ივანე I მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ივანე I მხარგრძელი''' (გ. [[1227]]), საქართველოს [[დიდებული]] XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველ მესამედში. [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[სარგის მხარგრძელი|სარგისის]] ძე. ჯერ [[მსახურთუხუცესი]] (სასახლისა და სამეფო დომენის გამგებელი), შემდეგ — [[ათაბაგი]]. დიდი მემამულე: ქვემო ქართლის ნაწილის, შემოერთებული სომხური თემების ნაწილის (დვინის მხარე — ვასპუკანი, გელაქუნი) მფლობელი.
 
მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ "ითაყვანა დარბაზის ყმად" (ე.ი. კარისკაცად). [[იური ანდრიას ძის აჯანყება 1191|იური ანდრიას ძის აჯანყების]] ([[1191]]) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის [[ვარდან დადიანი]]ს [[სახელო]] — მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში — [[კაენის ციხე|კაენი]] და [[კაიწონი]], აგრეთვე [[გელაქუნი (სომხეთი)|გელაქუნი]]. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, [[მხარგრძელი, ზაქარია II|ზაქარიასთან]] ერთად ის იყო მეწინავე [[სადროშო]]ს ერთ-ერთი [[სარდალი]]. მონაწილეობდა [[შამქორი ბრძოლა|შამქორისა]] და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლებში]], კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.
 
მხარგრძელი უფლისწულ [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგის]] აღმზრდელი იყო, რის გამოც მიიღო ათაბაგის ტიტული. ამ დროიდან [[ათაბაგი]] მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა საქართველოს სამეფო კარზე. მან თანდათანობით დაიკავა [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]]ს ადგილი, იქცა მის ნაცვლად, მეორე კაცად მეფის შემდეგ. ივანეს ამირსპასალარობაც ებოძა. თუ აქამდე ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა გაერთიანებული იყო, ამიერიდან ამირსპასალარის სახელო შეუთავსდა ათაბაგობას და დროებით დამკვიდრდა ივანეს სახლში. მანდატურთუხუცესის თანამდებობაკი დარჩა ზაქარია მხარგრძელის სახლში.