სალამან და აბსალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უკატეგორიო
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 1:
{{უკატეგორიო}}
'''სალამან და აბსალი''', ბერძნული წყაროდან მომდინარე აღმოსავლური რომანულ-მისტიკური სიუჟეტი. რამდენჯერმერამდენიმეჯერ დაამუშავეს არაბულ და სპარსულ ენაზე ([[აბუ ისჰაყი]], IX საუკუნე; [[იბნ სინა]], X საუკუნე და სხვა. ზოგი ვერსიის მიხედვით სალამან და აბსალი ვაჟი მეგობრები არიან, უმრავლეს შემთხვევაში კი - ვაჟი და ასული. ყველაზე ცნობილი და მხატვრულად სრულყოფილი ვერსია შექმნა აბდ ალ რაჰმან ჯამიმ მანს, საბერძნეთის ტახტის მემკვიდრეს, შეუყვარდება ლამაზი ძიძა აბსალი. მეფე ცდილობს მათ დაშორებას, რასაც ბრძენის დახმარებით მიაღწევს. სასოწარკვეთილი მიჯნური კოცონში გადაეშვებიან. აბსალი დაიწვება, სალამანი კი უვნებლად გადარჩება. პოემის ბოლოს თვით ჯამი იძლევა ალეგორიის გახსნა (მეფე - ღვთაების ემანაციაა, სალამანი - გონიერი სული, აბსალი - სხეული, ბრძენი - სულის სიმძლავრე, კოცონი - ხორცის დათრგუნვა და ა. შ.). პოემაში ჩართულია კაცთმოყვარეობით გამსჭვალული დიდაქტიკური არაკები.
 
ზოგი ქართველი მკვლევარის აზრით პერსონაჟი სალამანი იხსენიება „[[თამარიანი (ნაწარმოები)|თამარიანსა]]“ და [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანში]] (სალა, სალამან).