ემბიენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

(Bot: 36 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q193207)
ხმაურის (ხმის), როგორც მუსიკალური ელემენტის გამოყენება, სათავეს იღებს იტალიელი ფუტურისტის [[ლუიჯი რუსოლო]]ს მანიფესტში „ხმაურის ხელოვნება“ (1913 წელი). მანიფესტის შთაგონების წყარო კომპოზიტორ [[ბალილა პრატელა]]ს (Balilla Pratella) ნაშრომები იყო.
„ემბიენტი“, როგორც მუსიკალური მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტერმინი, გამოჩნდა XX საუკუნის 70-იან წლებში. ითვლება, რომ მუსიკაში ეს ტერმინი [[ბრაიან ინოინოუ]]მ (ინგლ. Brian Eno) შემოიტანა. თუმცა, მან უბრალოდ ეს ტერმინი თავისი პირველი ალბომის სახელწოდებისთვის გამოიყება — «Ambient #1 / Music for Airports». დროთა განმავლობაში სახელწოდება გადავიდა თავად მუსილაკურ სტილზე. ლეგენდის თანახმად, მუსიკალური მიმდინარეობის წარმოშობის იდეა, რომელსაც დღესდღეობით ჩვენ ემბიენტს ვუწოდებთ, ბრაიანს წარმოეშვა მაშინ, როდესაც იგი საავადმყოფოში იწვა. საქმის უქონლობის გამო, იგი უსმენდა და აკვირდებოდა ქუჩიდან შემოსულ ხმებს, რომლებშიც მან მუსიკა და რეგულარობა შეიგრძნო.
 
ემბიენტის ორი სახე არსებობს: კლასიკური და ელექტრონული. კლასიკური ემბიენტის მაგალითია ბრაიან ინოს შემოქმედება, რომელიც იყენებდა მისი ცხოვრების გარემომცველ ხმებს და აკუსტიკურ ინსტრუმენტებს.
 
დღესდღეობით გავრცელებულია ელექტრონული ემბიენტი - მშვიდი მუსიკის, შორეული ხმების და რევერბერაციის სინთეზი, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული რიტმი. თუმცა ძალიან ბევრი ელექტრონული ემბიენტის შემსრულებელი (მაგალითად: The Orb), თავის შემოქმედებაში იყენებს კლასიკური ემბიენტის ელემენტებს, როგორიცაა გარემომცველი ხმები.
 
== მიკუთვნებული და წარმოებული ჟანრები ==
131,390

რედაქტირება