრაფია]]ს ინარჩუნებდნენ. თავდაპირველად ბუკმოლს „დანიურ-ნორვეგიული“ ერქვა. სახელწოდება „ბუკმოლი“ [[1929]] წლიდან იქნა შემოღებული, რასაც წინ უსწრებდა სახელწოდება „საიმპერიო ენა“ (ნორვ. riksmål). ნორვეგიის მეორე ოფიციალური სამწერლობო ენაა ნიუნორსკი.
 
ბუკმოლს ნორვეგიის მოსახლეობის 90%-მდე იყენებს, ენის შემსწავლელები სწორედ ამ ვარიანტს შეისწავლიან და ადგილობრივი მედიაც ამავე ენაზე მაუწყებლობს. ბუკმოლის ნორმები აღმოსავლეთ ნორვეგიის მოსახლეობის კილოზე, განსაკუთრებით ოსლოსა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის მეტყველების თავისებურებაზეა მორგებული, მაგრამ მაინც დანიურს ემყარება. დანიური ენა ბუკმოლის მცოდნეს ტექსტურად თავისუფლად ესმის, მაგრამ ზეპირმეტყველებაში ფონეტიკის მკვეთრი განსხვავების გამო თითქმის გაუგებარი ხდება. ბუკმოლში გაცილებით მეტია ნასესხობანი, ვიდრე ნიუნორსკში. [[XX საუკუნე]]ში ბუკმოლის დემოკრატიზაციის მიზნით რამდენჯერმერამდენიმეჯერ იქნა გატარებული რეფორმა, მაგრამ უმეტესობა ვერ დამკვიდრდა. ნორვეგიულ „წიგნის ენას“ ერთიანი ორთოეპიკური სტანდარტი დღემდე არ გააჩნია.
 
 
 
== წყარო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუკმოლი“-დან