ანგლო-ნორმანული ინგლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ანგლო-ნორმანული ინგლისი- ეს პერიოდი მოიცავს 1066-1154 წლების პერ...
(განსხვავება არ არის)

18:44, 14 მარტი 2014-ის ვერსია

ანგლო-ნორმანული ინგლისი- ეს პერიოდი მოიცავს 1066-1154 წლების პერიოდს. ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან პლანტაგენეტთა(ანჟუელთა) გაბატონებამდე. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ის რომ ნორმანი და ანგლო-საქსი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ შეერწყნენ ერთმანეთს. 1066 წლის 14 ოქტომბერს ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმ-II-მ(1035-1087) გაიმარჯვა ანგლო-საქსებზე ჰასტინგზის ბრძოლაში და შემდგომ ექვს წელიწადში დაიპყრო მთელი ინგლისი. ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის უარყოფითი მხარე იყო ის რომ ქვეყანაში გაბატონდნენ ფრანგ-ნომანთა ბარონები. თავისუფალი გლეხები ტანები კი იქცნენ ყმა გლეხებად. 1086 წლის მოსახლეობის აღწერის დროს შეიქმნა, საშინელი სჯულის წიგნი. დადებითი იყო ის რომ ინგლისი იქცა დიცენტრალიზირებულ სახელმწიფოდ, აშენდა მრავალი ციხესიმაგრე, მიწები დაურიგდათ ჰერცოგის ერთგულ დიდებულებს. უილიამი სიცოცხლის ბოლომდე ჰერცოგისა და მეფის წოდებასაც ატარებბდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მიწები ორმა უფროსმა ვაჟმა გაიყვეს. უილიამს ერგო ინგლისი, ხოლო რობერტს ნორმანდია. უილიამ-II-ის(1087-1100) უმცროსმა ძმამ ჰენრი-I-მა(1100-1135), 1106 წელს დაამარცხა რობერტ-II(1087-1106) და ნორმანდია შემოიერთა. 1135-1153 წლებში ინგლისში შინაფეოდალური არეულობა მიმდინარეობდა. ჰენრი-I-ის შემდეგ გამეფდა მისი დის შვილი სტეფანი(1135-1154). რაზეც უკმაყოფილება გამოთქვა ანჟუს გრაფმა ჯოფრუა პლანტაგენეტმა(ნორმანდიის ჰერცოგი 1144-1151), ჰენრის ძმამ. მისი მეუღლე მატილდა 1139 წელს ინგლისში შეიჭრა და სტივენს შეებრძოლა. მდინარე ტემზას სამხრეთი მიწები მთლიანად აოხრდა. რამდენიმე სასტიკი ბრძოლის შემდეგ 1141 წელს მატილდამ იმარჯვა სტეფანზე და დაიკავა ლონდონი. თუმცა მეორე წელსვე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. 1144 წელს ანჟუს გრაფის არმიებმა ნორმანდია დაიპყრეს. 1154 წელს სტივენის სიკვდილის შემდეგ ანჟუს გრაფის ძემ ჰენრი-II პლანტაგენეტმა(1133-1189) ინგლისის ტახტი დაიკავა და სათავე დაედო პლანტაგენეტების დინასტიას.