ანგლო-საქსური ინგლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ანგლო-საქსური ინგლისი-ეს პერიოდი მოიცავს 450-1066 წლებს. ანგლო-სა...
(განსხვავება არ არის)

18:36, 15 მარტი 2014-ის ვერსია

ანგლო-საქსური ინგლისი-ეს პერიოდი მოიცავს 450-1066 წლებს. ანგლო-საქსთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ნორმანთა გაბატონებამდე. მე-V საუკუნეში რომის იმპერიას ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს, იმპერია ტერიტორიების დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებდა ამიტომაც იძულებული გახდნენ ბრიტანეთიდან ჯარი გაეყვანათ. გერმანულენოვანი ტომები ანგლები, საქაები და იუტები წარმოშობით იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან და საქსონიის ტერიტორიიდან იყვნენ. მათ გადალახეს ჩრდილოეთის ზღვა და ინგლისში შეიჭრნენ. მათ ადვილად დაამარცხეს ბრიტები და დაიპყრეს მრავალი კელტური სახელმწიფო. ბრიტების ნაწილი უელსის, შოტლანდიისა და კორნუოლის მთიანეთს შეეხიზნენ. დაახლოებით 475-616 წლებში მიმდინარეობდა ანგლო-საქსთა მიერ კუნძულის ჰეპტარქია შვიდ სამეფოდ. ეს სამეფოები იყო: კენტი(475წ.), სასექსი(491წ.), უესექსი(519წ.), ესექსი, მერსია(585წ.), ნორთუმბრია(593წ.), აღმ. ინგლისი(616წ.) მე-VII საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა უესექსის მეფე კერნვულფი(597-611), 607 წელს მან სასექსიც დაიპყრო. 628 წელს მერსიის მეფე პენდამ(633-655) ვესექსელები დაამარცხა, ხოლო 633 წელს გვინედელთა ლაშქრის დახმარებით დაამარცხა ნორთუმბრიის მეფე ედვინი(616-633) ჰიტფილდის ცნობილ ბრძოლაში. ქრისტიანობა ანგლო- საქსონურ ინგლისში მე-VI საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა როდესაც კენტის მეფე ეთელბერტ-I-მა(560-616) და მისმა მეუღლემ დედოფალმა ბერტამ ქრისტიანობა მიიღეს, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წარგზავნილი ბერი ავგუსტინე კენტერბერის პირველ არქიეპისკოპოსად დაინიშნა. რეალურ ძლიერებას მერსიის სამეფომ მე-VIII საუკუნეში მიაღწია ორი დიდი მეფის ეთელბალდისა(716-757) და ოფას(757-796) მმართველობისას მიაღწია. მერსიამ ზედიზედ დაიმორჩილა ყველა ანგლო-საქსონური სამეფო. უესექსი 740 წელს, სასექსი 771 წელს, აღმოსავლეთ ანგლია 794 წელს, ასევე კენტიც და სასექსიც. აღსანიშნავია ის რომ მეფე ოფას ურთიერთობა ჰქონდა კარლოს დიდთანაც. 786 წელს დანიელი ვიკინგი ბეოტრიკი ვესექსის მეფედ დაინიშნა, 789 წელს მან მეფე ოფას ქალიშვილზე იქორწინა. 793 წელს დაიწყო ვიკინგთა სამსაუკუნოვანი ექსპანსია ბრიტანეთზე, ლინდისფარნეზე თავდასხმით. ამას მოყვა მერსიის დასუსტება და უესექსის გაძლიერება. სასექსის, უესექსისა და ესექსის გაერთიანება(825წ.). აღმოსავლეთ ანგლიის გათავისუფლება(825-827წწ.) ვიკინგთა მერ ირლანდიის ნაწილის დაპყრობა(835-841). პირველი თავდასხმა ინგლისზე(851წ.) და წარმატებით მოგერიება მეფე ეთელვულფის მიერ(839-858). დანიელთა დაპყრობითი ომები(865-878წწ.) კუნძულის შუაზე გაყოფა უესექსის მეფე ალფრედისა(871-899) და აღმოსავლეთ ანგლიის დანიელ გამგებელ გუთრუმს(869-890) შორის. დენლოს დაპყრობა ედუარდ უფროსის მიერ(910-924წწ.). ინგლისის წარმოქმნა უესექსის ნანგრევებზე მეფე ათელსტანის ქარტიის მიხედვით(927წ.).საქსონი მეფეების მმართველობა(927-1016). დანიელი მეფეების მმართველობა(1016-1042), ანგლო-საქსთა ხელისუფლების აღდგენა ედუარდ აღმსარებლის მიერ(1042-1066). ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა(1066-1072).